აფთიაქებსა და მარკეტებს ძარცავდნენ: თბილისში ხუთი მოზარდი დააკავეს

© photo: Sputnik / Stringerშსს-ს შენობა
შსს-ს შენობა - Sputnik საქართველო, 1920, 15.08.2026
გამოწერა
არასრულწლოვნების მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებების შედეგად სხვადასხვა დანიშნულების სავაჭრო ობიექტს 30.000 ლარზე მეტი ფინანსური ზარალი მიადგა.
თბილისი, 15 აგვისტო - Sputnik. პოლიციის თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს, ჯგუფურად ჩადენილი ქურდობისა და ძარცვის ბრალდებით, 5 არასრულწლოვანი დააკავეს, იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტრო.
დაკავებულთაგან 2 წარსულში ნასამართლევია და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ იმყოფება.
სამართალდამცველების მიერ, კომპლექსურად ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ არასრულწლოვნებმა წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფურად, მართლსაწინააღმდეგოდ მისაკუთრების მიზნით, თბილისში მდებარე სააფთიაქო და სასურსათო მაღაზიათა ქსელებიდან სხვადასხვა ღირებულების პროდუქცია გაიტაცეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. ასევე, დგინდება, რომ ერთ-ერთმა ბრალდებულმა მოქალაქის კუთვნილი მოტოციკლი მოიპარა.
მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ამოღებულია სავაჭრო ობიექტებში განთავსებული სათვალთვალო კამერების ჩანაწერები, რითაც ბრალდებულების დანაშაულებრივი ქმედებები დასტურდება.
არასრულწლოვნების მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებების შედეგად სხვადასხვა დანიშნულების სავაჭრო ობიექტს 30.000 ლარზე მეტი ფინანსური ზარალი მიადგა.
პოლიციამ ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ხუთივე არასრულწლოვანი მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ბრალდებულის სახით დააკავა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე და 177-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ყველა ახალი ამბავი
0