სამცხე-ჯავახეთს ახალი სახელმწიფო რწმუნებული ჰყავს

© photo: Sputnik / Stringerსაქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია - Sputnik საქართველო, 1920, 14.08.2026
გამოწერა
იოსებ ალიბეგაშვილი ამ დრომდე ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილის თანამდებობას იკავებდა.
თბილისი, 14 აგვისტო — Sputnik. სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულად იოსებ ალიბეგაშვილი დაინიშნა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
იოსებ ალიბეგაშვილს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ვიცე-პრემიერთან, მამუკა მდინარაძესთან ერთად მთავრობის ადმინისტრაციაში შეხვდა.
"შეხვედრაზე რეგიონში დაგეგმილი და მიმდინარე პროექტები განიხილეს. ირაკლი კობახიძემ იოსებ ალიბეგაშვილს მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა", - აღნიშნულია განცხადებაში.
იოსებ ალიბეგაშვილი დღემდე ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილის თანამდებობას იკავებდა.
სამცხე-ჯავახეთის მხარეში ყოფილი სახელმწიფო რწმუნებული, ზაალ გელაშვილი 57 წლის ასაკში გასულ კვირაში გარდაიცვალა.
ყველა ახალი ამბავი
0