ქართველმა მოსწავლეებმა ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადაზე წარმატებით იასპარეზეს

ქართველი მოსწავლეები ტაშკენტის ოლიმპიადაზე
ქართველი მოსწავლეები ტაშკენტის ოლიმპიადაზე - Sputnik საქართველო, 1920, 17.08.2026
გამოწერა
საქართველოს წარმომადგენლებმა ოლიმპიადაზე ვერცხლის და ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს, ხოლო კიდევ ორმა მოსწავლემ საპატიო სიგელი მიიღო.
თბილისი, 17 აგვისტო — Sputnik. ქართველმა მოსწავლეებმა უზბეკეთში ინფორმატიკის 38-ე საერთაშორისო ოლიმპიადაზე წარმატებით იასპარეზეს, იუწყება საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო.
ვერცხლის მედალი მოიპოვა ვლადიმერ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის N199 საჯარო სკოლის მოსწავლე ანდრია ვასაძემ, ბრინჯაოს მედალი - ამავე სკოლის მოსწავლემ, ვლადიმერ ფრანგიშვილმა, ხოლო ოლიმპიადის საპატიო სიგელებით დაჯილდოვდნენ ნიკოლოზ მელიქიშვილი და მათე რეხვიაშვილი.
საერთაშორისო სასწავლო ოლიმპიადები მასშტაბურობითა და მრავალწლიანი გამოცდილებით გამოირჩევა. მათი მიზანია სხვადასხვა დისციპლინაში მოსწავლეთა ცოდნისა და უნარების განვითარება, საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება და სხვადასხვა ქვეყნის მოსწავლეებსა და მენტორებს შორის თანამშრომლობის ხელშეწყობა.
ყველა ახალი ამბავი
0