პოლიციამ თბილისში ავტომობილის ქურდობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა

© photo: Sputnik / Stringerსაპატრულო პოლიცია
საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო, 1920, 16.08.2026
გამოწერა
დაკავებულებს, რომელთა შორის ერთი არასრულწლოვანია, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 10 წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრებათ.
თბილისი, 16 აგვისტო — Sputnik. სამართალდამცველებმა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ სატრანსპორტო საშუალების ქურდობის ბრალდებით ორი პირი დააკავეს, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
დაკავებულებს, რომელთა შორის ერთი არასრულწლოვანია, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 10 წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრებათ.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები თბილისში ერთ-ერთი კომპანიის კუთვნილ ავტომობილს მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ და ნაქურდალი ავტომობილით დასავლეთ საქართველოს მიმართულებით გადაადგილდებოდნენ.
„დანაშაულის ჩადენიდან მალევე მათ ნაქურდალი ავტომობილით ავტოსაგზაო შემთხვევა მოახდინეს. მანქანა შემთხვევის ადგილზე მიატოვეს და თავად მიიმალნენ. სამართალდამცველებმა ბრალდებულები ცხელ კვალზე დააკავეს, ნაქურდალი მანქანა კი ნივთმტკიცებად ამოიღეს", - ნათქვამია განცხადებაში.
გამოძიება სსკ-ის 177-ე მუხლით მიმდინარეობს.
ყველა ახალი ამბავი
0