პოლიციისადმი დაუმორჩილებლობა საქართველოში: რამდენი პირი მიეცა პასუხისგებაში?

© photo: Sputnik / Stringerსაპატრულო პოლიცია
საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო, 1920, 16.08.2026
გამოწერა
დარღვევების ყველაზე მეტი შემთხვევა საანგარიშო პერიოდში თბილისში, აჭარასა და შიდა ქართლის რეგიონებში დაფიქსირდა.
თბილისი, 16 აგვისტო – Sputnik. პოლიციამ 2026 წლის 1-ელი იანვრიდან 13 ივლისამდე პერიოდში „პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის“ მუხლით ადმინისტრაციულ პასუხისგებაში 1.645 პირი მისცა, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მასალებში.
2025 წლის 1-ელი ოქტომბრიდან ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის აღნიშნული მუხლი საქართველოს ხელისუფლებას ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეების ქვეყნიდან გაძევების უფლებას აძლევს.
შსს-ის მონაცემებით, საანგარიშო პერიოდში პოლიციის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის 2.040 შემთხვევა დაფიქსირდა - პასუხისგებაში მიცემულთა შორის 74 ქალი და 1.571 მამაკაცია. ამასთან, პასუხისგებაში მიცემულთა მთლიანი რაოდენობიდან 16 არასრულწლოვანია.
დარღვევების ყველაზე მეტი შემთხვევა საანგარიშო პერიოდში თბილისში, აჭარასა და შიდა ქართლის რეგიონებში დაფიქსირდა.
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მოქმედი ნორმის თანახმად, პოლიციის თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა ისჯება 5 ათასი ლარის ოდენობით ჯარიმით ან 60 დღემდე ვადით ადმინისტრაციული პატიმრობით. დარღვევის განმეორებითი შემთხვევა სისხლის სამართლის დანაშაულია.
ყველა ახალი ამბავი
0