https://sputnik-georgia.com/20260813/saxelmwifo-struqturebsi-anazraurebadi-stajireba-300093647.html
1 ოქტომბრიდან სახელმწიფო სტრუქტურებში ანაზღაურებადი სტაჟირება დაიწყება
1 ოქტომბრიდან სახელმწიფო სტრუქტურებში ანაზღაურებადი სტაჟირება დაიწყება
Sputnik საქართველო
განაცხადის წარდგენა 2026 წლის 1 სექტემბრიდან 2026 წლის 10 სექტემბრის ჩათვლით პერიოდში იქნება შესაძლებელი 13.08.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-08-13T10:48+0400
2026-08-13T10:48+0400
2026-08-13T10:48+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს მთავრობა
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
ირაკლი კობახიძე
საზოგადოება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/05/282980757_0:0:3078:1731_1920x0_80_0_0_a770bdd1673c3da8ce4955399783b961.jpg
თბილისი, 13 აგვისტო— Sputnik. საჯარო დაწესებულებებში, ასევე, საჯარო დაწესებულებების სისტემაში შემავალ საჯარო და კერძო სამართლის იურიდიულ პირებში ანაზღაურებადი სტაჟირება 2026 წლის 1 ოქტომბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით იქნება შესაძლებელი. პრემიერ-მინისტრის შესაბამისი დადგენილება 11 აგვისტოსაა გამოქვეყნებული.პრემიერის გადაწყვეტილებით, 2026 წლის 1 სექტემბრიდან ანაზღაურებად სტაჟირებაზე კონკურსი გამოცხადდება.სტაჟიორის კონკურსზე განაცხადის წარდგენა 2026 წლის 1 სექტემბრიდან 2026 წლის 10 სექტემბრის ჩათვლით პერიოდში იქნება შესაძლებელი, სტაჟირებაზე განაცხადის წარდგენა განხორციელდება საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მიერ ადმინისტრირებულ ვებგვერდზე − www.vacancy.hr.gov.ge.დოკუმენტის თანახმად, სტაჟირების გავლა შეეძლება პირს, თუ ის სწავლობს უმაღლესი განათლების პირველ საფეხურზე (დამამთავრებელი სასწავლო წლის შემთხვევაში) ან მეორე საფეხურზე ან დასრულებული აქვს უმაღლესი განათლების პირველი ან მე-2 საფეხური 2025-2026 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში.ამასთან, ახალი წესის მოქმედება არ ვრცელდება მთელ რიგ დაწესებულებებზე, მათ შორის საქართველოს პარლამენტის აპარატზე, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაზე, საქართველოს ეროვნული ბანკის აპარატზე, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის აპარატზე, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს აპარატზე, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის აპარატზე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს აპარატზე, საქართველოს საერთო სასამართლოების სისტემაზე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაზე, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალურ ინსპექციაზე, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურზე, სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურზე, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაზე, დიპლომატიურ სამსახურზე, საქართველოს პროკურატურაზე, ეროვნულ მარეგულირებელ ორგანოზე, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სისტემასა და სხვა სახელმწიფო სტრუქტურებზე.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/05/282980757_347:0:3078:2048_1920x0_80_0_0_88a715ade76d6f591c77b024a4b9b2e6.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს მთავრობა , საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ირაკლი კობახიძე, საზოგადოება
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს მთავრობა , საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ირაკლი კობახიძე, საზოგადოება
1 ოქტომბრიდან სახელმწიფო სტრუქტურებში ანაზღაურებადი სტაჟირება დაიწყება
განაცხადის წარდგენა 2026 წლის 1 სექტემბრიდან 2026 წლის 10 სექტემბრის ჩათვლით პერიოდში იქნება შესაძლებელი
თბილისი, 13 აგვისტო— Sputnik. საჯარო დაწესებულებებში, ასევე, საჯარო დაწესებულებების სისტემაში შემავალ საჯარო და კერძო სამართლის იურიდიულ პირებში ანაზღაურებადი სტაჟირება 2026 წლის 1 ოქტომბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით იქნება შესაძლებელი. პრემიერ-მინისტრის შესაბამისი დადგენილება 11 აგვისტოსაა გამოქვეყნებული.
პრემიერის გადაწყვეტილებით, 2026 წლის 1 სექტემბრიდან ანაზღაურებად სტაჟირებაზე კონკურსი გამოცხადდება.
სტაჟიორის კონკურსზე განაცხადის წარდგენა 2026 წლის 1 სექტემბრიდან 2026 წლის 10 სექტემბრის ჩათვლით პერიოდში იქნება შესაძლებელი, სტაჟირებაზე განაცხადის წარდგენა განხორციელდება საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მიერ ადმინისტრირებულ ვებგვერდზე −
www.vacancy.hr.gov.ge.
დოკუმენტის თანახმად, სტაჟირების გავლა შეეძლება პირს, თუ ის სწავლობს უმაღლესი განათლების პირველ საფეხურზე (დამამთავრებელი სასწავლო წლის შემთხვევაში) ან მეორე საფეხურზე ან დასრულებული აქვს უმაღლესი განათლების პირველი ან მე-2 საფეხური 2025-2026 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში.
ამასთან, ახალი წესის მოქმედება არ ვრცელდება მთელ რიგ დაწესებულებებზე, მათ შორის საქართველოს პარლამენტის აპარატზე, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაზე, საქართველოს ეროვნული ბანკის აპარატზე, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის აპარატზე, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს აპარატზე, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის აპარატზე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს აპარატზე, საქართველოს საერთო სასამართლოების სისტემაზე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაზე, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალურ ინსპექციაზე, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურზე, სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურზე, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაზე, დიპლომატიურ სამსახურზე, საქართველოს პროკურატურაზე, ეროვნულ მარეგულირებელ ორგანოზე, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სისტემასა და სხვა სახელმწიფო სტრუქტურებზე.