https://sputnik-georgia.com/20260814/235-atas-larze-meti-rirebulebis-uaqcizo-sigaretis-senaxvis-faqtze-ori-piri-daakaves-300118601.html
235 ათას ლარზე მეტი ღირებულების უაქციზო სიგარეტის შენახვის ფაქტზე ორი პირი დააკავეს
235 ათას ლარზე მეტი ღირებულების უაქციზო სიგარეტის შენახვის ფაქტზე ორი პირი დააკავეს
Sputnik საქართველო
დანაშაული სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 8 წლამდე ვადით. 14.08.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-08-14T14:31+0400
2026-08-14T14:31+0400
2026-08-14T14:31+0400
ახალი ამბები
საქართველო
შემთხვევები საქართველოში
შემთხვევები
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/07/0e/248971213_0:45:1759:1034_1920x0_80_0_0_1f1265efc9f17ed762805db9ab457a5b.jpg
თბილისი, 14 აგვისტო — Sputnik. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა უაქციზო სიგარეტის შენახვის ფაქტზე საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. დაკავებულებს საგამოძიებო უწყება ჯგუფურად მარკირებას დაქვემდებარებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე შენახვას ედავებსა. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები შემდგომი რეალიზაციისა და მატერიალური სარგებლის უკანონოდ მიღების მიზნით თბილისში კონსპირაციის წესების დაცვით სხვადასხვა ტერიტორიაზე, მათ შორის მათ სარგებლობაში არსებულ ავტოფარეხში უკანონოდ ინახავდნენ ჯამში 40,6 ათას კოლოფ Platinum-ის, Manchester-ის, Winston-ის და Kent-ის დასახელების უაქციზო სიგარეტს, რომლის საერთო საბაზრო ღირებულება 235 ათას ლარს აღემატება. საქმეზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის მე-200 მუხლით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 8 წლამდე ვადით.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/07/0e/248971213_160:0:1600:1080_1920x0_80_0_0_1930409aada425db3e56067c6a3b1cea.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, შემთხვევები საქართველოში, შემთხვევები, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
ახალი ამბები, საქართველო, შემთხვევები საქართველოში, შემთხვევები, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
235 ათას ლარზე მეტი ღირებულების უაქციზო სიგარეტის შენახვის ფაქტზე ორი პირი დააკავეს
დანაშაული სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 8 წლამდე ვადით.
თბილისი, 14 აგვისტო — Sputnik. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა უაქციზო სიგარეტის შენახვის ფაქტზე საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
დაკავებულებს საგამოძიებო უწყება ჯგუფურად მარკირებას დაქვემდებარებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე შენახვას ედავებსა.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები შემდგომი რეალიზაციისა და მატერიალური სარგებლის უკანონოდ მიღების მიზნით თბილისში კონსპირაციის წესების დაცვით სხვადასხვა ტერიტორიაზე, მათ შორის მათ სარგებლობაში არსებულ ავტოფარეხში უკანონოდ ინახავდნენ ჯამში 40,6 ათას კოლოფ Platinum-ის, Manchester-ის, Winston-ის და Kent-ის დასახელების უაქციზო სიგარეტს, რომლის საერთო საბაზრო ღირებულება 235 ათას ლარს აღემატება.
საქმეზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის მე-200 მუხლით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 8 წლამდე ვადით.