საქართველოდან უცხო ქვეყნის 113 მოქალაქე გააძევეს

© Ministry of Internal Affairs of Georgiaმიგრაციის დეპარტამენტი
მიგრაციის დეპარტამენტი - Sputnik საქართველო, 1920, 11.08.2026
გამოწერა
მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, გაძევებულ პირებს ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა დაუწესდათ.
თბილისი, 11 აგვისტო — Sputnik. მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ბოლო დღეების განმავლობაში ჩატარებული ღონისძიებების შედეგად საქართველოდან უცხო ქვეყნის 113 მოქალაქე გააძევეს, იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტრო.
კერძოდ, ქვეყნიდან გაძევებულია თურქეთის, თურქმენეთის, რუსეთის, ინდოეთის, სომხეთის, ჩინეთის, კენიის, კუბის, უზბეკეთის, ყაზახეთის, აზერბაიჯანის, ეგვიპტის, ეთიოპიის, იორდანიის, ნეპალის, ნიგერიის, პაკისტანის, ტაილანდისადა სხვა სახელმწიფოების - ჯამში 113 მოქალაქე.
მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, გაძევებულ პირებს ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა დაუწესდათ.
უცხო ქვეყნის მოქალაქეების გაძევების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს როგორც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტი, ისე სასამართლო - დეპორტაცია შეეხება უცხოელებს, რომლებმაც დაარღვიეს ქვეყანაში ყოფნის პირობები, ასევე იმ პირებს, რომლებმაც მოიხადეს სასჯელი საქართველოში და ასევე მათ, ვინც ჩაიდინა არაერთი დანაშაული და ადმინისტრაციული სამართალდარღვევა.
საქართველოდან გაძევებულ უცხოელს ეკრძალება საქართველოში შემოსვლა 2-დან 5 წლამდე ვადით - აღნიშნული შეზღუდვა არ ვრცელდება მათზე, ვინც ქვეყანა ნებაყოფლობით დატოვა.
ბოლო ერთი წლის განმავლობაში საქართველოს ხელისუფლებამ გაამკაცრა ზომები ქვეყანაში არალეგალურად მცხოვრები უცხოელების გამოსავლენად. პოლიცია უცხო ქვეყნის მოქალაქეების შემოწმებას ახორციელებს როგორც ქუჩაში, ისე სხვადასხვა დაწესებულებებში.
გარდა ამისა, გამკაცრდა ქვეყანაში უცხოელთა ლეგალიზაციის პირობები. საქართველოში მუშაობისთვის უცხოელებმა უნდა მიიღონ მუშაობის ნებართვა, რაც ბინადრობის ნებართვის მიღების უფლებას იძლევა. ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის შემთხვევაში, უცხოელი საქართველოში მუშაობას ვერ შეძლებს - უარის თქმის მიზეზი შეიძლება გახდეს ისეთი ადმინისტრაციული სამართალდარღვევები, როგორიცაა ნარკოტიკების მოხმარება, ცივი იარაღის ტარება ან ნასვამ მდგომარეობაში ავტომობილის მართვა.
ყველა ახალი ამბავი
0