მარნეულში თაღლითობის ბრალდებით ორი პირი დააკავეს

© photo: Sputnik / Stringerდაკავება
დაკავება - Sputnik საქართველო, 1920, 14.08.2026
გამოწერა
დანაშაული 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
თბილისი, 14 აგვისტო — Sputnik. სამართალდამცველებმა მარნეულში არაერთგზის ჩადენილი თაღლითობის ბრალდებით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, სხვადასხვა დროს ორი პირი დააკავეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
გამოძიებით დადგინდა, რომ ერთ-ერთი ბრალდებული თანასოფლელებს დაპირდა, რომ დაუმზადებდა გერმანიის ფედერაციის სამუშაო ვიზებს, წინასწარ გამოართვა 1.500-1.500 ევრო, თუმცა დანაპირები არ შეუსრულა და მოქალაქეების კუთვნილ თანხას თაღლითურად დაეუფლა.
მეორე ბრალდებულმა კი ისარგებლა ნაცნობის ნდობით, რომელსაც ბინის გამოსყიდვის ხელშეკრულება ჰქონდა გაფორმებული, მესაკუთრისთვის გადასაცემად გამოსძალა 8 ათასი ლარი და თანხა მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრა.
გამოძიება საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ყველა ახალი ამბავი
0