თბილისში 2,7 მლნ ლარის უძრავი ქონების მითვისებითვის ძებნილი პირი დააკავეს

© photo: Sputnik / Mikhail Voskresenskiy / გადასვლა მედიაბანკშიდაკავება
დაკავება - Sputnik საქართველო, 1920, 12.08.2026
გამოწერა
ამჟამად დაკავებული სასჯელაღსრულების დაწესებულებაშია გადაყვანილი.
თბილისი, 12 აგვისტო — Sputnik. სამართალდამცველებმა თბილისში დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ძებნილი პირი დააკავეს, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ინფორმაციით, დაკავებული 2025 წელს თაღლითურად დაეუფლა მოქალაქის კუთვნილ 2,7 მლნ ლარის ღირებულების უძრავ ქონებას.
მამაკაცი რუსთავის საქალაქო სასამართლოს განჩინების საფუძველზე იძებნებოდა და მას დაუსწრებლად პატიმრობა ჰქონდა შეფარდებული.
სამართალდამცველებმა ძებნილი პირი თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს.
ამჟამად დაკავებული სასჯელაღსრულების დაწესებულებაშია გადაყვანილი.
ყველა ახალი ამბავი
0