თბილისში ნარკოდანაშაულისთვის ხუთი პირი დააკავეს

© photo: Sputnik / Stringerდაკავება
დაკავება - Sputnik საქართველო, 1920, 19.08.2026
გამოწერა
დაკავებულებს, რომელთა შორის სამი უცხოელია, ბრალის დამრკიცების შემთხვევაში 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
თბილისი, 19 აგვისტო — Sputnik. პოლიციამ თბილისში ნარკოდანაშაულის ბრალდებით სხვადასხვა დროს 5 პირი დააკავა, რომელთა შორის სამი უცხო ქვეყნის მოქალაქეა, იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტრო
სამართალდამცველებმა, ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას, ასევე, სხვადასხვა ადგილიდან ნივთმტკიცებად ამოიღეს სარეალიზაციოდ გამზადებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები - "მარიხუანა" და "ალფა პვპ". ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, პოლიციის მიერ ასევე ამოღებულია ერთ-ერთი დაკავებულის მიერ გაყიდული ნარკოტიკი.
სამართალდამცველებმა ასევე ამოიღეს ნარკოტიკული საშუალებების დაფასოებისთვის საჭირო მასალები.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 260-ე ტერცია და 260-ე კვარტა მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ყველა ახალი ამბავი
0