https://sputnik-georgia.com/20260816/cincadze-sajaro-samsaxurze-magali-motxovnaa-300149975.html
მინისტრის მოადგილე: საჯარო სამსახურზე მაღალი მოთხოვნაა
მინისტრის მოადგილე: საჯარო სამსახურზე მაღალი მოთხოვნაა
Sputnik საქართველო
განაცხადის წარდგენა 2026 წლის 1-10 სექტემბრის ჩათვლით პერიოდში იქნება შესაძლებელი 16.08.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-08-16T15:00+0400
2026-08-16T15:00+0400
2026-08-16T15:00+0400
საქართველო
საქართველოს მთავრობა
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/02/17/264708420_0:0:3077:1731_1920x0_80_0_0_7d3f25bac2297beb8003d367a2ff0a31.jpg
თბილისი, 16 აგვისტო — Sputnik. სახელმწიფო სტრუქტურებში ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამაზე მომართვიანობა საკმაოდ მაღალია, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ უმაღლესი სასწავლებლების კურსდამთავრებულებისთვის მიმზიდველია საჯარო სამსახურში დასაქმება, განაცხადა ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ვახტანგ ცინცაძემ.სახელმწიფო სტრუქტურებში სტაჟირების პროგრამის შემოღება პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ინიციატივაა. როგორც კობახიძემ განაცხადა, ეს ახალგაზრდებს დასაქმების უნიკალურ შესაძლებლობას მისცემს - პროგრამა 2024 წლიდან მოქმედებს.მისი თქმით, ეს მნიშვნელოვანია საჯარო სექტორისთვისაც, რადგან მისი საქმიანობა უშუალოდ ქვეყნის საზოგადოებრივ ინტერესებს და საზოგადოებრივი სიკეთის შექმნას ემსახურება.„შესაბამისად, ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია, მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი როგორც სტუდენტების, ისე კურსდამთავრებულების ცოდნისა და პროფესიული კომპეტენციების განვითარებას და შევქმნათ შესაძლებლობები მათი საჯარო სამსახურში დასაქმებისა და პროფესიული რეალიზაციისთვის“, – აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.საჯარო დაწესებულებებში, ასევე საჯარო დაწესებულებების სისტემაში შემავალ საჯარო და კერძო სამართლის იურიდიულ პირებში ანაზღაურებადი სტაჟირება 2026 წლის 1-ელი ოქტომბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით იქნება შესაძლებელი.კონკურსში მონაწილეობის მსურველთა განაცხადის წარდგენა 2026 წლის 1-10 სექტემბრის ჩათვლით პერიოდში იქნება შესაძლებელი. განაცხადის წარდგენა განხორციელდება საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მიერ ადმინისტრირებულ ვებგვერდზე vacancy.hr.gov.ge.სტაჟირების გავლა შეეძლება პირს, რომელიც სწავლობს უმაღლესი განათლების პირველ საფეხურზე (დამამთავრებელი სასწავლო წლის შემთხვევაში) ან მეორე საფეხურზე ან დასრულებული აქვს უმაღლესი განათლების პირველი ან მე-2 საფეხური 2025-2026 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/02/17/264708420_348:0:3077:2047_1920x0_80_0_0_a158d3db2604373228f20c2ab99af8a6.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს მთავრობა , საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს მთავრობა , საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, საზოგადოება, ახალი ამბები
მინისტრის მოადგილე: საჯარო სამსახურზე მაღალი მოთხოვნაა
განაცხადის წარდგენა 2026 წლის 1-10 სექტემბრის ჩათვლით პერიოდში იქნება შესაძლებელი
თბილისი, 16 აგვისტო — Sputnik. სახელმწიფო სტრუქტურებში ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამაზე მომართვიანობა საკმაოდ მაღალია, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ უმაღლესი სასწავლებლების კურსდამთავრებულებისთვის მიმზიდველია საჯარო სამსახურში დასაქმება, განაცხადა ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ვახტანგ ცინცაძემ.
სახელმწიფო სტრუქტურებში სტაჟირების პროგრამის შემოღება პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ინიციატივაა. როგორც კობახიძემ განაცხადა, ეს ახალგაზრდებს დასაქმების უნიკალურ შესაძლებლობას მისცემს - პროგრამა 2024 წლიდან მოქმედებს.
„სტაჟირების სამთავრობო პროგრამა პრემიერ-მინისტრის უმნიშვნელოვანესი ინიციატივაა, რომელიც საშუალებას აძლევს სტუდენტებს და კურსდამთავრებულებს, აიმაღლონ ცოდნა, შეიძინონ ახალი გამოცდილება და, რაც ყველაზე მთავარია, საჯარო სამსახურში დასაქმდნენ", – განაცხადა ცინცაძემ.
მისი თქმით, ეს მნიშვნელოვანია საჯარო სექტორისთვისაც, რადგან მისი საქმიანობა უშუალოდ ქვეყნის საზოგადოებრივ ინტერესებს და საზოგადოებრივი სიკეთის შექმნას ემსახურება.
„შესაბამისად, ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია, მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი როგორც სტუდენტების, ისე კურსდამთავრებულების ცოდნისა და პროფესიული კომპეტენციების განვითარებას და შევქმნათ შესაძლებლობები მათი საჯარო სამსახურში დასაქმებისა და პროფესიული რეალიზაციისთვის“, – აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.
საჯარო დაწესებულებებში, ასევე საჯარო დაწესებულებების სისტემაში შემავალ საჯარო და კერძო სამართლის იურიდიულ პირებში ანაზღაურებადი სტაჟირება 2026 წლის 1-ელი ოქტომბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით იქნება შესაძლებელი.
კონკურსში მონაწილეობის მსურველთა განაცხადის წარდგენა 2026 წლის 1-10 სექტემბრის ჩათვლით პერიოდში იქნება შესაძლებელი. განაცხადის წარდგენა განხორციელდება საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მიერ ადმინისტრირებულ ვებგვერდზე vacancy.hr.gov.ge.
სტაჟირების გავლა შეეძლება პირს, რომელიც სწავლობს უმაღლესი განათლების პირველ საფეხურზე (დამამთავრებელი სასწავლო წლის შემთხვევაში) ან მეორე საფეხურზე ან დასრულებული აქვს უმაღლესი განათლების პირველი ან მე-2 საფეხური 2025-2026 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში.