https://sputnik-georgia.com/20260811/kanonshi-cvlilebebi-igegmeba-300071313.html
ცვლილება კანონში: ავტომობილში საბავშვო სავარძლების გამოყენება სავალდებულო გახდება
ცვლილება კანონში: ავტომობილში საბავშვო სავარძლების გამოყენება სავალდებულო გახდება
Sputnik საქართველო
ცვლილების მთავარი მიზანი ავტოსაგზაო შემთხვევების დროს მცირეწლოვანი მგზავრების უსაფრთხოების ხარისხის გაზრდა და ფატალური შემთხვევების პრევენციაა. 11.08.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-08-11T19:11+0400
2026-08-11T19:11+0400
2026-08-11T19:11+0400
საქართველო
საქართველოს მთავრობა
კანონმდებლობა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24499/88/244998812_21:0:1978:1101_1920x0_80_0_0_37928557d34098cd873b346c40d2d0c7.jpg
თბილისი, 11აგვისტო — Sputnik. სკოლამდელი ასაკის ბავშვებისთვის საბავშვო სავარძლების გამოყენება, შესაძლოა, სავალდებულო გახდეს, ამის შესახებ საუბარია მთავრობის მიერ 5 აგვისტოს დამტკიცებულ 2026-2030 წლების საგზაო უსაფრთხოების ახალ სამოქმედო გეგმაში.გავრცლებული ინფორმაციით, აღნიშნულ საკითხთან მიმართებით იგეგმება საკანონმდებლო ცვლილების განხორციელება, რომლის მთავარი მიზანი ავტოსაგზაო შემთხვევების დროს მცირეწლოვანი ბავშვების უსაფრთხოების ხარისხის გაზრდა და ფატალური შემთხვევების პრევენციაა.საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიმართულებით, განხორციელდება შესაბამისი საგანმანათლებლო ინიციატივები, მათ შორის, საგზაო უსაფრთხოების საგანმანათლებლო რესურსების ერთიანი ონლაინ პლატფორმის შექმნა, რომელიც უზრუნველყოფს როგორც მშობლებზე, ისე ბავშვებზე ადაპტირებული და ეფექტური სწავლების შესაძლებლობას. ამავე კონტექსტში, განხორციელდება საგზაო უსაფრთხოების თემატიკის ინტეგრირება სკოლამდელი განათლების პროგრამებში, რაც ხელს შეუწყობს უსაფრთხო ქცევის ჩვევების ჩამოყალიბებას ადრეული ასაკიდანვე.გარდა ამისა, მნიშვნელოვანია არსებული საგზაო ინფრასტრუქტურა ადაპტირებული იყოს მოწყვლადი ჯგუფების უფრო მეტად დაცვაზე. დამატებით, განხორციელდება სოციალური კამპანიები ქვეითების მიერ საგზაო მოძრაობის წესების დაცვის მნიშვნელობასთან დაკავშირებით.დღეს მოქმედი კანონმდებლობით, ავტომობილის უკანა სავარძელზე 3 წლამდე ბავშვის გადაყვანა სპეციალური სავარძლით არის განსაზღვრული. თუმცა, პრაქტიკაში ამ წესის დარღვევის გამო მძღოლები თითქმის არ ჯარიმდებიან, რადგან მოქმედ კანონში არსებობს დათქმა, რომელიც ბავშვის ხელში აყვანილ მდგომარეობაში (სრულწლოვანი მგზავრის მიერ) გადაყვანის ალტერნატივას უშვებს. ახალი ინიციატივა ამ ხარვეზების აღმოფხვრასა და ევროპულ სტანდარტებთან დაახლოებას ისახავს მიზნად.შსს-ის ცნობით, 2026 წლის პირველ ნახევარში ქვეყანაში 1.267 ავარია მოხდა, რომელშიც 201 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 6 ბავშვი. ყველაზე მეტი შემთხვევა თბილისში, იმერეთში, ქვემო ქართლსა და აჭარის რეგიონებში მოხდა. ამ რეგიონებზე მოდის ავტოავარიების 70%.საქართველოში ავტოავარიების ყველაზე ხშირი მიზეზია სიჩქარის გადაჭარბება, მანევრირების წესების დარღვევა, ავტომობილის არაფხიზელ მდგომარეობაში მართვა, შემხვედრ ზოლზე გასვლა, დისტანციის დაუცველობა და ქვეითების მიერ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24499/88/244998812_266:0:1734:1101_1920x0_80_0_0_0590fc0715be371ec7c570264d7beac7.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს მთავრობა , კანონმდებლობა, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს მთავრობა , კანონმდებლობა, ახალი ამბები
ცვლილება კანონში: ავტომობილში საბავშვო სავარძლების გამოყენება სავალდებულო გახდება
ცვლილების მთავარი მიზანი ავტოსაგზაო შემთხვევების დროს მცირეწლოვანი მგზავრების უსაფრთხოების ხარისხის გაზრდა და ფატალური შემთხვევების პრევენციაა.
თბილისი, 11აგვისტო — Sputnik. სკოლამდელი ასაკის ბავშვებისთვის საბავშვო სავარძლების გამოყენება, შესაძლოა, სავალდებულო გახდეს, ამის შესახებ საუბარია მთავრობის მიერ 5 აგვისტოს დამტკიცებულ 2026-2030 წლების საგზაო უსაფრთხოების ახალ სამოქმედო გეგმაში.
გავრცლებული ინფორმაციით, აღნიშნულ საკითხთან მიმართებით იგეგმება საკანონმდებლო ცვლილების განხორციელება, რომლის მთავარი მიზანი ავტოსაგზაო შემთხვევების დროს მცირეწლოვანი ბავშვების უსაფრთხოების ხარისხის გაზრდა და ფატალური შემთხვევების პრევენციაა.
„საგზაო მოძრაობის მონაწილეების ყველაზე მოწყვლად ჯგუფებს განეკუთვნებიან ქვეითები, ბავშვები, პირები რომლებიც მართავენ ორთვლიან სატრანსპორტო საშუალებას (მოტოციკლი, მოპედი, ელექტროსკუტერი სხვა) და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები. მნიშვნელოვანია განსაკუთრებით ყურადღება გამახვილდეს სწორედ აღნიშნული მოწყვლადი ჯგუფის წარმომადგენელთა უსაფრთხოებაზე", - ნათქვამია დოკუმენტში.
საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიმართულებით, განხორციელდება შესაბამისი საგანმანათლებლო ინიციატივები, მათ შორის, საგზაო უსაფრთხოების საგანმანათლებლო რესურსების ერთიანი ონლაინ პლატფორმის შექმნა, რომელიც უზრუნველყოფს როგორც მშობლებზე, ისე ბავშვებზე ადაპტირებული და ეფექტური სწავლების შესაძლებლობას. ამავე კონტექსტში, განხორციელდება საგზაო უსაფრთხოების თემატიკის ინტეგრირება სკოლამდელი განათლების პროგრამებში, რაც ხელს შეუწყობს უსაფრთხო ქცევის ჩვევების ჩამოყალიბებას ადრეული ასაკიდანვე.
გარდა ამისა, მნიშვნელოვანია არსებული საგზაო ინფრასტრუქტურა ადაპტირებული იყოს მოწყვლადი ჯგუფების უფრო მეტად დაცვაზე. დამატებით, განხორციელდება სოციალური კამპანიები ქვეითების მიერ საგზაო მოძრაობის წესების დაცვის მნიშვნელობასთან დაკავშირებით.
დღეს მოქმედი კანონმდებლობით, ავტომობილის უკანა სავარძელზე 3 წლამდე ბავშვის გადაყვანა სპეციალური სავარძლით არის განსაზღვრული. თუმცა, პრაქტიკაში ამ წესის დარღვევის გამო მძღოლები თითქმის არ ჯარიმდებიან, რადგან მოქმედ კანონში არსებობს დათქმა, რომელიც ბავშვის ხელში აყვანილ მდგომარეობაში (სრულწლოვანი მგზავრის მიერ) გადაყვანის ალტერნატივას უშვებს. ახალი ინიციატივა ამ ხარვეზების აღმოფხვრასა და ევროპულ სტანდარტებთან დაახლოებას ისახავს მიზნად.
შსს-ის ცნობით, 2026 წლის პირველ ნახევარში ქვეყანაში 1.267 ავარია მოხდა, რომელშიც 201 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 6 ბავშვი. ყველაზე მეტი შემთხვევა თბილისში, იმერეთში, ქვემო ქართლსა და აჭარის რეგიონებში მოხდა. ამ რეგიონებზე მოდის ავტოავარიების 70%.
საქართველოში ავტოავარიების ყველაზე ხშირი მიზეზია სიჩქარის გადაჭარბება, მანევრირების წესების დარღვევა, ავტომობილის არაფხიზელ მდგომარეობაში მართვა, შემხვედრ ზოლზე გასვლა, დისტანციის დაუცველობა და ქვეითების მიერ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევა.