https://sputnik-georgia.com/20260813/lavrovi-evrokavsirma-rusetis-semosavlebis-sesazrudad-saxifato-gza-aircia-300119918.html
ლავროვი: ევროკავშირმა რუსეთის შემოსავლების შესაზღუდად სახიფათო გზა აირჩია
ლავროვი: ევროკავშირმა რუსეთის შემოსავლების შესაზღუდად სახიფათო გზა აირჩია
Sputnik საქართველო
რუსეთი თავად შეარჩევს სამიზნეებს დასავლეთის მიერ გემების დაკავების საპასუხოდ, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა. 13.08.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-08-13T20:18+0400
2026-08-13T20:18+0400
2026-08-14T16:08+0400
მსოფლიო დღეს
მსოფლიოს ახალი ამბები
რუსეთი
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი
სერგეი ლავროვი
პოლიტიკა
ვლადიმირ პუტინი
ევროკავშირი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/06/1a/278968430_0:185:3080:1918_1920x0_80_0_0_e2bd175901d6530e35763adcba5779b0.jpg
თბილისი, 13 აგვისტო - Sputnik. ევროკავშირმა ძალიან სახიფათო გზა აირჩია როდესაც მისთვის მიუღებელ გემებს ე.წ. „ჩრდილოვანი ფლოტი“ უწოდა, რაც რუსეთისთვის ფულის შოვნის შესაძლებლობების შეზღუდვის მცდელობაა, განუცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა Vesti-ს.„ევროკავშირმა გადაწყვიტა, საკუთარი სამართალი გამოიყენოს, თუ შეიძლება ბრიუსელის უკანონო გადაწყვეტილებებს საერთოდ უწოდო სამართალი, რაც გლობალურ ბაზრებზე რუსეთისთვის ფულის შოვნის შესაძლებლობების შეზღუდვას ისახავდა მიზნად“, - აღნიშნა მან.ლავროვმა განმარტა, რომ „ჩრდილოვან ფლოტად“ მოიაზრება ყველა გემი, ნებისმიერი დროშის ქვეშ, რომელიც „არ ემორჩილება“ ევროკავშირს, და ხაზგასმით აღნიშნა, რომ „ეს ძალიან სახიფათო გზაა“.მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ დასავლეთის მიერ გემების დაკავების საპასუხოდ რუსეთი თავად შეარჩევს გემებს, რომლებიც მოქმედებენ მძარცველი ქვეყნების ინტერესებში.„სამიზნეებს თავად შევარჩევთ. მიზანში მოხვდებიან გემები, რომლებიც მოქმედებენ იმ ქვეყნების ინტერესებში, რომლებმაც ძარცვა და მეკობრეობა ოფიციალურ პოლიტიკად გამოაცხადეს“, - განაცხადა სერგეი ლავროვმა.მან დასძინა, რომ რუსეთი თავად გადაწყვეტს, „როგორ მოექცევა ამ გემებს“.მანამდე დასავლეთის მიმართ გაფრთხილება რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა გამოთქვა. მისი თქმით, ზოგიერთი ქვეყნის ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ დასაშვებია რუსული გემების დაკავება და ჩამორთმეული ქონების გაყიდვა.„რა თქმა უნდა, ეს სხვა არაფერია, თუ არა მეკობრეობა და ძარცვა“, - განაცხადა პუტინმა.რუსეთი ამაზე რეაგირებას მოახდენს და „არა აუცილებლად იმ წყლებში, სადაც დასავლეთი რეიდების განხორციელებას გეგმავს“, - განაცხადა მან. ამის შესახებ დავალება უკვე გაცემულია და ეცნობა ფლოტის სარდლობას.
ევროკავშირი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/06/1a/278968430_164:0:2895:2048_1920x0_80_0_0_dec8f6996359a87d79a39be5ea11ea82.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
მსოფლიოს ახალი ამბები, რუსეთი, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, სერგეი ლავროვი, პოლიტიკა, ვლადიმირ პუტინი, ევროკავშირი
მსოფლიოს ახალი ამბები, რუსეთი, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, სერგეი ლავროვი, პოლიტიკა, ვლადიმირ პუტინი, ევროკავშირი
ლავროვი: ევროკავშირმა რუსეთის შემოსავლების შესაზღუდად სახიფათო გზა აირჩია
20:18 13.08.2026 (განახლებულია: 16:08 14.08.2026) რუსეთი თავად შეარჩევს სამიზნეებს დასავლეთის მიერ გემების დაკავების საპასუხოდ, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
თბილისი, 13 აგვისტო - Sputnik. ევროკავშირმა ძალიან სახიფათო გზა აირჩია როდესაც მისთვის მიუღებელ გემებს ე.წ. „ჩრდილოვანი ფლოტი“ უწოდა, რაც რუსეთისთვის ფულის შოვნის შესაძლებლობების შეზღუდვის მცდელობაა, განუცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა Vesti-ს.
„ევროკავშირმა გადაწყვიტა, საკუთარი სამართალი გამოიყენოს, თუ შეიძლება ბრიუსელის უკანონო გადაწყვეტილებებს საერთოდ უწოდო სამართალი, რაც გლობალურ ბაზრებზე რუსეთისთვის ფულის შოვნის შესაძლებლობების შეზღუდვას ისახავდა მიზნად“, - აღნიშნა მან.
ლავროვმა განმარტა, რომ „ჩრდილოვან ფლოტად“ მოიაზრება ყველა გემი, ნებისმიერი დროშის ქვეშ, რომელიც „არ ემორჩილება“ ევროკავშირს, და ხაზგასმით აღნიშნა, რომ „ეს ძალიან სახიფათო გზაა“.
მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ დასავლეთის მიერ გემების დაკავების საპასუხოდ რუსეთი თავად შეარჩევს გემებს, რომლებიც მოქმედებენ მძარცველი ქვეყნების ინტერესებში.
„სამიზნეებს თავად შევარჩევთ. მიზანში მოხვდებიან გემები, რომლებიც მოქმედებენ იმ ქვეყნების ინტერესებში, რომლებმაც ძარცვა და მეკობრეობა ოფიციალურ პოლიტიკად გამოაცხადეს“, - განაცხადა სერგეი ლავროვმა.
მან დასძინა, რომ რუსეთი თავად გადაწყვეტს, „როგორ მოექცევა ამ გემებს“.
მანამდე დასავლეთის მიმართ გაფრთხილება რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა გამოთქვა. მისი თქმით, ზოგიერთი ქვეყნის ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ დასაშვებია რუსული გემების დაკავება და ჩამორთმეული ქონების გაყიდვა.
„რა თქმა უნდა, ეს სხვა არაფერია, თუ არა მეკობრეობა და ძარცვა“, - განაცხადა პუტინმა.
რუსეთი ამაზე რეაგირებას მოახდენს და „არა აუცილებლად იმ წყლებში, სადაც დასავლეთი რეიდების განხორციელებას გეგმავს“, - განაცხადა მან. ამის შესახებ დავალება უკვე გაცემულია და ეცნობა ფლოტის სარდლობას.