https://sputnik-georgia.com/20260815/ra-ganixiles-saqartvelosa-da-yirgizetis-sinagan-saqmeta-ministrebma-tbilissi-300127449.html
რა განიხილეს საქართველოსა და ყირგიზეთის შინაგან საქმეთა მინისტრებმა თბილისში
რა განიხილეს საქართველოსა და ყირგიზეთის შინაგან საქმეთა მინისტრებმა თბილისში
Sputnik საქართველო
განხილვის მთავარი თემა ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა და მიგრაციის საკითხები იყო. 15.08.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-08-15T10:55+0400
2026-08-15T10:55+0400
2026-08-15T10:55+0400
ყირგიზეთი
საქართველო
ახალი ამბები
პოლიტიკა საქართველოში
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
ირაკლი კობახიძე
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/08/0e/300123024_0:0:1920:1080_1920x0_80_0_0_a8732cf6cbd68fc7899bbe2f9017bdc1.jpg
თბილისი, 15 აგვისტო - Sputnik. თანამშრომლობა და გამოცდილების გაცვლა - ეს და სხვა საკითხები გახდა საქართველოსა და ყირგიზეთის შინაგან საქმეთა მინისტრების, სულხან თამაზაშვილისა და ულან ნიაზბეკოვის შეხვედრის მთავარი თემები საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში.ნიაზბეკოვი საქართველოში სამუშაო ვიზიტით ჩამოვიდა და გამართა ოფიციალური შეხვედრები როგორც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში, ასევე პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან.„შეხვედრაზე განვიხილეთ ორი ქვეყნის სამართალდამცავ უწყებებს შორის არსებული თანამშრომლობის საკითხები. განსაკუთრებული ყურადღება გავამახვილეთ გამოცდილების გაზიარებაზე იმ მიმართულებით, რა მიმართულებითაც შესაძლებელი ჩვენი თანამშრომლობის კიდევ უფრო მეტად გაღრმავება“, - განაცხადა სულხან თამაზაშვილმა.თავის მხრივ, ყირგიზეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ განხილვის მთავარი თემა ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა და მიგრაციის საკითხები იყო.„განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო დანაშაულისა და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლას, ასევე ნარკოტიკებით ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლაში თანამშრომლობას. გარდა ამისა, შეხვედრაზე განვიხილეთ არალეგალური მიგრაცია, რომელიც დღეს ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური საკითხია“, - განაცხადა ნიაზბეკოვმა.ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრი დელეგაციასთან ერთად საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ს ეწვია და მის მუშაობას გაეცნო.ყირგიზეთის შინაგან საქმეთა მინისტრის ვიზიტი ცენტრალური აზიის ქვეყნებთან თანამშრომლობის გაძლიერების ნაწილია, რაზეც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ამ ზაფხულს ვიზიტების დროს ისაუბრა.
ყირგიზეთი
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/08/0e/300123024_75:0:1874:1349_1920x0_80_0_0_1953dce452c737612877b186c7429099.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ყირგიზეთი, საქართველო, ახალი ამბები, პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ირაკლი კობახიძე
ყირგიზეთი, საქართველო, ახალი ამბები, პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ირაკლი კობახიძე
რა განიხილეს საქართველოსა და ყირგიზეთის შინაგან საქმეთა მინისტრებმა თბილისში
განხილვის მთავარი თემა ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა და მიგრაციის საკითხები იყო.
თბილისი, 15 აგვისტო - Sputnik. თანამშრომლობა და გამოცდილების გაცვლა - ეს და სხვა საკითხები გახდა საქართველოსა და ყირგიზეთის შინაგან საქმეთა მინისტრების, სულხან თამაზაშვილისა და ულან ნიაზბეკოვის შეხვედრის მთავარი თემები საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში.
ნიაზბეკოვი საქართველოში სამუშაო ვიზიტით ჩამოვიდა და გამართა ოფიციალური შეხვედრები როგორც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში, ასევე პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან.
„შეხვედრაზე განვიხილეთ ორი ქვეყნის სამართალდამცავ უწყებებს შორის არსებული თანამშრომლობის საკითხები. განსაკუთრებული ყურადღება გავამახვილეთ გამოცდილების გაზიარებაზე იმ მიმართულებით, რა მიმართულებითაც შესაძლებელი ჩვენი თანამშრომლობის კიდევ უფრო მეტად გაღრმავება“, - განაცხადა სულხან თამაზაშვილმა.
თავის მხრივ, ყირგიზეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ განხილვის მთავარი თემა ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა და მიგრაციის საკითხები იყო.
„განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო დანაშაულისა და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლას, ასევე ნარკოტიკებით ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლაში თანამშრომლობას. გარდა ამისა, შეხვედრაზე განვიხილეთ არალეგალური მიგრაცია, რომელიც დღეს ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური საკითხია“, - განაცხადა ნიაზბეკოვმა.
ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრი დელეგაციასთან ერთად საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ს ეწვია და მის მუშაობას გაეცნო.
ყირგიზეთის შინაგან საქმეთა მინისტრის ვიზიტი ცენტრალური აზიის ქვეყნებთან თანამშრომლობის გაძლიერების ნაწილია, რაზეც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ამ ზაფხულს ვიზიტების დროს ისაუბრა.