რომელი ვირუსები ცირკულირებს ამჟამად საქართველოში - ჩხაიძე

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliიაშვილის სახელობის ბავშვთა საავადმყოფო
იაშვილის სახელობის ბავშვთა საავადმყოფო - Sputnik საქართველო, 1920, 19.08.2026
გამოწერა
ქვეყანაში ისეთი ვირუსი ცირკულირებს, რომელიც ცხელებასთან ერთად გამონაყარს, ან ნაწლავის გახშირებული მოქმედებას იწვევს.
თბილისი, 19 აგვისტო — Sputnik. კლინიკებში მიმართვიანობის მიზეზი ახლა არის ცხელებით მიმდინარე დაავადება, რომელსაც თან ახლავს გამონაყარი და ვირუსული დიარეა, განაცხადა იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, პროფესორმა ივანე ჩხაიძემ.
მისი თქმით, შედარებით შემცირებულია ფილტვის ანთების შემთხვევები, ბრონქიოლიტი, შეტევითი ხასიათის ხველა და სუნთქვის გახშირებით მიმდინარე დაავადება. ესეც ერთეული უნდა იყოს. მიმართვიანობა სასუნთქი სისტემის დაავადების სიმპტომებით მკვეთრად შემცირებულია.

"ახლა არ არის სასუნთქი სისტემის დამაზიანებელი ვირუსების მოქმედების პიკი, ახლა უფრო ის ვირუსია, რომელმაც ცხელებასთან ერთად შესაძლოა გამონაყარი გამოიწვიოს, ან ცხელებასთან ერთად ნაწლავის გახშირებული მოქმედება", - აღნიშნა ჩხაიძემ "მედიაცენტრ მთავარში".

ივნისის თვეში ივანე ჩხაიძის ინფორმაციით, საქართველოში სჭარბობდა არამძიმე, გაურთულებელი შემთხვევების გამომწვევი ვირუსები - ადამიანის მეტაპნევმოვირუსი, რესპირაციულ-სინციტიური ვირუსი და ადენოვირუსი,
როგორც მაშინ ჩხაიძემ განმარტა, ეს ვირუსები უფრო მეტად გაციებას და გაციების მსგავს სიმპტომებს იწვევდა, მათ შორის, ხველასა და ცემინებას, ცხელებას, მაღალ ტემპერატურას, სურდოსა და ყელის ტკივილს, ქოშინსა და სუნთქვის გაძნელებას, ასევე მძიმე ფორმებისას კუნთების ტკივილსა და ზოგად სისუსტეს. პირველადი ჯანდაცვის რგოლში კი, სადაც მიმართვა განპირობებული იყო არამძიმე ფილტვების ანთებით, ფიქსირდებოდა B ტიპის გრიპის შემთხვევები.
ყველა ახალი ამბავი
0