„ეს არასერიოზულია“ - მდინარაძე ღარიბაშვილის ბრალდებებს პასუხობს

© photo: Sputnik / Stringerმამუკა მდინარაძე
მამუკა მდინარაძე - Sputnik საქართველო, 1920, 20.08.2026
გამოწერა
მდინარაძემ უარყო ღარიბაშვილის ბრალდებები, თითქოს ხელისუფლება მას ახალი ბრალდებით დაემუქრა, თუ ის პოლიტიკაში დაბრუნდებოდა.
თბილისი, 20 აგვისტო - Sputnik. რეგიონების მინისტრმა მამუკა მდინარაძემ საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, მსჯავრდებული ირაკლი ღარიბაშვილის მიერ წაყენებულ ბრალდებებს „არასერიოზული და უსაფუძვლო“ უწოდა.
ღარიბაშვილმა მდინარაძე 21 ივლისს მისთვის წერილის გაგზავნაში დაადანაშაულა, რომელშიც ნათქვამია, რომ ღარიბაშვილს პოლიტიკაში დაბრუნების შემთხვევაში ახალ ბრალდებას წაუყენებენ. ღარიბაშვილმა ადრე განაცხადა, რომ წერილი მმართველი პარტიის დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის სახელით მიიღო, სადაც მას ორ ვარიანტს სთავაზობდნენ: ან მის წინააღმდეგ სრულად გაგრძელდებოდა კორუფციის საქმეები, ან ის აღიარებს ერთ-ერთ ბრალდებას მიმდინარე სასჯელის გახანგრძლივებისა და პოლიტიკაში არდაბრუნების ვალდებულების სანაცვლოდ.
„სერიოზულადაც არ შეიძლება ჩვენ ისეთ საკითხებზე ვილაპარაკოთ, რამდენი შეტევაც განხორციელდება ჩვენზე კორუფციასთან ბრძოლის გამო“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
მან აღნიშნა, რომ მსგავსი ბრალდებები არ უკვირს.
„როდესაც პირადად მე და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები უკომპრომისოდ დავუპირისპირდებით კორუფციას, ამისათვისაც მზად ვართ, რომ მსგავსი ბრალდებები, შეიძლება უარესიც, იყო, არის და იქნება“, - განაცხადა მდინარაძემ.
თავის მხრივ, საქართველოს პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ აღნიშნა, რომ ღარიბაშვილი თვითდაზიანების რეჟიმშია გადასული.
„გადასულია თვითდაზიანების რეჟიმში. არ ვიცი, ამას რატომ აკეთებს. საზოგადოებამ იცის, რომ ამ წლის დასაწყისში, მან თვითონვე აღიარა კორუფციული დანაშაული, რომ მას ჰქონდა უკანონოდ მიღებული თანხები, რომელიც არ დაუდეკლარირებია და საიდანაც მან პირადი სარგებელი მიიღო. ამ აღიარებული დანაშაულიდან გამომდინარე, ის შესაბამის პასუხისმგებლობასაც იხდის“, - განაცხადა გორდულაძემ.
ირაკლი ღარიბაშვილი 2026 წლის 12 იანვარს თბილისის საქალაქო სასამართლოს დარბაზში დააკავეს - იგი განსაკუთრებით დიდი მასშტაბით უკანონო შემოსავლის გათეთრებაში დამნაშავედ ცნეს და 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.
2025 წლის ოქტომბერში საქართველოს პროკურატურამ ყოფილ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის საქმეზე ბრალი წარუდგინა - 24 ოქტომბერს სასამართლომ მას აღკვეთის ღონისძიების სახით 1 მილიონი ლარის ოდენობის გირაო შეუფარდა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, რომ ანტიკორუფციულ სააგენტოში გამოიკითხა ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, რომელმაც სრულად ითანამშრომლა გამოძიებასთან და აღიარა წლების განმავლობაში უკანონო შემოსავლების მიღების ფაქტი.
2019 წლიდან 2024 წლამდე, თავდაცვის მინისტრისა და პრემიერ-მინისტრის თანამდებობებზე მუშაობისას, ღარიბაშვილი ფარულად და შენიღბულად ეწეოდა სხვადასხვა ბიზნეს საქმიანობას და განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავალს იღებდა. ღარიბაშვილმა თაღლითურად გაათეთრა დაახლოებით 5 მილიონი ლარის უკანონო შემოსავალი მიიღო.
2025 წლის 17 ოქტომბერს ღარიბაშვილის ბინის ჩხრეკის შედეგად აღმოჩენილი და ამოღებული იქნა 6,5 მლნ აშშ დოლარი.
2026 წლის იანვარში ღარიბაშვილმა პროკურატურასთან საპროცესო გარიგება გააფორმა, ის დაეთანხმა წაყენებულ ბრალდებებსა და ხუთწლიან პატიმრობას, ასევე 1 მილიონი ლარის ოდენობის ჯარიმის გადახდას.
ირაკლი ღარიბაშვილს ასევე ჩამოერთვა დანაშაულებრივი საქმიანობით მიღებული შემოსავლები და მისი სახლის ჩხრეკის დროს ამოღებული თანხა, - ყველაფერი სახელმწიფოს სასარგებლოდ.
ყველა ახალი ამბავი
0