პოლიციის აკადემიას უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსი მიენიჭა

© photo: Sputnik / Natia Tsirekidzeპოლიციის აკადემია
პოლიციის აკადემია - Sputnik საქართველო, 1920, 18.08.2026
გამოწერა
პროგრამის დასრულების შედეგად კურსდამთავრებულს მიენიჭება საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და საპოლიციო საქმის ბაკალავრის კვალიფიკაცია.
თბილისი, 18 აგვისტო — Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და პოლიციის აკადემიას ექვსი წლის ვადით უპირობო ავტორიზაცია მიენიჭა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსი მოიპოვა.
შსს-ს ცნობით, ავტორიზაციის შედეგად, აკადემიას მიეცა უფლება, მიმართოს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს საბაკალავრო პროგრამის – „საზოგადოებრივი უსაფრთხოება და საპოლიციო საქმე“ – აკრედიტაციის მიზნით.
პროგრამა უმაღლესი განათლების პირველ საფეხურს – ბაკალავრიატს მიეკუთვნება. მისი მიზანია საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვის, დანაშაულისა და სხვა სამართალდარღვევების გამოვლენის, აღკვეთის, გამოძიების, ანალიზისა და პრევენციის მიმართულებით მაღალკვალიფიციური კადრების მომზადება.
პროგრამის დასრულების შედეგად კურსდამთავრებულს მიენიჭება საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და საპოლიციო საქმის ბაკალავრის კვალიფიკაცია.
პოლიციის აკადემია პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებთან ერთად უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელებასაც შეძლებს.
ყველა ახალი ამბავი
0