შსს: დარიალის სასაზღვრო გამშვები პუნქტიდან ხალხის ევაკუაცია განხორციელდა

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliდარიალის ხეობა
დარიალის ხეობა - Sputnik საქართველო, 1920, 13.08.2026
გამოწერა
ამ დროისთვის სოფელ გველეთთან ყველა სახის ავტოსატრანსპორტო საშუალებისთვის ორივე მიმართულებით მოძრაობა შეზღუდულია.
თბილისი, 13 აგვისტო — Sputnik. სასაზღვრო გამშვები პუნქტ "დარიალიდან" ადგილზე მყოფი მოქალაქეების ევაკუაცია განხორციელდა. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, დევდორაკში დამონტაჟებული ადრეული გაფრთხილების სისტემიდან, რომელიც კალაპოტში დინების მინიმალური აწევის შემთხვევაში ცვლილებას აფიქსირებს, შევიდა სასიგნალო შეტყობინება.
პროტოკოლის შესაბამისად, ადგილზე მყოფი მოქალაქეები, ასევე გამშვებ პუნქტზე დასაქმებული საპატრულო პოლიციის, საბაჟო სამსახურის, სასაზღვრო პოლიციის და კერძო კომპანიის თანამშრომლების უსაფრთხო ადგილზე არიან გადაყვანილები.
ამავდროულად, პრევენციის მიზნით, სოფელ გველეთთან ყველა სახის ავტოსატრანსპორტო საშუალებისთვის ორივე მიმართულებით მოძრაობა შეზღუდულია.
ყველა ახალი ამბავი
0