https://sputnik-georgia.com/20260817/policiam-tbilissi-tarlitobistvis-mamakaci-daakava-300160769.html
პოლიციამ თბილისში თაღლითობისთვის მამაკაცი დააკავა
პოლიციამ თბილისში თაღლითობისთვის მამაკაცი დააკავა
Sputnik საქართველო
დაკავებულს ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. 17.08.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-08-17T14:54+0400
2026-08-17T14:54+0400
2026-08-17T14:54+0400
ახალი ამბები
საქართველო
შემთხვევები საქართველოში
შემთხვევები
თბილისი დღეს
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/09/10/249458103_0:66:1280:786_1920x0_80_0_0_9ad79a28acd9bc84ff3b345b5c10fb6b.jpg
თბილისი, 17 აგვისტო — Sputnik. პოლიციამ თბილისში დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით მამაკაცი დააკავა, იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტრო.გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული ნაცნობს 30.000 აშშ დოლარის სესხების სანაცვლოდ ყოველთვიურად 1.200 აშშ დოლარის სარგებლის გადახდას დაჰპირდა. შეთანხმების თანახმად, ხელშეკრულების ვადის ამოწურვის შემდეგ იგი სესხის თანხას სრულად დააბრუნებდა, თანხის დაბრუნების გარანტიის სახით კი დაზარალებულს გამოსყიდვის უფლებით მიწის ნაკვეთს მიჰყიდდა. ამ შეთანხმების საფუძველზე, ბრალდებულმა დაზარალებულთან გამოსყიდვის უფლებით ნასყიდობის ხელშეკრულება გააფორმა. თუმცა, ხელშეკრულებაში მითითებული მიწის ნაკვეთი რეალურად მის საკუთრებას არ წარმოადგენდა და დაზარალებულს სხვა - მნიშვნელოვნად ნაკლები ღირებულებისა და ადგილმდებარეობის თვალსაზრისით გამოუსადეგარი მიწის ნაკვეთი მიჰყიდა. სამი თვის გასვლის შემდეგ ბრალდებულმა დაზარალებულს არც 30.000 აშშ დოლარი დაუბრუნა და არც შეთანხმებული ყოველთვიური სარგებელი გადაუხადა. შედეგად, ბრალდებულმა მოტყუებით მიითვისა დაზარალებულის კუთვნილ 17.640 ლარი, რითაც მას დიდი ოდენობით ქონებრივი ზიანი მიაყენა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/09/10/249458103_72:0:1208:852_1920x0_80_0_0_c4f487673758ee66c7e8e3e4a6d9940c.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, შემთხვევები საქართველოში, შემთხვევები, თბილისი დღეს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
ახალი ამბები, საქართველო, შემთხვევები საქართველოში, შემთხვევები, თბილისი დღეს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
პოლიციამ თბილისში თაღლითობისთვის მამაკაცი დააკავა
დაკავებულს ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
თბილისი, 17 აგვისტო — Sputnik. პოლიციამ თბილისში დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით მამაკაცი დააკავა, იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტრო.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული ნაცნობს 30.000 აშშ დოლარის სესხების სანაცვლოდ ყოველთვიურად 1.200 აშშ დოლარის სარგებლის გადახდას დაჰპირდა. შეთანხმების თანახმად, ხელშეკრულების ვადის ამოწურვის შემდეგ იგი სესხის თანხას სრულად დააბრუნებდა, თანხის დაბრუნების გარანტიის სახით კი დაზარალებულს გამოსყიდვის უფლებით მიწის ნაკვეთს მიჰყიდდა.
ამ შეთანხმების საფუძველზე, ბრალდებულმა დაზარალებულთან გამოსყიდვის უფლებით ნასყიდობის ხელშეკრულება გააფორმა. თუმცა, ხელშეკრულებაში მითითებული მიწის ნაკვეთი რეალურად მის საკუთრებას არ წარმოადგენდა და დაზარალებულს სხვა - მნიშვნელოვნად ნაკლები ღირებულებისა და ადგილმდებარეობის თვალსაზრისით გამოუსადეგარი მიწის ნაკვეთი მიჰყიდა.
სამი თვის გასვლის შემდეგ ბრალდებულმა დაზარალებულს არც 30.000 აშშ დოლარი დაუბრუნა და არც შეთანხმებული ყოველთვიური სარგებელი გადაუხადა.
შედეგად, ბრალდებულმა მოტყუებით მიითვისა დაზარალებულის კუთვნილ 17.640 ლარი, რითაც მას დიდი ოდენობით ქონებრივი ზიანი მიაყენა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.