https://sputnik-georgia.com/20260819/sss-rusetis-moqalaqeebis-mier-saqartvelos-sazrvris-masobrivi-gadmokveta-dezinformaciaa-300197880.html
შსს: რუსეთის მოქალაქეების მიერ საქართველოს საზღვრის მასობრივი გადმოკვეთა დეზინფორმაციაა
შსს: რუსეთის მოქალაქეების მიერ საქართველოს საზღვრის მასობრივი გადმოკვეთა დეზინფორმაციაა
Sputnik საქართველო
შინაგან საქმეთა სამინისტრომ დღის ზუსტი მონაცემები გაავრცელა, რაც მედიაში გავრცელებულზე თითქმის სამჯერ ნაკლებია 19.08.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-08-19T19:12+0400
2026-08-19T19:12+0400
2026-08-19T19:12+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
ქართულ–რუსული ურთიერთობები
რუსეთი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/1a/259899879_0:214:2048:1366_1920x0_80_0_0_7ed2e93a5984218076b8266ec9bd0b60.jpg
თბილისი, 19 აგვისტო — Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტროს უარყო ინფორმაცია, თითქოს ბოლო 24 საათში, საბაჟო გამშვებ პუნქტ „ლარსის“ გავლით, საქართველოს საზღვარი რუსეთის 20.000-მა მოქალაქემ გადმოკვეთა.სხვადასხვა მედია საშუალებასა და სოციალურ ქსელში ვრცელდება ინფორმაცია, რომ თითქოს ბოლო 24 საათში, საბაჟო გამშვებ პუნქტ ლარსის გავლით, საქართველოს საზღვარი რუსეთის 20.000-მა მოქალაქემ გადმოკვეთა და ასეთი ტენდენცია რამდენიმე დღე გრძელდება: 15 და 16 აგვისტოს „ლარსის“ გავლით, ამ მონაცემებით, ყოველდღიურად 19 ათასზე მეტი ადამიანი გადმოდიოდა.ასევე, ანალოგიურ პერიოდში, ამავე გამშვები პუნქტით ქვეყანა დატოვა სხვადასხვა ქვეყნის 8406-მა მოქალაქემ.„მოვუწოდებთ ყველა დაინტერესებულ პირს, თავი შეიკავონ გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისგან, ასევე, სხვადასხვა მონაცემის არასწორი ინტერპრეტაციითა და დამახინჯებული ფორმით გავრცელებისგან“, - ნათქვამია განცხადებაში.ამ დროისთვის „ზემო ლარსის“ სასაზღვრო-გამშვები პუნქტი ერთადერთი სახმელეთო მარშრუტია, რომელიც რუსეთს საქართველოსთან და შემდეგ — სომხეთთან აკავშირებს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/1a/259899879_0:135:1641:1366_1920x0_80_0_0_6d9afed90b2399972be1b1ecf017bc2d.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , ქართულ–რუსული ურთიერთობები, რუსეთი
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , ქართულ–რუსული ურთიერთობები, რუსეთი
შსს: რუსეთის მოქალაქეების მიერ საქართველოს საზღვრის მასობრივი გადმოკვეთა დეზინფორმაციაა
შინაგან საქმეთა სამინისტრომ დღის ზუსტი მონაცემები გაავრცელა, რაც მედიაში გავრცელებულზე თითქმის სამჯერ ნაკლებია
თბილისი, 19 აგვისტო — Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტროს უარყო ინფორმაცია, თითქოს ბოლო 24 საათში, საბაჟო გამშვებ პუნქტ „ლარსის“ გავლით, საქართველოს საზღვარი რუსეთის 20.000-მა მოქალაქემ გადმოკვეთა.
სხვადასხვა მედია საშუალებასა და სოციალურ ქსელში ვრცელდება ინფორმაცია, რომ თითქოს ბოლო 24 საათში, საბაჟო გამშვებ პუნქტ ლარსის გავლით, საქართველოს საზღვარი რუსეთის 20.000-მა მოქალაქემ გადმოკვეთა და ასეთი ტენდენცია რამდენიმე დღე გრძელდება: 15 და 16 აგვისტოს „ლარსის“ გავლით, ამ მონაცემებით, ყოველდღიურად 19 ათასზე მეტი ადამიანი გადმოდიოდა.
„საზოგადოების ინფორმირების მიზნით გვსურს განვმარტოთ, რომ აღნიშნული ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს და ცალკეული დაინტერესებული პირების მხრიდან მიზანმიმართულად დეზინფორმაციის გავრცელებას ემსახურება. განვმარტავთ, რომ ბოლო 24 საათის მონაცემებით, საქართველოს სახელმწიფო საზღვარი, საბაჟო გამშვებ პუნქტ ლარსის გავლით, სხვადასხვა ქვეყნის 7880-მა მოქალაქემ გადმოკვეთა“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.
ასევე, ანალოგიურ პერიოდში, ამავე გამშვები პუნქტით ქვეყანა დატოვა სხვადასხვა ქვეყნის 8406-მა მოქალაქემ.
„მოვუწოდებთ ყველა დაინტერესებულ პირს, თავი შეიკავონ გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისგან, ასევე, სხვადასხვა მონაცემის არასწორი ინტერპრეტაციითა და დამახინჯებული ფორმით გავრცელებისგან“, - ნათქვამია განცხადებაში.
ამ დროისთვის „ზემო ლარსის“ სასაზღვრო-გამშვები პუნქტი ერთადერთი სახმელეთო მარშრუტია, რომელიც რუსეთს საქართველოსთან და შემდეგ — სომხეთთან აკავშირებს.