https://sputnik-georgia.com/20260820/rodis-miireben-moswavleebi-saskolo-dormebs-300203182.html
როდის მიიღებენ მოსწავლეები სასკოლო ფორმებს
როდის მიიღებენ მოსწავლეები სასკოლო ფორმებს
Sputnik საქართველო
სასკოლო ფორმების დასაწყობებისა და რეალიზაციის პუნქტების მომარაგების პროცესი მთელი საქართველოს მასშტაბით აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს 20.08.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-08-20T13:18+0400
2026-08-20T13:18+0400
2026-08-20T13:18+0400
ახალი ამბები
საქართველო
განათლება საქართველოში
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
საზოგადოება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/04/0f/298128899_0:78:1644:1003_1920x0_80_0_0_1f32e18af6bfbd3bee83d5b6313f3cc8.png
თბილისი, 20 აგვისტო — Sputnik. სასკოლო ფორმების გაცემა და რეალიზაცია 1 სექტემბერს დაიწყება და გაგრძელდება 14 სექტემბრის ჩათვლით როგორც სპეციალურად გამოყოფილ სარეალიზაციო პუნქტებში, ასევე ონლაინ პლატფორმის მეშვეობით, განაცხადა შპს "საგანმანათლებლო რესურსების" დირექტორმა, მიხეილ ყუფარაძემ. სასკოლო ფორმები უსასყიდლოდ გადაეცემათ საჯარო სკოლების დაწყებითი საფეხურის იმ მოსწავლეებს, რომლებიც განსაზღვრულ სოციალურ და სახელმწიფო მხარდაჭერის პროგრამებში არიან ჩართულნი. ასევე ფორმებს უსასყიდლოდ მიიღებენ უკრაინიდან საქართველოში სწავლის გასაგრძელებლად ჩამოსული მოსწავლეები. I–VI კლასების სასკოლო ფორმები ჩინეთში შეიკერა. 1,8 მლნ კომპლექტის წარმოება 45,6 მლნ ლარი დაჯდა. განათლების სამინისტროს მონაცემებით, ჩინეთიდან ფორმების მოწოდება სამ ეტაპად განხორციელდება: 25 აგვისტოს, 15 ოქტომბერსა და 30 დეკემბერს - ფორმების პირველი პარტია საქართველოში უკვე ჩამოვიდა. ზოგადი განათლების რეფორმის ფარგლებში, 2026-2027 სასწავლო წლიდან საჯარო სკოლების დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისთვის, I–VI კლასებში სასკოლო ფორმის ტარება სავალდებულო ხდება. იმ შემთხვევაში, თუ ბავშვს ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არ შეუძლია ფორმის ტარება, მშობელმა უნდა წარადგინოს შესაბამისი სამედიცინო ცნობა, რის საფუძველზეც მოსწავლე თავისუფლდება ფორმის ტარებისგან და მას მხოლოდ შინაგანაწესით დადგენილი ჩაცმის წესის დაცვა მოეთხოვება. საქართველოში სასკოლო ფორმა ლურჯი ფერის იქნება (პიჯაკი და შარვალი — ბიჭებისთვის, პიჯაკი და ქვედაბოლო ან შარვალი — გოგონებისთვის). ამასთან, ქვედაბოლოს არჩევა შესაძლებელი იქნება როგორც მოკლე, ისე გრძელი.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/04/0f/298128899_102:0:1542:1080_1920x0_80_0_0_e163633609c85a8fe7f9b422e3dedf1d.pngSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, განათლება საქართველოში , საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო , საზოგადოება
ახალი ამბები, საქართველო, განათლება საქართველოში , საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო , საზოგადოება
როდის მიიღებენ მოსწავლეები სასკოლო ფორმებს
სასკოლო ფორმების დასაწყობებისა და რეალიზაციის პუნქტების მომარაგების პროცესი მთელი საქართველოს მასშტაბით აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს
თბილისი, 20 აგვისტო — Sputnik. სასკოლო ფორმების გაცემა და რეალიზაცია 1 სექტემბერს დაიწყება და გაგრძელდება 14 სექტემბრის ჩათვლით როგორც სპეციალურად გამოყოფილ სარეალიზაციო პუნქტებში, ასევე ონლაინ პლატფორმის მეშვეობით, განაცხადა შპს "საგანმანათლებლო რესურსების" დირექტორმა, მიხეილ ყუფარაძემ.
სასკოლო ფორმები უსასყიდლოდ გადაეცემათ საჯარო სკოლების დაწყებითი საფეხურის იმ მოსწავლეებს, რომლებიც განსაზღვრულ სოციალურ და სახელმწიფო მხარდაჭერის პროგრამებში არიან ჩართულნი. ასევე ფორმებს უსასყიდლოდ მიიღებენ უკრაინიდან საქართველოში სწავლის გასაგრძელებლად ჩამოსული მოსწავლეები.
"ჩინეთიდან პირველი ეტაპით გათვალისწინებული სასკოლო ფორმები მივიღეთ, რომელიც საჯაროს სკოლის პირველკლასელებისთვისაა განკუთვნილი. მიმდინარეობს დასაწყობება, რის შემდეგაც მოხდება მისი გადანაწილება თბილისსა და რეგიონებში. მოწოდების მეორე და მესამე ეტაპი ოქტომბერსა და ნოემბერში განხორციელდება, - განაცხადა მიხეილ ყუფარაძემ.
I–VI კლასების სასკოლო ფორმები ჩინეთში შეიკერა. 1,8 მლნ კომპლექტის წარმოება 45,6 მლნ ლარი დაჯდა. განათლების სამინისტროს მონაცემებით, ჩინეთიდან ფორმების მოწოდება სამ ეტაპად განხორციელდება: 25 აგვისტოს, 15 ოქტომბერსა და 30 დეკემბერს - ფორმების პირველი პარტია საქართველოში უკვე ჩამოვიდა.
ზოგადი განათლების რეფორმის ფარგლებში, 2026-2027 სასწავლო წლიდან საჯარო სკოლების დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისთვის, I–VI კლასებში სასკოლო ფორმის ტარება სავალდებულო ხდება. იმ შემთხვევაში, თუ ბავშვს ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არ შეუძლია ფორმის ტარება, მშობელმა უნდა წარადგინოს შესაბამისი სამედიცინო ცნობა, რის საფუძველზეც მოსწავლე თავისუფლდება ფორმის ტარებისგან და მას მხოლოდ შინაგანაწესით დადგენილი ჩაცმის წესის დაცვა მოეთხოვება.
სასკოლო ფორმის სრული კომპლექტის - ბიჭებისთვის პიჯაკისა და ორი წყვილი შარვლის, ხოლო გოგონებისთვის პიჯაკის, შარვლისა და ქვედაბოლოს - ფასი წინასწარ არის დადგენილი და 95 ლარი ეღირება. დამატებითი შარვლის ან ქვედაბოლოს ფასი 25 ლარია, ხოლო ქურთუკის - 45 ლარი.
საქართველოში სასკოლო ფორმა ლურჯი ფერის იქნება (პიჯაკი და შარვალი — ბიჭებისთვის, პიჯაკი და ქვედაბოლო ან შარვალი — გოგონებისთვის). ამასთან, ქვედაბოლოს არჩევა შესაძლებელი იქნება როგორც მოკლე, ისე გრძელი.