https://sputnik-georgia.com/20260820/ra-siaxle-elodebat-statussecerebul-studentebs-300207159.html
რა სიახლე ელოდებათ სტატუსშეჩერებულ სტუდენტებს
რა სიახლე ელოდებათ სტატუსშეჩერებულ სტუდენტებს
Sputnik საქართველო
მობილობის უფლებით სარგებლობისთვის სტუდენტმა განცხადებით უნდა მიმართოს განათლების მართვის საინფორმაციო სისტემას. 20.08.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-08-20T17:56+0400
2026-08-20T17:56+0400
2026-08-20T17:56+0400
ახალი ამბები
საქართველო
განათლება საქართველოში
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
საზოგადოება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24217/96/242179638_0:105:2000:1230_1920x0_80_0_0_91b76a3d452d910c1eed1bfe04f944d9.jpg
თბილისი, 20 აგვისტო — Sputnik. სტუდენტებს, რომლებსაც სტატუსი შეჩერებული აქვთ ისეთ საგანმანათლებლო პროგრამაზე, რომელზეც უნივერსიტეტს სტუდენტთა მიღების უფლება შეზღუდული აქვს, სტატუსის აღდგენაზე უარის შემთხვევაში შეუძლიათ სწავლა სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გააგრძელონ, იუწყება განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა. მათივე ცნობით, ცვლილების მიხედვით, 2026-2027 სასწავლო წლისთვის განისაზღვრა ის საგანმანათლებლო პროგრამები და სტუდენტთა რაოდენობა, რომლებზეც სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს მიღების უფლება აქვთ. "შესაბამისად, იმ სტუდენტებს, რომლებსაც სტატუსი შეჩერებული აქვთ ისეთ საგანმანათლებლო პროგრამაზე, რომელზეც უნივერსიტეტს სტუდენტთა მიღების უფლება შეზღუდული აქვს და ამ მიზეზით სტატუსის აღდგენაზე უარს ეუბნება, 2026-2027 სასწავლო წელს მობილობის უფლება ეძლევათ. მათ შეუძლიათ სწავლა სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გააგრძელონ, მიუხედავად სწავლის პერიოდის ხანგრძლივობისა", - აღნიშნულია ინფორმაციაში. მობილობის უფლებით სარგებლობისთვის სტუდენტმა განცხადებით უნდა მიმართოს განათლების მართვის საინფორმაციო სისტემას. განცხადების საფუძველზე, განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა უზრუნველყოფს სტუდენტის მონაწილეობას მობილობის პროცესში, დადგენილი წესისა და ვადების შესაბამისად. 2026-2027 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის მობილობის პორტალზე რეგისტრაცია 24 აგვისტოდან დაიწყება და 8 სექტემბრის 18:00 საათამდე გაგრძელდება. დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ დაუკავშირდეთ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემას ტელეფონის ნომერზე - (+995 32) 2 200 220 ან ელექტრონულ ფოსტაზე - info@emis.ge"
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24217/96/242179638_111:0:1891:1335_1920x0_80_0_0_2f82d92a1f0099862672af1aac176c5c.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, განათლება საქართველოში , საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო , საზოგადოება
ახალი ამბები, საქართველო, განათლება საქართველოში , საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო , საზოგადოება
რა სიახლე ელოდებათ სტატუსშეჩერებულ სტუდენტებს
მობილობის უფლებით სარგებლობისთვის სტუდენტმა განცხადებით უნდა მიმართოს განათლების მართვის საინფორმაციო სისტემას.
თბილისი, 20 აგვისტო — Sputnik. სტუდენტებს, რომლებსაც სტატუსი შეჩერებული აქვთ ისეთ საგანმანათლებლო პროგრამაზე, რომელზეც უნივერსიტეტს სტუდენტთა მიღების უფლება შეზღუდული აქვს, სტატუსის აღდგენაზე უარის შემთხვევაში შეუძლიათ სწავლა სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გააგრძელონ, იუწყება განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა.
მათივე ცნობით, ცვლილების მიხედვით, 2026-2027 სასწავლო წლისთვის განისაზღვრა ის საგანმანათლებლო პროგრამები და სტუდენტთა რაოდენობა, რომლებზეც სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს მიღების უფლება აქვთ.
"შესაბამისად, იმ სტუდენტებს, რომლებსაც სტატუსი შეჩერებული აქვთ ისეთ საგანმანათლებლო პროგრამაზე, რომელზეც უნივერსიტეტს სტუდენტთა მიღების უფლება შეზღუდული აქვს და ამ მიზეზით სტატუსის აღდგენაზე უარს ეუბნება, 2026-2027 სასწავლო წელს მობილობის უფლება ეძლევათ. მათ შეუძლიათ სწავლა სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გააგრძელონ, მიუხედავად სწავლის პერიოდის ხანგრძლივობისა", - აღნიშნულია ინფორმაციაში.
მობილობის უფლებით სარგებლობისთვის სტუდენტმა განცხადებით უნდა მიმართოს განათლების მართვის საინფორმაციო სისტემას. განცხადების საფუძველზე, განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა უზრუნველყოფს სტუდენტის მონაწილეობას მობილობის პროცესში, დადგენილი წესისა და ვადების შესაბამისად.
2026-2027 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის მობილობის პორტალზე რეგისტრაცია 24 აგვისტოდან დაიწყება და 8 სექტემბრის 18:00 საათამდე გაგრძელდება.
დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ დაუკავშირდეთ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემას ტელეფონის ნომერზე - (+995 32) 2 200 220 ან ელექტრონულ ფოსტაზე - info@emis.ge"