https://sputnik-georgia.com/20260812/ra-shemtxvevashia-shesazlebeli-saskolo-pormis-shecvla-300085928.html
რა შემთხვევაში იქნება შესაძლებელი სასკოლო ფორმების შეცვლა ან დაბრუნება: უწყების განმარტება
რა შემთხვევაში იქნება შესაძლებელი სასკოლო ფორმების შეცვლა ან დაბრუნება: უწყების განმარტება
Sputnik საქართველო
პირველკლასელთა სასკოლო ფორმის შეძენა 1-14 სექტემბრის პერიოდში იქნება შესაძლებელი 12.08.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-08-12T15:00+0400
2026-08-12T15:00+0400
2026-08-12T15:00+0400
საქართველო
განათლება საქართველოში
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/04/0f/298128899_0:78:1644:1003_1920x0_80_0_0_1f32e18af6bfbd3bee83d5b6313f3cc8.png
თბილისი, 12 აგვისტო — Sputnik. სასკოლო ფორმის შეცვლა ან დაბრუნება ქარხნული წუნის ან ზომის შეუსაბამობის შემთხვევაში მისი მიღებიდან ან შეძენიდან 14 კალენდარული დღის განმავლობაში იქნება შესაძლებელი. ამის შესახებ ინფორმაციას შპს „საგანმანათლებლო რესურსები“ ავრცელებს.ზოგადი განათლების რეფორმის ფარგლებში, 2026-2027 სასწავლო წლიდან საჯარო სკოლების დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისთვის, I–VI კლასებში სასკოლო ფორმის ტარება სავალდებულო ხდება.საქართველოს განათლების სამინისტრომ საჯარო სკოლების დაწყებითი საფეხურის მოსწავლეთა სასკოლო ფორმებით უზრუნველყოფის, ფორმების შეძენის, უსასყიდლოდ გადაცემისა და დაბრუნება-გაცვლის წესი განსაზღვრა, რომლის თანახმადაც სასკოლო ფორმების შეძენა შესაძლებელი იქნება რეალიზაციის პუნქტებსა და ონლაინ, ვებგვერდის მეშვეობით. ფორმის შეძენისას გადახდა განხორციელდება მხოლოდ უნაღდო ანგარიშსწორებით, ფიზიკურ პუნქტებში შესაძლებელი იქნება საბანკო ბარათით გადახდა. რაც შეეხება სასკოლო ფორმის შეცვლას, ამისთვის მშობელმა შესაბამისი ქვითარი უნდა წარადგინოს.I–VI კლასების სასკოლო ფორმები ჩინეთში შეიკერა. 1,8 მლნ კომპლექტის წარმოება 45,6 მლნ ლარი დაჯდა. განათლების სამინისტროს მონაცემებით, ჩინეთიდან ფორმების მოწოდება სამ ეტაპად განხორციელდება: 25 აგვისტოს, 15 ოქტომბერსა და 30 დეკემბერს - ფორმების პირველი პარტია საქართველოში უკვე ჩამოვიდა.პირველკლასელთა სასკოლო ფორმის შეძენა 2026 წლის 1-14 სექტემბრის პერიოდში იქნება შესაძლებელი - სკოლის ფორმები ხელმისაწვდომი იქნება როგორც საცალო, ისე ონლაინ-რეჟიმში, კონკრეტული ბანკის ბარათით შეძენის შემთხვევაში კი იქნება შეღავათები. რეალიზაციის პუნქტები განთავსდება საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში.იმ შემთხვევაში, თუ ბავშვს ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არ შეუძლია ფორმის ტარება, მშობელმა უნდა წარადგინოს შესაბამისი სამედიცინო ცნობა, რის საფუძველზეც მოსწავლე თავისუფლდება ფორმის ტარებისგან და მას მხოლოდ შინაგანაწესით დადგენილი ჩაცმის წესის დაცვა მოეთხოვება.სასკოლო ფორმის სრული კომპლექტის - ბიჭებისთვის პიჯაკისა და ორი წყვილი შარვლის, ხოლო გოგონებისთვის პიჯაკის, შარვლისა და ქვედაბოლოს - ფასი წინასწარ არის დადგენილი და 95 ლარი ეღირება. დამატებითი შარვლის ან ქვედაბოლოს ფასი 25 ლარია, ხოლო ქურთუკის - 45 ლარი.საქართველოში სასკოლო ფორმა ლურჯი ფერის იქნება (პიჯაკი და შარვალი — ბიჭებისთვის, პიჯაკი და ქვედაბოლო ან შარვალი — გოგონებისთვის). ამასთან, ქვედაბოლოს არჩევა შესაძლებელი იქნება როგორც მოკლე, ისე გრძელი.სასკოლო ფორმებს მოსწავლეების 6 კატეგორია უფასოდ მიიღებს:სასკოლო ფორმებით უზრუნველყოფის პროცესს სამინისტროს მიერ დაფუძნებული შპს „საგანმანათლებლო რესურსები“ მართავს, რომელიც პასუხისმგებელია ფორმების დამზადებაზე, შეძენაზე, დასაწყობებასა და გავრცელებაზე.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/04/0f/298128899_102:0:1542:1080_1920x0_80_0_0_e163633609c85a8fe7f9b422e3dedf1d.pngSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, განათლება საქართველოში , საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო , საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, განათლება საქართველოში , საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო , საზოგადოება, ახალი ამბები
რა შემთხვევაში იქნება შესაძლებელი სასკოლო ფორმების შეცვლა ან დაბრუნება: უწყების განმარტება
პირველკლასელთა სასკოლო ფორმის შეძენა 1-14 სექტემბრის პერიოდში იქნება შესაძლებელი
თბილისი, 12 აგვისტო — Sputnik. სასკოლო ფორმის შეცვლა ან დაბრუნება ქარხნული წუნის ან ზომის შეუსაბამობის შემთხვევაში მისი მიღებიდან ან შეძენიდან 14 კალენდარული დღის განმავლობაში იქნება შესაძლებელი. ამის შესახებ ინფორმაციას შპს „საგანმანათლებლო რესურსები“ ავრცელებს.
ზოგადი განათლების რეფორმის ფარგლებში, 2026-2027 სასწავლო წლიდან საჯარო სკოლების დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისთვის, I–VI კლასებში სასკოლო ფორმის ტარება სავალდებულო ხდება.
საქართველოს განათლების სამინისტრომ საჯარო სკოლების დაწყებითი საფეხურის მოსწავლეთა სასკოლო ფორმებით უზრუნველყოფის, ფორმების შეძენის, უსასყიდლოდ გადაცემისა და დაბრუნება-გაცვლის წესი განსაზღვრა, რომლის თანახმადაც სასკოლო ფორმების შეძენა შესაძლებელი იქნება რეალიზაციის პუნქტებსა და ონლაინ, ვებგვერდის მეშვეობით.
ფორმის შეძენისას გადახდა განხორციელდება მხოლოდ უნაღდო ანგარიშსწორებით, ფიზიკურ პუნქტებში შესაძლებელი იქნება საბანკო ბარათით გადახდა. რაც შეეხება სასკოლო ფორმის შეცვლას, ამისთვის მშობელმა შესაბამისი ქვითარი უნდა წარადგინოს.
I–VI კლასების სასკოლო ფორმები ჩინეთში შეიკერა. 1,8 მლნ კომპლექტის წარმოება 45,6 მლნ ლარი დაჯდა. განათლების სამინისტროს მონაცემებით, ჩინეთიდან ფორმების მოწოდება სამ ეტაპად განხორციელდება: 25 აგვისტოს, 15 ოქტომბერსა და 30 დეკემბერს - ფორმების პირველი პარტია საქართველოში უკვე ჩამოვიდა.
„პირველ ეტაპზე მოწოდებული რაოდენობა სრულად უზრუნველყოფს ქვეყნის მასშტაბით პირველკლასელებისთვის სასკოლო ფორმების მიწოდებას. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ფორმების დასაწყობება, უახლოეს დღეებში კი მათი მიწოდება დაიწყება დიდ ქალაქებსა და რეგიონებში. უახლოეს პერიოდში საზოგადოებისთვის ცნობილი გახდება, სად გაიხსნება სასკოლო ფორმების რეალიზაციის პუნქტები სხვადასხვა ქალაქსა და რეგიონში", - ნათქვამია განცხადებაში.
პირველკლასელთა სასკოლო ფორმის შეძენა 2026 წლის 1-14 სექტემბრის პერიოდში იქნება შესაძლებელი - სკოლის ფორმები ხელმისაწვდომი იქნება როგორც საცალო, ისე ონლაინ-რეჟიმში, კონკრეტული ბანკის ბარათით შეძენის შემთხვევაში კი იქნება შეღავათები. რეალიზაციის პუნქტები განთავსდება საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში.
იმ შემთხვევაში, თუ ბავშვს ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არ შეუძლია ფორმის ტარება, მშობელმა უნდა წარადგინოს შესაბამისი სამედიცინო ცნობა, რის საფუძველზეც მოსწავლე თავისუფლდება ფორმის ტარებისგან და მას მხოლოდ შინაგანაწესით დადგენილი ჩაცმის წესის დაცვა მოეთხოვება.
სასკოლო ფორმის სრული კომპლექტის - ბიჭებისთვის პიჯაკისა და ორი წყვილი შარვლის, ხოლო გოგონებისთვის პიჯაკის, შარვლისა და ქვედაბოლოს - ფასი წინასწარ არის დადგენილი და 95 ლარი ეღირება. დამატებითი შარვლის ან ქვედაბოლოს ფასი 25 ლარია, ხოლო ქურთუკის - 45 ლარი.
საქართველოში სასკოლო ფორმა ლურჯი ფერის იქნება (პიჯაკი და შარვალი — ბიჭებისთვის, პიჯაკი და ქვედაბოლო ან შარვალი — გოგონებისთვის). ამასთან, ქვედაბოლოს არჩევა შესაძლებელი იქნება როგორც მოკლე, ისე გრძელი.
სასკოლო ფორმებს მოსწავლეების 6 კატეგორია უფასოდ მიიღებს:
მოსწავლეები, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მათი ოჯახების სარეიტინგო ქულა 65001 ქულაზე ნაკლებია;
მოსწავლეები, რომლებიც ჩართული არიან მინდობით აღზრდის სახელმწიფო პროგრამაში;.
მოსწავლეები, რომლებიც განთავსებული არიან მცირე საოჯახო ტიპის სახლებში;
მოსწავლეები, რომლებიც ჩართული არიან მიუსაფარ ბავშვთა თავშესაფრების მომსახურებაში;
მოსწავლეები, რომლებიც განთავსებული არიან თბილისის ბავშვთა სახლში;
მოსწავლეები, რომლებიც 2022 წლის 24 თებერვალს უკრაინაში დაწყებული საომარი მოქმედებების შედეგად, ვერ ახერხებენ უკრაინის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში ზოგადი განათლების მიღების გაგრძელებას და ჩარიცხულნი არიან საქართველოს საჯარო სკოლებში.
სასკოლო ფორმებით უზრუნველყოფის პროცესს სამინისტროს მიერ დაფუძნებული შპს „საგანმანათლებლო რესურსები“ მართავს, რომელიც პასუხისმგებელია ფორმების დამზადებაზე, შეძენაზე, დასაწყობებასა და გავრცელებაზე.