https://sputnik-georgia.com/20260817/sagamoziebo-samsaxurma-korufciuli-danasaulebis-faqtebi-gamoavlinda-300159029.html
საგამოძიებო სამსახურმა კორუფციული დანაშაულების ფაქტები გამოავლინა
საგამოძიებო სამსახურმა კორუფციული დანაშაულების ფაქტები გამოავლინა
Sputnik საქართველო
ქრთამის აღებისა და კომერციული მოსყიდვის ფაქტები გამოვლინდა აჭარაში, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთში და ქვემო ქართლში გამოვლინდა 17.08.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-08-17T11:38+0400
2026-08-17T11:38+0400
2026-08-17T11:38+0400
ახალი ამბები
საქართველო
შემთხვევები საქართველოში
შემთხვევები
საქართველო კორუფციის წინააღმდეგ
საქართველოს ფინანსთა სამინიტრო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/09/04/281927610_0:107:2048:1259_1920x0_80_0_0_907728e357fab4b3b291f2a347f7b453.jpg
თბილისი, 17 აგვისტო - Sputnik. საქართველოში ქრთამის აღებისა და კომერციული მოსყიდვის ფაქტებზე სამი პირი დააკავეს, ინფორმაციას საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.საგამოძიებო მოქმედებები სამ სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარდა.პირველი სისხლის სამართლის საქმის გამოძიებით დადგინდა, რომ აჭარის სატყეო სააგენტოს ხულოს სატყეო ადმინისტრაციის ტყის მცველმა ნ.ბ.-მ, სახელმწიფო ტყის ფონდის ნაკვეთით სარგებლობის სანაცვლოდ, მოქალაქეს ქრთამის სახით 1.000 აშშ დოლარი გამოართვა. იგი თანხის აღების მომენტში, დანაშაულის ადგილზე დააკავეს.მეორე სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული გამოძიებით გამოვლინდა, რომ სურსათის ეროვნული სააგენტოს რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონული სამსახურის ვეტერინარმა ა.ლ.-მ, დადგენილი პროცედურების გვერდის ავლით, დაურეგისტრირებელი საქონლის იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის სანაცვლოდ მოქალაქეს ქრთამის სახით 650 ლარი გამოართვა.გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით ქრთამის აღების ფაქტზე მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.მესამე სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიებით დადგინდა, რომ შპს „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის“ ოპერატორმა ბ.ზ.-მ, ქვემო ქართლის რეგიონში მდებარე ნაგავსაყრელზე ნარჩენების უნებართვო განთავსების სანაცვლოდ, მოქალაქეს 500 ლარი მოსთხოვა და გამოართვა, რა დროსაც საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა დააკავეს.მესამე სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 221-ე მუხლით-კომერციული მოსყიდვის ფაქტზე მიმდინარეობს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/09/04/281927610_114:0:1934:1365_1920x0_80_0_0_c380c1f5cca1da83babe297daa22fe53.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, შემთხვევები საქართველოში, შემთხვევები, საქართველო კორუფციის წინააღმდეგ, საქართველოს ფინანსთა სამინიტრო
ახალი ამბები, საქართველო, შემთხვევები საქართველოში, შემთხვევები, საქართველო კორუფციის წინააღმდეგ, საქართველოს ფინანსთა სამინიტრო
საგამოძიებო სამსახურმა კორუფციული დანაშაულების ფაქტები გამოავლინა
ქრთამის აღებისა და კომერციული მოსყიდვის ფაქტები გამოვლინდა აჭარაში, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთში და ქვემო ქართლში გამოვლინდა
თბილისი, 17 აგვისტო - Sputnik. საქართველოში ქრთამის აღებისა და კომერციული მოსყიდვის ფაქტებზე სამი პირი დააკავეს, ინფორმაციას საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.
საგამოძიებო მოქმედებები სამ სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარდა.
პირველი სისხლის სამართლის საქმის გამოძიებით დადგინდა, რომ აჭარის სატყეო სააგენტოს ხულოს სატყეო ადმინისტრაციის ტყის მცველმა ნ.ბ.-მ, სახელმწიფო ტყის ფონდის ნაკვეთით სარგებლობის სანაცვლოდ, მოქალაქეს ქრთამის სახით 1.000 აშშ დოლარი გამოართვა. იგი თანხის აღების მომენტში, დანაშაულის ადგილზე დააკავეს.
მეორე სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული გამოძიებით გამოვლინდა, რომ სურსათის ეროვნული სააგენტოს რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონული სამსახურის ვეტერინარმა ა.ლ.-მ, დადგენილი პროცედურების გვერდის ავლით, დაურეგისტრირებელი საქონლის იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის სანაცვლოდ მოქალაქეს ქრთამის სახით 650 ლარი გამოართვა.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით ქრთამის აღების ფაქტზე მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
მესამე სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიებით დადგინდა, რომ შპს „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის“ ოპერატორმა ბ.ზ.-მ, ქვემო ქართლის რეგიონში მდებარე ნაგავსაყრელზე ნარჩენების უნებართვო განთავსების სანაცვლოდ, მოქალაქეს 500 ლარი მოსთხოვა და გამოართვა, რა დროსაც საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა დააკავეს.
მესამე სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 221-ე მუხლით-კომერციული მოსყიდვის ფაქტზე მიმდინარეობს.