თბილისში უცხო ქვეყნის მოქალაქეები დააყაჩაღეს, დაკავებულია ერთი პირი

© photo: Sputnik / Stringerშსს-ს შენობა
შსს-ს შენობა - Sputnik საქართველო, 1920, 20.08.2026
გამოწერა
შსს-ს ცნობით, დაკავებულმა ერთ-ერთ სკვერში ცივი იარაღის დემონსტრირებით და მუქარით უცხო ქვეყნის მოქალაქეს მობილური ტელეფონები წაართვა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
თბილისი, 20 აგვისტო — Sputnik. პოლიციამ თბილისში ყაჩაღობის ბრალდებით წარსულში ნასამართლევი პირი დააკავა, იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტრო. .
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ერთ-ერთ სკვერში ცივი იარაღის დემონსტრირებით და მუქარით უცხო ქვეყნის ორ მოქალაქეს მობილური ტელეფონები წაართვა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩამდენი პირი ცხელ კვალზე დააკავეს. პოლიციამ ტელეფონები ნივთმტკიცებად ამოიღო.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ყველა ახალი ამბავი
0