ტრაგედია გომისმთაზე: როგორია დაშავებულების ჯანმრთელობის მდგომარეობა

© photo: Sputnik / Stringerმიხეილ სარჯველაძე
მიხეილ სარჯველაძე - Sputnik საქართველო, 1920, 13.08.2026
გამოწერა
დაშავებულები გვიან ღამით ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ მოინახულა.
თბილისი, 13 აგვისტო — Sputnik. გომის მთაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული 11 პირი ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოშია გადაყვანილი, მათგან 6 პედიატრიული ასაკისაა, იუწყება ტელეკომპანია "პირველი".
გუშინ საღამოს გომის მთაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ოთხი ადამიანი ემსხვერპლა, 20-მდე კი დაშავდა. გავრცელებული ინფორმაციით, სამგზავრო მიკროავტობუსი გომის მთიდან ოზურგეთის მიმართულებით მიდიოდა, რა დროსაც გზიდან ხევში გადავარდა. ოთხივე დაღუპული ბელარუსის მოქალაქე იყო.
ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებულები სასწრაფო დახმარების ჯგუფებმა ბათუმსა და ჩოხატაურში გადაიყვანეს. მათმა ნაწილმა სამედიცინო დაწესებულებები უკვე დატოვეს.
"ბათუმის რესპუბლიკურ კლინიკურ საავადმყოფოში შემოყვანილია 11 პაციენტი, აქედან 6 პაციენტი არის პედიატრიული ასაკის, 5 კი მოზრდილი. 2 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა შედარებით მძიმე. ამ ეტაპზე მიმდინარეობს კვლევები", - განაცხადა კლინიკის ექიმმა.
გომის მთაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებულები ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ გვიან ღამით მოინახულა. მინისტრი პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობას ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოსა და ჩოხატაურის სამედიცინო დაწესებულებაში გაეცნო.
გავრცელებული ინფორმაციით, მიკროავტობუსს საქართველოს მოქალაქე მართავდა, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
მომხდარზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
ყველა ახალი ამბავი
0