საქართველო და აზერბაიჯანი ახალ ტრანზიტულ ენერგომარშრუტზე მოლაპარაკებებს აწარმოებენ

© Ministry of Economy and Sustainable Development of Georgiaეკონომიკის მინისტრის მოადგილე ინგა ფხალაძე
ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ინგა ფხალაძე - Sputnik საქართველო, 1920, 13.08.2026
გამოწერა
ახალი სახმელეთო ენერგეტიკული დერეფანი შავი ზღვის კაბელის პროექტს შეემატება და სამხრეთ კავკასიას თურქეთისა და ბულგარეთის გავლით ელექტროენერგიის ევროპულ ბაზართან დააკავშირებს
თბილისი, 13 აგვისტო - Sputnik. საქართველოს, აზერბაიჯანის, თურქეთისა და ბულგარეთის მთავრობები ელექტროენერგიის გადაცემისთვის სახმელეთო სატრანზიტო დერეფნის შექმნაზე მოლაპარაკებებს აწარმოებენ, განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ინგა ფხალაძემ.
აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ადრე გამოთქვა ქვეყნის ინტერესი ევროპისთვის ელექტროენერგიის მიწოდების მიმართ და აღნიშნა, რომ ეს მარშრუტი საქართველოსა და თურქეთის გავლით გაივლის.
„ეს უზრუნველყოფს საქართველოს გავლით ნებისმიერი დაინტერესებული ქვეყნის, პირველ რიგში, ჩვენი მეზობელი ქვეყნების ელექტროენერგიის ევროპაში მოხვედრას“, - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.
ინგა ფხალაძე მიიჩნევს, რომ აღნიშნული პროექტი, უპირველეს ყოვლისა, უზრუნველყოფს საქართველოს პირდაპირ ენერგეტიკულ კავშირს ევროპასთან, რაც ქვეყანას გეოგრაფიული ფაქტორის გამო აქამდე არ ჰქონია.
„ეკონომიკურად ეს ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო ინიციატივაა, ვინაიდან ტრანზიტის გარდა, ჩვენივე წარმოებული ელექტროენერგიის ექსპორტსაც განვახორციელებთ. ეს, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს ადგილობრივ ბიზნესს და ქვეყანაში ენერგეტიკული განვითარების მაღალ ხარისხს უზრუნველყოფს“, - აღნიშნა ინგა ფხალაძემ.
თავის მხრივ, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პროექტების განხორციელებისთვის აზერბაიჯანთან და თურქეთთან სტრატეგიული პარტნიორობის გაძლიერების მნიშვნელობაზე ისაუბრა.
„პრინციპულად მნიშვნელოვანია აზერბაიჯანი-საქართველო-თურქეთს შორის სტრატეგიული კავშირების, მათ შორის, დაკავშირებადობის კუთხით სტრატეგიული კავშირების კიდევ უფრო მეტად განმტკიცება და ჩვენ ამისათვის ყველაფერს ვაკეთებთ და ყველაფერს გავაკეთებთ“, - აღნიშნა კობახიძემ.
მისი თქმით, ყველა ექსპერტი ადასტურებს, რომ ამჟამად საქართველოს გავლით ელექტროენერგიის გადაცემის ალტერნატიული გზა არ არსებობს.
საქართველო და აზერბაიჯანი ამჟამად მონაწილეობენ წყალქვეშა ელექტროკაბელის გაყვანით პროექტში, რომელიც აზერბაიჯანსა და რუმინეთს საქართველოს გავლით დააკავშირებს.
საქართველო და აზერბაიჯანი ამჟამად მონაწილეობენ წყალქვეშა ელექტროკაბელის გაყვანის პროექტში, რომელიც აზერბაიჯანსა და რუმინეთს საქართველოს გავლით დააკავშირებს.
შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის სიმძლავრე 1300 მეგავატამდე იქნება და იგი უზრუნველყოფს საქართველოში გენერირებული ელექტროენერგიის ექსპორტს ევროკავშირის ბაზარზე.
შეთანხმებას, რომლის თანახმად შავი ზღვის ფსკერზე გაყვანილმა ელექტროკაბელმა საქართველო და აზერბაიჯანი ევროპასთან უნდა დააკავშიროს, საქართველომ, აზერბაიჯანმა, რუმინეთმა და უნგრეთმა 2022 წლის დეკემბერში მოაწერეს ხელი. საქართველოს ხელისუფლებამ არაერთხელ განაცხადა, რომ საქართველოს, ენერგიის განახლებადი წყაროების თვალსაზრისით, დიდი პოტენციალი აქვს და ის მიმზიდველია, როგორც სატრანზიტო ჰაბი.
პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს ევროპისა და კავკასიის რეგიონის ენერგეტიკული უსაფრთხოების განმტკიცებას, განახლებადი ენერგიის სექტორის განვითარებას და გაზრდის სატრანზიტო შესაძლებლობებს.
ევროკავშირი პროექტისთვის 2,3 მილიარდ ევროს გამოყოფს. კაბელი ხელს შეუწყობს აზერბაიჯანსა და საქართველოში წარმოებული ელექტროენერგიის ევროპაში გაყიდვას. მსოფლიო ბანკი შავის ზღვის ფსკერის დეტალური კვლევისთვის საქართველოს დამატებით 75 მლნ დოლარს გამოუყოფს.
თუ პროექტი განხორციელდება, ათასი მეგავატი სიმძლავრის 1.195 კმ-იანი კაბელი (1.115კმ წყალქვეშ, ხოლო 40 კმ ხმელეთზე, ძაბვა – 525 კვ, სიმძლავრე – 1.300 მგვტ) საქართველოს აღმოსავლეთ ბალკანეთთან დააკავშირებს, რაც სამხრეთ კავკასიას და ევროპას საშუალებას მისცემს, ისარგებლონ ფართო საექსპორტო შესაძლებლობებით და განახორციელონ ელექტროენერგიის იმპორტი ელექტროენერგიის ბაზრის საათობრივი ფასების გათვალისწინებით.
ყველა ახალი ამბავი
0