სცემეს და მობილური წაართვეს - თბილისში ორი პირი დააკავეს

© photo: Sputnik / Stringerდაკავება
დაკავება - Sputnik საქართველო, 1920, 17.08.2026
გამოწერა
ძაცვის ბრალდებით დაკავებული ორი პირიდან ერთ-ერთი არასრულწლოვანია. დანაშაული 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
თბილისი, 17 აგვისტო — Sputnik. პოლიციამ თბილისში ჯგუფურად, ძალადობით ჩადენილი ძარცვის ბრალდებით ორი პირი დააკავა, მათ შორის ერთი არასრულწლოვანი, იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტრო.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა თბილისში ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს ორ მოქალაქეს, ძვირადღირებული მობილური ტელეფონები გასტაცეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.
სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩამდენი პირები წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ძალადობით ჩადენილი ძარცვის ბრალდებით დააკავეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ყველა ახალი ამბავი
0