ერთ-ერთი ბანკის კომპიუტერულ სისტემაში შეაღწიეს: თბილისში 2 პირი დააკავეს

© photo: Sputnik / Алексей Мальгавко / გადასვლა მედიაბანკშიკომპიუტერი
კომპიუტერი - Sputnik საქართველო, 1920, 22.08.2026
გამოწერა
ბოროტმოქმედებმა ბანკს 374.715 ლარის ოდენობის ფინანსური ზიანი მიაყენეს - შსს არ აკონკრეტებს რომელ ბანკზეა საუბარი
თბილისი, 22 აგვისტო — Sputnik. ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით ბანკის კომპიუტერული სისტემის ფუნქციონირებაში ჯგუფურად, უნებართვოდ ჩარევის ბრალდებით 2 პირი დააკავეს, იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტრო.
გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულებმა ერთ-ერთი ბანკის კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო ჩარევით დიდი ოდენობით ფინანსური სარგებლის მიღება განიზრახეს. ბრალდებულებმა დანაშაულებრივი გეგმა სისრულეში მოიყვანეს - ბანკის კომპიუტერული სისტემის ფუნქციონირებაში ჯგუფურად, უნებართვოდ ჩაერივნენ, რის შედეგადაც ბანკს 374 715 ლარის ოდენობის ფინანსური ზიანი მიაყენეს.
სამართალდამცველებმა დამნაშავე პირები ბრალდებულის სახით მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 286-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ყველა ახალი ამბავი
0