https://sputnik-georgia.com/20260817/saqartvelos-mtavrobam-zamtris-olimpiadis-monawileebistvis-fuladi-premiebi-gansazrvra-300162902.html
საქართველოს მთავრობამ ზამთრის ოლიმპიადის მონაწილეებისთვის ფულადი პრემიები განსაზღვრა
საქართველოს მთავრობამ ზამთრის ოლიმპიადის მონაწილეებისთვის ფულადი პრემიები განსაზღვრა
Sputnik საქართველო
ისტორიული მედალი საქართველოს მოციგურავეთა წყვილმა ლუკა ბერულავამ და ანასტასია მეტელკინამ მოუტანა. 17.08.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-08-17T17:09+0400
2026-08-17T17:09+0400
2026-08-17T17:09+0400
ახალი ამბები
საქართველო
სპორტი
საქართველოს მთავრობა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/02/11/297169927_0:192:2048:1344_1920x0_80_0_0_982502c1eac6deb050dc78b9c85bb941.jpg
თბილისი, 17 აგვისტო — Sputnik.XXV ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე („მილანი-კორტინა-დ’ამპეცო 2026") მიღწეული შედეგებისა და მონაწილეობისათვის, საქართველოს ოლიმპიური ნაკრები გუნდის წევრებზე, მწვრთნელებზე, საექიმო პერსონალსა და ადმინისტრაციულ ჯგუფზე ფულადი პრიზები გაიცემა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.შესაბამის განკარგულებას ხელს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აწერს.2026 წლის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე, რომელიც 2026 წლის 6-დან 22 თებერვლამდე პერიოდში გაიმართა, რვა ქართველი სპორტსმენი მონაწილეობდა ფიგურულ ციგურაობაში და სამთოსათხილამურო სპორტში. ქვეყანამ საუკეთესო შედეგი აჩვენა და ერთი ვერცხლის მედალი მოიპოვა - ეს პირველი შემთხვევა იყო საქართველოს ისტორიაში ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე. ეს ისტორიული მედალი საქართველოს მოციგურავეთა წყვილმა ლუკა ბერულავამ და ანასტასია მეტელკინამ მოუტანა.XXV ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე მიღწეული შედეგებისა და მონაწილეობისათვის გასაცემი საპრიზო თანხები შემდეგი სახით გადანაწილდა: ფიგურულ ციგურაობაში (წყვილთა ასპარეზობა) II ადგილის მფლობელები მიიღებენ ფულად პრიზს 51.000 ლარის ოდენობით და დამატებით ფულად პრიზს 449.000 ლარს.ფიგურულ ციგურაობაში (გუნდური პირველობა) IV ადგილისთვის პრემია 6.800 ლარს მოიცავს. ასევე, ფიგურულ ციგურაობაში (გუნდური პირველობა) IV ადგილის მფლობელები ფულადი პრიზის სახით მიიღებენ 6.800 ლარს და დამატებით 50.000 ლარს.ფიგურულ ციგურაობაში ნაკრები გუნდის მთავარ მწვრთნელს ფულადი პრიზის სახით გადაეცემა 71.400 ლარი.ასევე, სამთო-სათხილამურო სპორტის (სლალომი/გიგანტური სლალომი) სახეობაში მონაწილეობისათვის განისაზღვრა დამატებითი ფულადი პრიზი 50.000 ლარის ოდენობით.საქართველოს ოლიმპიური ნაკრები გუნდის საექიმო პერსონალი ფულადი პრიზის სახით მიიღებს 42.840 ლარს, ხოლო საქართველოს ოლიმპიური ნაკრები გუნდის ადმინისტრაციული ჯგუფი - 28.560 ლარს.საპრიზო თანხების გაცემას საქართველოს სპორტის სამინისტრო უზრუნველყოფს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/02/11/297169927_0:0:2048:1536_1920x0_80_0_0_863b3a343eeb41eeba07fd9de8179f80.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, სპორტი, საქართველოს მთავრობა
ახალი ამბები, საქართველო, სპორტი, საქართველოს მთავრობა
საქართველოს მთავრობამ ზამთრის ოლიმპიადის მონაწილეებისთვის ფულადი პრემიები განსაზღვრა
ისტორიული მედალი საქართველოს მოციგურავეთა წყვილმა ლუკა ბერულავამ და ანასტასია მეტელკინამ მოუტანა.
თბილისი, 17 აგვისტო — Sputnik.XXV ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე („მილანი-კორტინა-დ’ამპეცო 2026") მიღწეული შედეგებისა და მონაწილეობისათვის, საქართველოს ოლიმპიური ნაკრები გუნდის წევრებზე, მწვრთნელებზე, საექიმო პერსონალსა და ადმინისტრაციულ ჯგუფზე ფულადი პრიზები გაიცემა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.
შესაბამის განკარგულებას ხელს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აწერს.
2026 წლის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე, რომელიც 2026 წლის 6-დან 22 თებერვლამდე პერიოდში გაიმართა, რვა ქართველი სპორტსმენი მონაწილეობდა ფიგურულ ციგურაობაში და სამთოსათხილამურო სპორტში. ქვეყანამ საუკეთესო შედეგი აჩვენა და ერთი ვერცხლის მედალი მოიპოვა - ეს პირველი შემთხვევა იყო საქართველოს ისტორიაში ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე. ეს ისტორიული მედალი საქართველოს მოციგურავეთა წყვილმა ლუკა ბერულავამ და ანასტასია მეტელკინამ მოუტანა.
XXV ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე მიღწეული შედეგებისა და მონაწილეობისათვის გასაცემი საპრიზო თანხები შემდეგი სახით გადანაწილდა: ფიგურულ ციგურაობაში (წყვილთა ასპარეზობა) II ადგილის მფლობელები მიიღებენ ფულად პრიზს 51.000 ლარის ოდენობით და დამატებით ფულად პრიზს 449.000 ლარს.
ფიგურულ ციგურაობაში (გუნდური პირველობა) IV ადგილისთვის პრემია 6.800 ლარს მოიცავს. ასევე, ფიგურულ ციგურაობაში (გუნდური პირველობა) IV ადგილის მფლობელები ფულადი პრიზის სახით მიიღებენ 6.800 ლარს და დამატებით 50.000 ლარს.
ფიგურულ ციგურაობაში ნაკრები გუნდის მთავარ მწვრთნელს ფულადი პრიზის სახით გადაეცემა 71.400 ლარი.
ასევე, სამთო-სათხილამურო სპორტის (სლალომი/გიგანტური სლალომი) სახეობაში მონაწილეობისათვის განისაზღვრა დამატებითი ფულადი პრიზი 50.000 ლარის ოდენობით.
საქართველოს ოლიმპიური ნაკრები გუნდის საექიმო პერსონალი ფულადი პრიზის სახით მიიღებს 42.840 ლარს, ხოლო საქართველოს ოლიმპიური ნაკრები გუნდის ადმინისტრაციული ჯგუფი - 28.560 ლარს.
საპრიზო თანხების გაცემას საქართველოს სპორტის სამინისტრო უზრუნველყოფს.