დარიალის ხეობაში ტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliგამაფრთილებელი ბანერი დარიალის ხეობაში
გამაფრთილებელი ბანერი დარიალის ხეობაში - Sputnik საქართველო, 1920, 13.08.2026
გამოწერა
პროტოკოლის შესაბამისად, „დარიალის“ სასაზღვრო გამშვები პუნქტიდან იქ მყოფი ყველა მოქალაქის ევაკუაცია მოხდა
თბილისი, 13 აგვისტო — Sputnik. დევდორაკის ხეობაში საავტომობილო გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა მოიხსნა მას შემდეგ, რაც გარემოს ეროვნულმა სააგენტომ საფრთხის დონის მოხსნის შესახებ განაცხადა, განაცხადეს შსს-ში.
დევდორაკში დამონტაჟებული ადრეული გაფრთხილების სისტემიდან, რომელიც კალაპოტში დინების მინიმალური აწევის შემთხვევაში ცვლილებას აფიქსირებს, სასიგნალო შეტყობინება დღის პირველ ნახევარში შემოვიდა.
პროტოკოლის შესაბამისად, სასაზღვრო გამშვები პუნქტი „დარიალიდან“ ადგილზე მყოფი მოქალაქეების, ასევე, გამშვებ პუნქტზე დასაქმებული საპატრულო პოლიციის, საბაჟო სამსახურის, სასაზღვრო პოლიციის და კერძო კომპანიის თანამშრომლების უსაფრთხო ადგილზე ევაკუაცია მყისიერად განხორციელდა.
ამავდროულად პრევენციის მიზნით, სოფელ გველეთთან ყველა სახის ავტოსატრანსპორტო საშუალებისთვის ორივე მიმართულებით მოძრაობა შეიზღუდა.
ამჟამად „დარიალის“ საკონტროლო-გამშვები პუნქტი ჩვეულ რეჟიმში მუშაობს, მოძრაობა აღდგენილია.
ყველა ახალი ამბავი
0