მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

რუსეთი კიევისთვის იარაღის მიწოდების საკითხზე აშშ-სა და თურქეთისგან განმარტებებს ელოდება

© photo: Sputnik / Vitaliy Belousovრუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო - Sputnik საქართველო, 1920, 16.08.2026
გამოწერა
ზახაროვამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მსგავს მიწოდებას შეუძლია სერიოზულად შეარყიოს რუსეთის ურთიერთობები როგორც აშშ-სთან, ისე თურქეთთან
თბილისი, 16 აგვისტო – Sputnik. თურქეთის არმიის განკარგულებაში არსებული შეიარაღების უკრაინისთვის შესაძლო გადაცემასთან დაკავშირებით რუსეთის საგარეო უწყებამ ვაშინგტონსა და ანკარას განმარტებისთვის მიმართა, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ.
„აშშ-ის კონგრესის მიერ ახლახან გამოქვეყნებული დოკუმენტების მიხედვით, საუბარია შთამბეჭდავ არსენალზე, რომელიც თავდასხმით საშუალებებსაც მოიცავს“, — ნათქვამია დიპლომატის კომენტარში, რომელიც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
ზახაროვას თქმით, დოკუმენტებში ნახსენებია 12 ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა (РСЗО) და მათთვის განკუთვნილი 2,5 ათასზე მეტი უმართავი კასეტური საბრძოლო მასალა, 47 ათასი 203 მმ კალიბრის კასეტური საარტილერიო ჭურვი და 70 ATACMS-ის ტიპის ოპერატიულ-ტაქტიკური რაკეტა.
ამასთან, შესაძლო გადაცემის გარემოებები და პირობები გაურკვეველი რჩება: უცნობია, ვინ იყო რეექსპორტის ინიციატორი, ასევე როგორ და როდის შეიძლება მოხვდეს იარაღი კიევში, აღნიშნა საგარეო უწყების წარმომადგენელმა.
ზახაროვამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მსგავს მიწოდებას შეუძლია სერიოზულად შეარყიოს რუსეთის ურთიერთობები როგორც აშშ-სთან, ისე თურქეთთან, რადგანაც გაურკვეველია, „ზუსტად რით ხელმძღვანელობდნენ გარიგების მონაწილეები აშშ-ისა და თურქეთის ხელისუფლების სახით, როდესაც მორიგი „პანდორას ყუთის“ გახსნა გადაწყვიტეს“.
რუსული დიპლომატიის ოფიციალურმა წარმომადგენელმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ანკარის სამშვიდობო რიტორიკასა და კიევთან შესაძლო სამხედრო თანამშრომლობას შორის არსებულ წინააღმდეგობაზე.
„მცდელობები, გამოიყენო სამშვიდობო რიტორიკა და პარალელურად იარაღით მოამარაგო უკრაინელი ნაცისტები, გარდაუვლად აზიანებს ორმხრივ ნდობას“, — ნათქვამია კომენტარში.
ზახაროვამ ასევე შეახსენა თურქულ მხარეს, რომ იგი არაერთხელ არწმუნებდა მათ უკრაინისთვის „ლეტალური“ იარაღის მიწოდებაზე უარის თქმაში და არსებული სიტუაცია ეჭვქვეშ აყენებს ამ დაპირებებს.
ყველა ახალი ამბავი
0