https://sputnik-georgia.com/20260821/seuzliat-onlain-seizinon-da-seakerinon-miqanaze-saskolo-formebis-sesaxeb-300214255.html
შეუძლიათ ონლაინ შეუკვეთონ და შეაკერინონ: მიქანაძე სასკოლო ფორმების შესახებ
შეუძლიათ ონლაინ შეუკვეთონ და შეაკერინონ: მიქანაძე სასკოლო ფორმების შესახებ
Sputnik საქართველო
I–VI კლასების სასკოლო ფორმები ჩინეთში შეიკერა. 1,8 მლნ კომპლექტის წარმოება 45,6 მლნ ლარი დაჯდა. 21.08.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-08-21T11:32+0400
2026-08-21T11:32+0400
2026-08-21T11:32+0400
ახალი ამბები
საქართველო
საზოგადოება
განათლება საქართველოში
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/09/0f/249447599_0:68:3000:1756_1920x0_80_0_0_5d2d266f6d78f20b2b3f4a087c212021.jpg
თბილისი, 21 აგვისტო — Sputnik. მშობლებს შეუძლიათ იმავე სტანდარტის, იმავე ხარისხის, იმავე ნაჭრის კონსისტენციის სასკოლო ფორმები შეუკვეთონ რომელიმე ონლაინ-საიტზე ან შეაკერინონ, მათ არ აქვთ ვალდებულება მაინცდამაინც სამინისტროს მიერ წარდგენილი ფორმა შეიძინონ. განაცხადა განათლების მინისტრმა გივი მიქანაძემ.I–VI კლასების სასკოლო ფორმები ჩინეთში შეიკერა. 1,8 მლნ კომპლექტის წარმოება 45,6 მლნ ლარი დაჯდა. განათლების სამინისტროს მონაცემებით, ჩინეთიდან ფორმების მოწოდება სამ ეტაპად განხორციელდება: 25 აგვისტოს, 15 ოქტომბერსა და 30 დეკემბერს - ფორმების პირველი პარტია საქართველოში უკვე ჩამოვიდა.გარდა ამისა, მიქანაძის თქმით, მშობლებს შეუძლიათ შეაკერინონ სასკოლო ფორმა იდენტური ქსოვილისგან.ამასთან, მიქანაძემ აღნიშნა, რომ მომავალი კვირიდან ჩაეშვება ონლაინპლატფორმა, რომლითაც შესაძლებელი იქნება, რომ მშობელმა თავისი შვილისთვის ფორმა ონლაინ გამოიწეროს.მინისტრმა აღნიშნა, რომ საცალო ვაჭრობის გადახდისას, თუ ონლაინ შეძენისას სხვადასხვა ბანკის მიერ მოქმედებს საშეღავათო „ქეშბექ“ პოლიტიკა, რაზეც დამატებითი ინფორმაცია მოგვიანებით გამოქვეყნდება.მთავრობის განკარგულებით, სასკოლო ფორმები უსასყიდლოდ გადაეცემათ საჯარო სკოლების დაწყებითი საფეხურის იმ მოსწავლეებს, რომლებიც განსაზღვრულ სოციალურ და სახელმწიფო მხარდაჭერის პროგრამებში არიან ჩართულნი. ასევე ფორმებს უსასყიდლოდ მიიღებენ უკრაინიდან საქართველოში სწავლის გასაგრძელებლად ჩამოსული მოსწავლეები.სასკოლო ფორმის ფასი:ეს თანხა მოიცავს ფორმების წარმოების, ტრანსპორტირების, ლოჯისტიკისა და რეალიზაციის ხარჯებს. მინისტრის თქმით, ფასში მოგება არ არის გათვალისწინებული.მიქანაძის განცხადებით, ბოლო დღეების განმავლობაში მიზანმიმართულად ვრცელდება არაერთი ცრუ ინფორმაცია, თითქოს სამინისტრო სასკოლო ფორმების მაღალ ფასში რეალიზებას აპირებს. მისი თქმით, აღნიშნულის მიზანია, საზოგადოება მაქსიმალურად შეიყვანონ შეცდომაში.მინისტრის განმარტებით, ფორმების მაღალ სარეალიზაციო ფასთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაცია სრული აბსურდია და სიმართლეს არ შეესაბამება. მიქანაძის თქმით, ორკესტრირებული, დეზინფორმაციული კამპანია მიმდინარეობს ფორმების ხარისხთან დაკავშირებით.„მინდა, სრული პასუხისმგებლობით გითხრათ, რომ ეს ფორმები შეესაბამება საერთაშორისოდ დადგენილ სტანდარტებს. ისინი ჯანმრთელობისთვის უვნებელია. მსოფლიოს წამყვან ქვეყნებში, იქნება ეს ბრიტანეთი, ავსტრალია, იაპონია, თუ სხვა, მრავალ ქვეყანაში უდიდესი მოცულობა იმ ნაჭრისა, რომელიც გამოიყენება სასკოლო ფორმისთვის, სწორედ რომ პოლიესტერს წარმოადგენს. ის ბევრად მდგრადია და ფორმას შენარჩუნების და მოქნილობის შესაძლებლობას აძლევს“, - აღნიშნა მიქანაძემ.აღსანიშნავია, რომ შპს „საგანმანათლებლო რესურსების“ საიტზე სოციალურ ქსელში უკვე გამოქვეყნდა სასკოლო ფორმების რეალიზაციის პუნქტების მისამართებს აქვეყნებს, სადაც საქართველოს მასშტაბით სკოლის მოსწავლეთათვის სასკოლო ფორმების შეძენა იქნება შესაძლებელი. როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, ფორმების შეძენა კვირის ნებისმიერ დღეს არის შესაძლებელი. სამუშაო დღეები იქნება ორშაბათიდან კვირის ჩათვლით, ხოლო სამუშაო საათები: 11:00-დან 19:00 საათამდე.საქართველოში სასკოლო ფორმა ლურჯი ფერის იქნება (პიჯაკი და შარვალი — ბიჭებისთვის, პიჯაკი და ქვედაბოლო ან შარვალი — გოგონებისთვის). ამასთან, ქვედაბოლოს არჩევა შესაძლებელი იქნება როგორც მოკლე, ისე გრძელი.ფორმა ხელმისაწვდომია სამ ზომაში, გათვლილი არის სხვადასხვა სიმაღლეზე და დამზადებულია პოლიესტერისგან, სუნთქვადი, ჰიპოალერგიული სარჩულით.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/09/0f/249447599_284:0:2716:1824_1920x0_80_0_0_c08b5ed44141fe4bd197424e5927fec0.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება, განათლება საქართველოში , საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება, განათლება საქართველოში , საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
შეუძლიათ ონლაინ შეუკვეთონ და შეაკერინონ: მიქანაძე სასკოლო ფორმების შესახებ
I–VI კლასების სასკოლო ფორმები ჩინეთში შეიკერა. 1,8 მლნ კომპლექტის წარმოება 45,6 მლნ ლარი დაჯდა.
თბილისი, 21 აგვისტო — Sputnik. მშობლებს შეუძლიათ იმავე სტანდარტის, იმავე ხარისხის, იმავე ნაჭრის კონსისტენციის სასკოლო ფორმები შეუკვეთონ რომელიმე ონლაინ-საიტზე ან შეაკერინონ, მათ არ აქვთ ვალდებულება მაინცდამაინც სამინისტროს მიერ წარდგენილი ფორმა შეიძინონ. განაცხადა განათლების მინისტრმა გივი მიქანაძემ.
I–VI კლასების სასკოლო ფორმები ჩინეთში შეიკერა. 1,8 მლნ კომპლექტის წარმოება 45,6 მლნ ლარი დაჯდა. განათლების სამინისტროს მონაცემებით, ჩინეთიდან ფორმების მოწოდება სამ ეტაპად განხორციელდება: 25 აგვისტოს, 15 ოქტომბერსა და 30 დეკემბერს - ფორმების პირველი პარტია საქართველოში უკვე ჩამოვიდა.
„მათ შეუძლიათ, თვითონ გამოიწერონ ფორმები. არ არიან ვალდებული, მაინცდამაინც ჩვენ მიერ წარდგენილი ფორმა შეიძინონ. იმავე სტანდარტის, იმავე ხარისხის, იმავე ნაჭრის კონსისტენციის და მოცემულობის ფორმას თუ წააწყდებიან რომელიმე ონლაინსაიტზე, რა თქმა უნდა, შეუძლიათ, შეიძინონ საკუთარი შვილებისთვის,“, - განაცხადა მიქანაძემ.
გარდა ამისა, მიქანაძის თქმით, მშობლებს შეუძლიათ შეაკერინონ სასკოლო ფორმა იდენტური ქსოვილისგან.
„შეუძლიათ, შეიძინონ ნაჭერი, როგორიც მათ მოესურვებათ, ოღონდ იმ დიზაინის და იმ მოცემულობის, რომლითაც ფორმა არის დადგენილი და შეაკერინონ შვილებისთვის ეს ფორმა. აქ რაიმე შეზღუდვა არ არის“, – განაცხადა გივი მიქანაძემ.
ამასთან, მიქანაძემ აღნიშნა, რომ მომავალი კვირიდან ჩაეშვება ონლაინპლატფორმა, რომლითაც შესაძლებელი იქნება, რომ მშობელმა თავისი შვილისთვის ფორმა ონლაინ გამოიწეროს.
მინისტრმა აღნიშნა, რომ საცალო ვაჭრობის გადახდისას, თუ ონლაინ შეძენისას სხვადასხვა ბანკის მიერ მოქმედებს საშეღავათო „ქეშბექ“ პოლიტიკა, რაზეც დამატებითი ინფორმაცია მოგვიანებით გამოქვეყნდება.
მთავრობის განკარგულებით, სასკოლო ფორმები უსასყიდლოდ გადაეცემათ საჯარო სკოლების დაწყებითი საფეხურის იმ მოსწავლეებს, რომლებიც განსაზღვრულ სოციალურ და სახელმწიფო მხარდაჭერის პროგრამებში არიან ჩართულნი. ასევე ფორმებს უსასყიდლოდ მიიღებენ უკრაინიდან საქართველოში სწავლის გასაგრძელებლად ჩამოსული მოსწავლეები.
პიჯაკი (გოგონებისა და ბიჭებვისთვის) – 45 ლარი;
ეს თანხა მოიცავს ფორმების წარმოების, ტრანსპორტირების, ლოჯისტიკისა და რეალიზაციის ხარჯებს. მინისტრის თქმით, ფასში მოგება არ არის გათვალისწინებული.
მიქანაძის განცხადებით, ბოლო დღეების განმავლობაში მიზანმიმართულად ვრცელდება არაერთი ცრუ ინფორმაცია, თითქოს სამინისტრო სასკოლო ფორმების მაღალ ფასში რეალიზებას აპირებს. მისი თქმით, აღნიშნულის მიზანია, საზოგადოება მაქსიმალურად შეიყვანონ შეცდომაში.
მინისტრის განმარტებით, ფორმების მაღალ სარეალიზაციო ფასთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაცია სრული აბსურდია და სიმართლეს არ შეესაბამება. მიქანაძის თქმით, ორკესტრირებული, დეზინფორმაციული კამპანია მიმდინარეობს ფორმების ხარისხთან დაკავშირებით.
„მინდა, სრული პასუხისმგებლობით გითხრათ, რომ ეს ფორმები შეესაბამება საერთაშორისოდ დადგენილ სტანდარტებს. ისინი ჯანმრთელობისთვის უვნებელია. მსოფლიოს წამყვან ქვეყნებში, იქნება ეს ბრიტანეთი, ავსტრალია, იაპონია, თუ სხვა, მრავალ ქვეყანაში უდიდესი მოცულობა იმ ნაჭრისა, რომელიც გამოიყენება სასკოლო ფორმისთვის, სწორედ რომ პოლიესტერს წარმოადგენს. ის ბევრად მდგრადია და ფორმას შენარჩუნების და მოქნილობის შესაძლებლობას აძლევს“, - აღნიშნა მიქანაძემ.
აღსანიშნავია, რომ შპს „საგანმანათლებლო რესურსების“ საიტზე სოციალურ ქსელში უკვე გამოქვეყნდა სასკოლო ფორმების რეალიზაციის პუნქტების მისამართებს აქვეყნებს, სადაც საქართველოს მასშტაბით სკოლის მოსწავლეთათვის სასკოლო ფორმების შეძენა იქნება შესაძლებელი. როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, ფორმების შეძენა კვირის ნებისმიერ დღეს არის შესაძლებელი. სამუშაო დღეები იქნება ორშაბათიდან კვირის ჩათვლით, ხოლო სამუშაო საათები: 11:00-დან 19:00 საათამდე.
საქართველოში სასკოლო ფორმა ლურჯი ფერის იქნება (პიჯაკი და შარვალი — ბიჭებისთვის, პიჯაკი და ქვედაბოლო ან შარვალი — გოგონებისთვის). ამასთან, ქვედაბოლოს არჩევა შესაძლებელი იქნება როგორც მოკლე, ისე გრძელი.
ფორმა ხელმისაწვდომია სამ ზომაში, გათვლილი არის სხვადასხვა სიმაღლეზე და დამზადებულია პოლიესტერისგან, სუნთქვადი, ჰიპოალერგიული სარჩულით.