https://sputnik-georgia.com/20260818/axalbeda-mzrolebistvis-sesazloa-ufro-mkacri-jarimebi-dawesdes-300173955.html
ახალბედა მძღოლებისთვის შესაძლოა უფრო მკაცრი ჯარიმები დაწესდეს
ახალბედა მძღოლებისთვის შესაძლოა უფრო მკაცრი ჯარიმები დაწესდეს
Sputnik საქართველო
სერიოზული ავარიების უმეტესობა გამოწვეულია ისეთი დარღვევებით, როგორიცაა სიჩქარის გადაჭარბება, არასწორი მოხვევა, შემხვედრ ზოლზე გადასვლა და ის რომ მძღოლები... 18.08.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-08-18T12:57+0400
2026-08-18T12:57+0400
2026-08-18T12:57+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს პარლამენტი
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
ვითარება გზებზე
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/07/0e/268516242_0:124:3421:2048_1920x0_80_0_0_852af49a0d01369d644a32d39df591c4.jpg
თბილისი, 18 აგვისტო — Sputnik. ახალბედა მძღოლებს, რომლებმაც მართვის მოწმობა ახლახან მიიღეს, შესაძლოა გამოცდილ მძღოლებთან შედარებით უფრო მკაცრი სასჯელი დაეკისროთ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის გამო, ნათქვამია „2026-2030 წლების საგზაო უსაფრთხოების ეროვნულ სტრატეგიაში“.საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა „2026-2030 წლების საგზაო უსაფრთხოების ეროვნული სტრატეგია“ და სამოქმედო გეგმა, რომელიც მიზნად ისახავს 2030 წლისთვის ავარიების შედეგად დაშავებულთა და დაღუპულთა რიცხვის 25%-ით შემცირებას.ავტომობილის მართვის გამოცდილების მიხედვით დიფერენცირებული ჯარიმების შემოღების რეკომენდაცია სტრატეგიის სამოქმედო გეგმაშია ასახული.ახლად ლიცენზირებული მძღოლებისთვის გამოსაცდელი ვადის შემოღების მიზეზად სახელდება ის ფაქტი, რომ ეს მძღოლები მაღალი რისკის ჯგუფს წარმოადგენენ, ხოლო ჯარიმების გამკაცრება დარღვევების რაოდენობის შემცირებას და პასუხისმგებლობის მაღალი სტანდარტის დამკვიდრებას შეუწყობს ხელს.შსს-ის ოფიციალური მონაცემებით, 2026 წლის 1-ელი იანვრიდან 30 ივნისის ჩათვლით პერიოდში საქართველოში 1.267 ავარია მოხდა, რომელშიც 201 ადამიანი დაიღუპა და 1.925 დაშავდა. ამასთან 2025 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ავარიების რაოდენობა თითქმის ორჯერ შემცირდა.როგორც უწყებაში აღნიშნეს, სერიოზული ავარიების უმეტესობა გამოწვეულია ისეთი დარღვევებით, როგორიცაა სიჩქარის გადაჭარბება, არასწორი მოხვევა, შემხვედრ ზოლზე გადასვლა და უსაფრთხო დისტანციის არდაცვა.ყველაზე ნაკლები ავარია ფიქსირდება გზაჯვარედინებზე და შემობრუნებისას.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/07/0e/268516242_690:0:3421:2048_1920x0_80_0_0_0b932cf9e20caf92e1b4e534291d65be.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს პარლამენტი, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , ვითარება გზებზე
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს პარლამენტი, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , ვითარება გზებზე
ახალბედა მძღოლებისთვის შესაძლოა უფრო მკაცრი ჯარიმები დაწესდეს
სერიოზული ავარიების უმეტესობა გამოწვეულია ისეთი დარღვევებით, როგორიცაა სიჩქარის გადაჭარბება, არასწორი მოხვევა, შემხვედრ ზოლზე გადასვლა და ის რომ მძღოლები მოძრაობისას დისტანციას არ იცავენ
თბილისი, 18 აგვისტო — Sputnik. ახალბედა მძღოლებს, რომლებმაც მართვის მოწმობა ახლახან მიიღეს, შესაძლოა გამოცდილ მძღოლებთან შედარებით უფრო მკაცრი სასჯელი დაეკისროთ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის გამო, ნათქვამია „2026-2030 წლების საგზაო უსაფრთხოების ეროვნულ სტრატეგიაში“.
საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა „2026-2030 წლების საგზაო უსაფრთხოების ეროვნული სტრატეგია“ და სამოქმედო გეგმა, რომელიც მიზნად ისახავს 2030 წლისთვის ავარიების შედეგად დაშავებულთა და დაღუპულთა რიცხვის 25%-ით შემცირებას.
ავტომობილის მართვის გამოცდილების მიხედვით დიფერენცირებული ჯარიმების შემოღების რეკომენდაცია სტრატეგიის სამოქმედო გეგმაშია ასახული.
ახლად ლიცენზირებული მძღოლებისთვის გამოსაცდელი ვადის შემოღების მიზეზად სახელდება ის ფაქტი, რომ ეს მძღოლები მაღალი რისკის ჯგუფს წარმოადგენენ, ხოლო ჯარიმების გამკაცრება დარღვევების რაოდენობის შემცირებას და პასუხისმგებლობის მაღალი სტანდარტის დამკვიდრებას შეუწყობს ხელს.
შსს-ის ოფიციალური მონაცემებით, 2026 წლის 1-ელი იანვრიდან 30 ივნისის ჩათვლით პერიოდში საქართველოში 1.267 ავარია მოხდა, რომელშიც 201 ადამიანი დაიღუპა და 1.925 დაშავდა. ამასთან 2025 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ავარიების რაოდენობა თითქმის ორჯერ შემცირდა.
როგორც უწყებაში აღნიშნეს, სერიოზული ავარიების უმეტესობა გამოწვეულია ისეთი დარღვევებით, როგორიცაა სიჩქარის გადაჭარბება, არასწორი მოხვევა, შემხვედრ ზოლზე გადასვლა და უსაფრთხო დისტანციის არდაცვა.
ყველაზე ნაკლები ავარია ფიქსირდება გზაჯვარედინებზე და შემობრუნებისას.