https://sputnik-georgia.com/20260818/saqartvelosi-ass-is-mier-teroristebis-mxardaweristvis-zebnili-daakaves-300177189.html
საქართველოში აშშ-ს მიერ ტერორისტების მხარდაჭერისთვის ძებნილი პირი დააკავეს
საქართველოში აშშ-ს მიერ ტერორისტების მხარდაჭერისთვის ძებნილი პირი დააკავეს
Sputnik საქართველო
მამაკაცი ამერიკის შეერთებული შტატების სამართალდამცავების მიერ უცხოური ტერორისტული ორგანიზაციისთვის მატერიალური მხარდაჭერის აღმოჩენის მიზნით შეთქმულების... 18.08.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-08-18T15:19+0400
2026-08-18T15:19+0400
2026-08-18T15:19+0400
ახალი ამბები
საქართველო
აშშ
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
უზბეკეთი
შემთხვევები საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/02/08/250825092_0:132:2500:1538_1920x0_80_0_0_34303e3ed586d7c027af102cfe08a88f.jpg
თბილისი, 18 აგვისტო — Sputnik. ქართველმა სამართალდამცველებმა დააკავეს პირი, რომელიც აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) მიერ ტერორისტული ორგანიზაციების საქმიანობის მხარდაჭერისთვის იძებნებოდა, იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტრო.ამერიკის შეერთებული შტატების სამართალდამცავი ორგანოების მიერ საერთაშორისო დონეზე ძებნილი, ამერიკის შეერთებული შტატებისა და უზბეკეთის რესპუბლიკის მოქალაქე შინაგან საქმეთა სამინისტროს და გენერალური პროკურატურის თანამშრომლებმა აშშ-ს გამოძიების ფედერალურ ბიუროსთან (FBI) ორმხრივი მჭიდრო კოორდინაციის შედეგად ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებთან გაფორმებული ერთობლივი დეკლარაციის ფარგლებში დააკავეს.„მამაკაცი უცხოური ტერორისტული ორგანიზაციისთვის მატერიალური მხარდაჭერის აღმოჩენის მიზნით შეთქმულების, მატერიალური მხარდაჭერის აღმოჩენისა და აღმოჩენის მცდელობის ბრალდებით იძებნებოდა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს ძებნის სამმართველოს თანამშრომლებმა აღნიშნული პირი, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, ერთ-ერთი ქვეყნიდან საქართველოში ჩამოფრენისას დააკავეს.„ამერიკის შეერთებული შტატების სამართალდამცავი ორგანოების ცნობით, ძებნილმა პირმა უცხოური ტერორისტული ორგანიზაციისთვის მხარდაჭერის აღმოჩენის მიზნით ამერიკის შეერთებულ შტატებში დაჯგუფება ჩამოაყალიბა, ამავე მიზნით, ასევე, შექმნა ფინანსური დახმარების ქსელი, რომელსაც თავად ხელმძღვანელობდა. აღნიშნულ დაჯგუფების ლიდერი და წევრები აქტიურ მატერიალურ-ტექნიკურ და ფინანსურ მხარდაჭერას უწევდნენ სირიაში, ტერორისტულ ორგანიზაციებს, მათ შორის „ისლამურ სახელმწიფოს“, - აღნიშულია ინფორმაციაში.ამასთან, დაკავებული სხვადასხვა პირს სირიაში საბრძოლველად გამგზავრებისკენ მოუწოდებდა და აღნიშნულში დახმარებას სთავაზობდა. ამჟამად დაკავებულის მიმართ კანონით გათვალისწინებული საექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს.როგორც უწყებაში აღნიშნავენ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ამერიკის შეერთებული შტატების სამართალდამცავ ორგანოებთან უკვე მრავალი წელია წარმატებით თანამშრომლობს სხვადასხვა კატეგორიის დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში.
საქართველო
აშშ
უზბეკეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/02/08/250825092_138:0:2363:1669_1920x0_80_0_0_c0892f0f125ea77045a297ffd9e4621e.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, აშშ , საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , უზბეკეთი, შემთხვევები საქართველოში
ახალი ამბები, საქართველო, აშშ , საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , უზბეკეთი, შემთხვევები საქართველოში
საქართველოში აშშ-ს მიერ ტერორისტების მხარდაჭერისთვის ძებნილი პირი დააკავეს
მამაკაცი ამერიკის შეერთებული შტატების სამართალდამცავების მიერ უცხოური ტერორისტული ორგანიზაციისთვის მატერიალური მხარდაჭერის აღმოჩენის მიზნით შეთქმულების, მატერიალური მხარდაჭერის აღმოჩენისა და აღმოჩენის მცდელობის ბრალდებით იძებნებოდა.
თბილისი, 18 აგვისტო — Sputnik. ქართველმა სამართალდამცველებმა დააკავეს პირი, რომელიც აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) მიერ ტერორისტული ორგანიზაციების საქმიანობის მხარდაჭერისთვის იძებნებოდა, იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტრო.
ამერიკის შეერთებული შტატების სამართალდამცავი ორგანოების მიერ საერთაშორისო დონეზე ძებნილი, ამერიკის შეერთებული შტატებისა და უზბეკეთის რესპუბლიკის მოქალაქე შინაგან საქმეთა სამინისტროს და გენერალური პროკურატურის თანამშრომლებმა აშშ-ს გამოძიების ფედერალურ ბიუროსთან (FBI) ორმხრივი მჭიდრო კოორდინაციის შედეგად ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებთან გაფორმებული ერთობლივი დეკლარაციის ფარგლებში დააკავეს.
„მამაკაცი უცხოური ტერორისტული ორგანიზაციისთვის მატერიალური მხარდაჭერის აღმოჩენის მიზნით შეთქმულების, მატერიალური მხარდაჭერის აღმოჩენისა და აღმოჩენის მცდელობის ბრალდებით იძებნებოდა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს ძებნის სამმართველოს თანამშრომლებმა აღნიშნული პირი, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, ერთ-ერთი ქვეყნიდან საქართველოში ჩამოფრენისას დააკავეს.
„ამერიკის შეერთებული შტატების სამართალდამცავი ორგანოების ცნობით, ძებნილმა პირმა უცხოური ტერორისტული ორგანიზაციისთვის მხარდაჭერის აღმოჩენის მიზნით ამერიკის შეერთებულ შტატებში დაჯგუფება ჩამოაყალიბა, ამავე მიზნით, ასევე, შექმნა ფინანსური დახმარების ქსელი, რომელსაც თავად ხელმძღვანელობდა. აღნიშნულ დაჯგუფების ლიდერი და წევრები აქტიურ მატერიალურ-ტექნიკურ და ფინანსურ მხარდაჭერას უწევდნენ სირიაში, ტერორისტულ ორგანიზაციებს, მათ შორის „ისლამურ სახელმწიფოს“, - აღნიშულია ინფორმაციაში.
ამასთან, დაკავებული სხვადასხვა პირს სირიაში საბრძოლველად გამგზავრებისკენ მოუწოდებდა და აღნიშნულში დახმარებას სთავაზობდა. ამჟამად დაკავებულის მიმართ კანონით გათვალისწინებული საექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს.
როგორც უწყებაში აღნიშნავენ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ამერიკის შეერთებული შტატების სამართალდამცავ ორგანოებთან უკვე მრავალი წელია წარმატებით თანამშრომლობს სხვადასხვა კატეგორიის დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში.