https://sputnik-georgia.com/20260814/saqartvelo-dainteresebulia-germaniastan-urtiertobebis-gaumjobesebit-volski-300120667.html
საქართველო დაინტერესებულია გერმანიასთან ურთიერთობების გაუმჯობესებით - ვოლსკი
საქართველო დაინტერესებულია გერმანიასთან ურთიერთობების გაუმჯობესებით - ვოლსკი
Sputnik საქართველო
ხელისუფლება იმედოვნებს, რომ გერმანია საფუძვლიანად გააანალიზებს არსებულ რეალობას და ურთიერთობებში არსებული პრობლემების საწყისებს, აცხადებს პარლამენტის... 14.08.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-08-14T18:31+0400
2026-08-14T18:31+0400
2026-08-14T18:31+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს საგარეო პოლიტიკა
ქართული ოცნება
გერმანია
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24651/16/246511691_0:53:3000:1741_1920x0_80_0_0_6a3c8a2f9e145389684c2032aa229abf.jpg
თბილისი, 14 აგვისტო - Sputnik. საქართველოს ხელისუფლება დაინტერესებულია გერმანიასთან ურთიერთობების ნორმალიზებით და იმედოვნებს, რომ ახალი ელჩი შესაბამის ინსტრუქციებს მიიღებს, განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ.გერმანიამ ბარბარა ფოსი საქართველოში ახალ ელჩად დანიშნა. დანიშვნისთანავე ფოსმა განაცხადა, რომ არსებული დაძაბულობა ართულებს გერმანიისა და ევროკავშირის ურთიერთობას საქართველოსთან; მიუხედავად ამისა, გერმანიის აქტიური მხარდაჭერა ქვეყნის დემოკრატიული და პროევროპული კურსის მიმართ ურყევი რჩება.მისი თქმით, ხელისუფლება იმედოვნებს, რომ გერმანია საფუძვლიანად გააანალიზებს არსებულ რეალობას და ურთიერთობებში არსებული პრობლემების საწყისებს.„იმედი გვაქვს, რომ ამ ელჩსაც შესაბამისი ინსტრუქციები ექნება, რომ ურთიერთობის ნორმალიზაციისთვის იმუშაოს და არა პიტერ ფიშერივით ურთიერთობა გაამწვავოს და ისეთი ვითარება შექმნას, როდესაც გერმანიის საელჩო გარკვეული ექსტრემისტული ჯგუფების ხელშეწყობაში პირდაპირ იყო ჩართული“, – განაცხადა ვოლსკიმ.ბარბარა ფოსი გერმანიის ელჩის თანამდებობაზე პეტერ ფისერს შეცვლის.გერმანიის ყოფილ ელჩს, პეტერ ფიშერს, რომელიც აღნიშნულ თანამდებობას 2022 წლის აგვისტოდან იკავებდა, უფლებამოსილების ვადა მიმდინარე წლის ივნისში ამოეწურა.საქართველოს ხელისუფლებამ გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი, არაერთხელ დაადანაშაულა ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევაში, ექსტრემიზმისა და რადიკალიზმის მხარდაჭერასა და წახალისებაში.ამის ფონზე, გერმანიის მთავრობა და საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ყოველთვის მხარს უჭერდნენ საკუთარ დიპლომატს.2025 წლის ოქტომბერში გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოში გერმანიის ელჩი პეტერ ფიშერი კონსულტაციებისთვის დაიბარა, ხოლო პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს კითხვებით მიმართა. ამას წინ უძღოდა ფიშერის დაბარება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში, სადაც მას განემარტა, რომ ვენის კონვენციის თანახმად, დიპლომატიური მისიის თანამშრომელი ვალდებულია პატივი სცეს ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კანონებსა და რეგულაციებს, ამასთან, აქვს ვალდებულება, არ ჩაერიოს მასპინძელი სახელმწიფოს შიდა საქმეებში.საქართველო და გერმანიაჯერ კიდევ 2024 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებამდე, გერმანიის ბუნდესტაგმა მხარი დაუჭირა რეზოლუციას "საქართველოს ევროპული მომავლისთვის". დოკუმენტში აღნიშნულია, რომ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის მიღების პირობებში საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესში შემდგომი პროგრესი ვერ იქნება.გერმანიის მმართველი პარტიების დეპუტატებმა ასევე მოითხოვეს სექსუალური უმცირესობების უფლებების შემზღუდავი კანონების გაუქმება, რაც საქართველოს ევროინტეგრაციის შემდგომი პროგრესისთვის აუცილებელ პირობად მიიჩნიეს.2024 წლის დეკემბრის დასაწყისში გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების სამინისტრომ ორმხრივი თანამშრომლობის გადახედვის დაწყება გამოაცხადა და აღნიშნა, რომ ბერლინი არ განახორციელებდა ახალ პროექტებს და არ დადებდა სასესხო ხელშეკრულებებს საქართველოსთან.გასული წლის დეკემბრის ბოლოს საქართველოში გერმანიის ელჩმა პიტერ ფიშერმა განაცხადა, რომ ევროინტეგრაციის გზიდან გადახვევისა და პროევროპული პროტესტის ჩახშობის საპასუხოდ გერმანიამ საქართველოსთან 237 მლნ ევროს ღირებულების პროექტები შეაჩერა.2024 წლის 31 დეკემბერს კი გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომ საქართველოს ცხრა მოქალაქეს, რომლებიც "პასუხისმგებელი არიან საქართველოში მომიტინგეებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების მიმართ ძალადობაზე", ქვეყანაში შესვლა აუკრძალა.გარდა ამისა, 2025 წლის თებერვალში გერმანიის განათლებისა და კვლევის ფედერალურმა სამინისტრომ გერმანულ-ქართული სამეცნიერო თანამშრომლობის განვითარება შეაჩერა. 2025 წლის მარტში გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დამატებითი აკრძალვები დააწესა იმ ქართველი ოფიციალური პირების ქვეყანაში შესვლაზე, რომლებიც საპროტესტო აქციების "ჩახშობაზე არიან პასუხისმგებლები".
საქართველო
გერმანია
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24651/16/246511691_166:0:2833:2000_1920x0_80_0_0_50c87ee335440434c6fea0ce346637a3.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, ქართული ოცნება , გერმანია
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, ქართული ოცნება , გერმანია
საქართველო დაინტერესებულია გერმანიასთან ურთიერთობების გაუმჯობესებით - ვოლსკი
ხელისუფლება იმედოვნებს, რომ გერმანია საფუძვლიანად გააანალიზებს არსებულ რეალობას და ურთიერთობებში არსებული პრობლემების საწყისებს, აცხადებს პარლამენტის ვიცე-სპიკერი
თბილისი, 14 აგვისტო - Sputnik. საქართველოს ხელისუფლება დაინტერესებულია გერმანიასთან ურთიერთობების ნორმალიზებით და იმედოვნებს, რომ ახალი ელჩი შესაბამის ინსტრუქციებს მიიღებს, განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ.
გერმანიამ ბარბარა ფოსი საქართველოში ახალ ელჩად დანიშნა. დანიშვნისთანავე ფოსმა განაცხადა, რომ არსებული დაძაბულობა ართულებს გერმანიისა და ევროკავშირის ურთიერთობას საქართველოსთან; მიუხედავად ამისა, გერმანიის აქტიური მხარდაჭერა ქვეყნის დემოკრატიული და პროევროპული კურსის მიმართ ურყევი რჩება.
„ერთადერთი ინტერესი გვაქვს, რომ გერმანიასთან ურთიერთობა ნორმალურ კალაპოტში ჩადგეს, ვინაიდან ისტორიულად პოზიტიური იყო ჩვენი ურთიერთობები, არა მარტო პოლიტიკის, არამედ ბევრი სხვა მიმართულებით, იქნებოდა ეს ეკონომიკა, კულტურა, განათლება თუ სხვა დარგები“, - განაცხადა ვოლსკიმ.
მისი თქმით, ხელისუფლება იმედოვნებს, რომ გერმანია საფუძვლიანად გააანალიზებს არსებულ რეალობას და ურთიერთობებში არსებული პრობლემების საწყისებს.
„იმედი გვაქვს, რომ ამ ელჩსაც შესაბამისი ინსტრუქციები ექნება, რომ ურთიერთობის ნორმალიზაციისთვის იმუშაოს და არა პიტერ ფიშერივით ურთიერთობა გაამწვავოს და ისეთი ვითარება შექმნას, როდესაც გერმანიის საელჩო გარკვეული ექსტრემისტული ჯგუფების ხელშეწყობაში პირდაპირ იყო ჩართული“, – განაცხადა ვოლსკიმ.
ბარბარა ფოსი გერმანიის ელჩის თანამდებობაზე პეტერ ფისერს შეცვლის.
გერმანიის ყოფილ ელჩს, პეტერ ფიშერს, რომელიც აღნიშნულ თანამდებობას 2022 წლის აგვისტოდან იკავებდა, უფლებამოსილების ვადა მიმდინარე წლის ივნისში ამოეწურა.
საქართველოს ხელისუფლებამ გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი, არაერთხელ დაადანაშაულა ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევაში, ექსტრემიზმისა და რადიკალიზმის მხარდაჭერასა და წახალისებაში.
ამის ფონზე, გერმანიის მთავრობა და საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ყოველთვის მხარს უჭერდნენ საკუთარ დიპლომატს.
2025 წლის ოქტომბერში გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოში გერმანიის ელჩი პეტერ ფიშერი კონსულტაციებისთვის დაიბარა, ხოლო პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს კითხვებით მიმართა. ამას წინ უძღოდა ფიშერის დაბარება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში, სადაც მას განემარტა, რომ ვენის კონვენციის თანახმად, დიპლომატიური მისიის თანამშრომელი ვალდებულია პატივი სცეს ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კანონებსა და რეგულაციებს, ამასთან, აქვს ვალდებულება, არ ჩაერიოს მასპინძელი სახელმწიფოს შიდა საქმეებში.
ჯერ კიდევ 2024 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებამდე, გერმანიის ბუნდესტაგმა მხარი დაუჭირა რეზოლუციას "საქართველოს ევროპული მომავლისთვის". დოკუმენტში აღნიშნულია, რომ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის მიღების პირობებში საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესში შემდგომი პროგრესი ვერ იქნება.
გერმანიის მმართველი პარტიების დეპუტატებმა ასევე მოითხოვეს სექსუალური უმცირესობების უფლებების შემზღუდავი კანონების გაუქმება, რაც საქართველოს ევროინტეგრაციის შემდგომი პროგრესისთვის აუცილებელ პირობად მიიჩნიეს.
2024 წლის დეკემბრის დასაწყისში გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების სამინისტრომ ორმხრივი თანამშრომლობის გადახედვის დაწყება გამოაცხადა და აღნიშნა, რომ ბერლინი არ განახორციელებდა ახალ პროექტებს და არ დადებდა სასესხო ხელშეკრულებებს საქართველოსთან.
გასული წლის დეკემბრის ბოლოს საქართველოში გერმანიის ელჩმა პიტერ ფიშერმა განაცხადა, რომ ევროინტეგრაციის გზიდან გადახვევისა და პროევროპული პროტესტის ჩახშობის საპასუხოდ გერმანიამ საქართველოსთან 237 მლნ ევროს ღირებულების პროექტები შეაჩერა.
2024 წლის 31 დეკემბერს კი გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომ საქართველოს ცხრა მოქალაქეს, რომლებიც "პასუხისმგებელი არიან საქართველოში მომიტინგეებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების მიმართ ძალადობაზე", ქვეყანაში შესვლა აუკრძალა.
გარდა ამისა, 2025 წლის თებერვალში გერმანიის განათლებისა და კვლევის ფედერალურმა სამინისტრომ გერმანულ-ქართული სამეცნიერო თანამშრომლობის განვითარება შეაჩერა. 2025 წლის მარტში გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დამატებითი აკრძალვები დააწესა იმ ქართველი ოფიციალური პირების ქვეყანაში შესვლაზე, რომლებიც საპროტესტო აქციების "ჩახშობაზე არიან პასუხისმგებლები".