https://sputnik-georgia.com/20260819/wels-saxelmwifo-gripis-sawinaarmdego-samkomponjentian-vaqcinas-seizens-300190281.html
წელს სახელმწიფო გრიპის საწინააღმდეგო სამკომპონენტიან ვაქცინას შეიძენს
წელს სახელმწიფო გრიპის საწინააღმდეგო სამკომპონენტიან ვაქცინას შეიძენს
Sputnik საქართველო
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის და ამერიკის დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრის რეკომენდაციით, სამკომპონენტიანი ვაქცინაა რეკომენდებული, განაცხადა... 19.08.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-08-19T16:22+0400
2026-08-19T16:22+0400
2026-08-19T16:22+0400
ახალი ამბები
საქართველო
საზოგადოება
ჯანდაცვა საქართველოში
დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0c/1d/263251830_0:0:3068:1727_1920x0_80_0_0_3610b7a92cac895523cdbbad7e715fda.jpg
თბილისი, 19 აგვისტო — Sputnik. წელს საქართველოში შემოვა გრიპის საწინააღმდეგო სამკომპონენტიანი ვაქცინა, რომელიც ბავშვებში 80%-ით ეფექტურობით ხასიათდება, განაცხადა იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა ივანე ჩხაიძემ.გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია უფასოა და ოქტომბრის დასაწყისში იწყება. გასულ წელს, იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, საქართველომ 200 ათასი დოზა ფრანგული წარმოების, ოთხკომპონენტიანი (SANOFI WINTHROP INDUSTRIE-ის VaxigripTetra) სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა შეიძინა, რომელიც ერთ-ერთია ჯანმოს მიერ რეკომენდებულ ვაქცინებს შორის.მისი თქმით, გასულ წელს გამოიყენებოდა ოთხკომპონენტიანი ვაქცინა, რომელიც ორი „ა“ ტიპის და ორი „ბე“ ტიპის ვირუსზე იყო მორგებული.„ერთადერთი განსხვავება, რაც წინა წლისგან გვექნება, არის ის, რომ ქვეყანაში შემოვა სამ კომპონენტიანი ვაქცინა. აღნიშნული ვაქცინის შემადგენლობაში შედის: ორი „ა“ ტიპის გრიპის ვირუსის საწინააღმდეგო კომპონენტი და ერთი „ბე“ ტიპის ვირუსის საწინააღმდეგო კომპონენტი. გასულ წელს 4 კომპონენტიანი იყო, აქედან 2 „ა“ ტიპის და 2 „ბე“ ტიპის ვირუსის, თუმცა, „ბე“ ტიპის ვირუსი, რომელიც შესული იყო ამ ვაქცინის შემადგენლობაში, ბოლო პერიოდში აღარ იწვევს დაავადებებს“, - აღნიშნა ჩხაიძემ.როგორც ექიმმა აღნიშნა, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის და ამერიკის დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრის რეკომენდაციით, სამკომპონენტიანი ვაქცინაა რეკომენდებული.როგორც ადრე ჯანდაცვის სამინისტროში აღნიშნეს, გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია რეკომენდებულია მოსახლეობის ყველა ჯგუფისთვის, განსაკუთრებით კი მნიშვნელოვანია მაღალი რისკის მქონე პირებისთვის, როგორებიცაა ორსულები, მოხუცები, ბავშვები (ექვსი თვიდან), სუსტი იმუნური სისტემისა და ქრონიკული დაავადებების მქონე პირები.ვაქცინაცია შესაძლებელია 6 თვის ასაკიდან და ტარდება სამედიცინო დაწესებულებებში.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0c/1d/263251830_248:0:2979:2048_1920x0_80_0_0_e3ee52f5f125bf19fce144fc003f0604.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება, ჯანდაცვა საქართველოში, დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება, ჯანდაცვა საქართველოში, დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
წელს სახელმწიფო გრიპის საწინააღმდეგო სამკომპონენტიან ვაქცინას შეიძენს
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის და ამერიკის დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრის რეკომენდაციით, სამკომპონენტიანი ვაქცინაა რეკომენდებული, განაცხადა ექიმმა
თბილისი, 19 აგვისტო — Sputnik. წელს საქართველოში შემოვა გრიპის საწინააღმდეგო სამკომპონენტიანი ვაქცინა, რომელიც ბავშვებში 80%-ით ეფექტურობით ხასიათდება, განაცხადა იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა ივანე ჩხაიძემ.
გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია უფასოა და ოქტომბრის დასაწყისში იწყება. გასულ წელს, იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, საქართველომ 200 ათასი დოზა ფრანგული წარმოების, ოთხკომპონენტიანი (SANOFI WINTHROP INDUSTRIE-ის VaxigripTetra) სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა შეიძინა, რომელიც ერთ-ერთია ჯანმოს მიერ რეკომენდებულ ვაქცინებს შორის.
„გასული წლებისგან განსხვავებით, წელს, ქვეყანაში გრიპის საწინააღმდეგო სამკომპონენტიანი ვაქცინა შემოვა, რომელიც 80%-ით ეფექტურობით ხასიათდება პედიატრიულ პოპულაციაში“, - განაცხადა ჩხაიძემ.
მისი თქმით, გასულ წელს გამოიყენებოდა ოთხკომპონენტიანი ვაქცინა, რომელიც ორი „ა“ ტიპის და ორი „ბე“ ტიპის ვირუსზე იყო მორგებული.
„ერთადერთი განსხვავება, რაც წინა წლისგან გვექნება, არის ის, რომ ქვეყანაში შემოვა სამ კომპონენტიანი ვაქცინა. აღნიშნული ვაქცინის შემადგენლობაში შედის: ორი „ა“ ტიპის გრიპის ვირუსის საწინააღმდეგო კომპონენტი და ერთი „ბე“ ტიპის ვირუსის საწინააღმდეგო კომპონენტი. გასულ წელს 4 კომპონენტიანი იყო, აქედან 2 „ა“ ტიპის და 2 „ბე“ ტიპის ვირუსის, თუმცა, „ბე“ ტიპის ვირუსი, რომელიც შესული იყო ამ ვაქცინის შემადგენლობაში, ბოლო პერიოდში აღარ იწვევს დაავადებებს“, - აღნიშნა ჩხაიძემ.
როგორც ექიმმა აღნიშნა, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის და ამერიკის დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრის რეკომენდაციით, სამკომპონენტიანი ვაქცინაა რეკომენდებული.
როგორც ადრე ჯანდაცვის სამინისტროში აღნიშნეს, გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია რეკომენდებულია მოსახლეობის ყველა ჯგუფისთვის, განსაკუთრებით კი მნიშვნელოვანია მაღალი რისკის მქონე პირებისთვის, როგორებიცაა ორსულები, მოხუცები, ბავშვები (ექვსი თვიდან), სუსტი იმუნური სისტემისა და ქრონიკული დაავადებების მქონე პირები.
ვაქცინაცია შესაძლებელია 6 თვის ასაკიდან და ტარდება სამედიცინო დაწესებულებებში.