https://sputnik-georgia.com/20260810/raamdeni-ucxoeli-gaazeves-saqartvelodan-300042751.html
რამდენი უცხოელი გააძევეს საქართველოდან - მონაცემები განახლდა
რამდენი უცხოელი გააძევეს საქართველოდან - მონაცემები განახლდა
Sputnik საქართველო
უცხო ქვეყნის მოქალაქეების გაძევების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს როგორც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტი, ისე სასამართლო 10.08.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-08-10T14:37+0400
2026-08-10T14:37+0400
2026-08-10T14:37+0400
საქართველო
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
სტატისტიკა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/06/1e/293976947_0:0:1280:720_1920x0_80_0_0_6ae09f2b0f43d657ed5519f73931ceff.jpg
თბილისი, 10 აგვისტო – Sputnik. მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 2026 წლის 1-ელი იანვრიდან 30 ივნისის ჩათვლით პერიოდში საქართველოდან უცხო ქვეყნის 2.036 მოქალაქე გააძევეს, რომელთა 23% თურქეთის მოქალაქეები არიან, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.უცხო ქვეყნის მოქალაქეების გაძევების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს როგორც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტი, ისე სასამართლო - დეპორტაცია შეეხება უცხოელებს, რომლებმაც დაარღვიეს ქვეყანაში ყოფნის პირობები, ასევე იმ პირებს, რომლებმაც მოიხადეს სასჯელი საქართველოში და ასევე მათ, ვინც ჩაიდინა არაერთი დანაშაული და ადმინისტრაციული სამართალდარღვევა. გაძევებული მოქალაქეთა რაოდენობით ლიდერი ქვეყნების ხუთეულშია ასევე რუსეთი (145 ადამიანი) და პაკისტანი (89).დეპორტაციას დაქვემდებარებულ უცხო ქვეყნის მოქალაქეს ეძლევა 10-დან 30 დღემდე ვადა, რათა საკუთარი ხარჯებით დატოვოს ქვეყანა. თუ იგი ქვეყანას არ დატოვებს, მის მიმართ იძულებითი დეპორტაციის პროცედურა განხორციელდება - ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა არ ვრცელდება იმ პირებზე, რომლებმაც საქართველო ნებაყოფლობით დატოვეს.საქართველოდან გაძევებულ უცხოელს ეკრძალება საქართველოში შემოსვლა 2-დან 5 წლამდე ვადით - საქართველოში შემოსვლის აკრძალვის ვადას განსაზღვრავს უცხოელის საქართველოდან გაძევების თაობაზე გადაწყვეტილების მიმღები ორგანო.ბოლო პერიოდში ქვეყნის მასშტაბით ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარე საიმიგრაციო კონტროლის ღონისძიებებმა ერთგვარი პრევენციული ხასიათის დატვირთვა მიიღო, რამაც საქართველოში მყოფი უცხოელი არალეგალების მხრიდან ქვეყნის ნებაყოფლობით დატოვება გამოიწვია. ბოლო ერთი წლის განმავლობაში საქართველოს ხელისუფლებამ გაამკაცრა ზომები ქვეყანაში არალეგალურად მცხოვრები უცხოელების გამოსავლენად. პოლიცია უცხო ქვეყნის მოქალაქეების შემოწმებას ახორციელებს როგორც ქუჩაში, ისე სხვადასხვა დაწესებულებებში. გარდა ამისა, გამკაცრდა ქვეყანაში უცხოელთა ლეგალიზაციის პირობები. საქართველოში მუშაობისთვის უცხოელებმა უნდა მიიღონ მუშაობის ნებართვა, რაც ბინადრობის ნებართვის მიღების უფლებას იძლევა. ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის შემთხვევაში, უცხოელი საქართველოში მუშაობას ვერ შეძლებს. ამასთან, უარის თქმის მიზეზი შეიძლება გახდეს ისეთი ადმინისტრაციული სამართალდარღვევები, როგორიცაა ნარკოტიკების მოხმარება, ცივი იარაღის ტარება ან ნასვამ მდგომარეობაში ავტომობილის მართვა.1-ელი სექტემბრიდან უცხოელთა გაძევების საფუძველი ასევე გახდება არალეგალური შრომითი საქმიანობა ან არასაკმარისი აკადემიური მოსწრება საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში სწავლისას.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/06/1e/293976947_161:0:1121:720_1920x0_80_0_0_d8e29027b245e760abc5b98ed413a8db.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , სტატისტიკა, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , სტატისტიკა, ახალი ამბები
რამდენი უცხოელი გააძევეს საქართველოდან - მონაცემები განახლდა
უცხო ქვეყნის მოქალაქეების გაძევების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს როგორც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტი, ისე სასამართლო
თბილისი, 10 აგვისტო – Sputnik. მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 2026 წლის 1-ელი იანვრიდან 30 ივნისის ჩათვლით პერიოდში საქართველოდან უცხო ქვეყნის 2.036 მოქალაქე გააძევეს, რომელთა 23% თურქეთის მოქალაქეები არიან, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
უცხო ქვეყნის მოქალაქეების გაძევების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს როგორც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტი, ისე სასამართლო - დეპორტაცია შეეხება უცხოელებს, რომლებმაც დაარღვიეს ქვეყანაში ყოფნის პირობები, ასევე იმ პირებს, რომლებმაც მოიხადეს სასჯელი საქართველოში და ასევე მათ, ვინც ჩაიდინა არაერთი დანაშაული და ადმინისტრაციული სამართალდარღვევა.
საქართველოდან გაძევებული უცხოელების რაოდენობით ლიდერობს თურქეთი - მიმდინარე წლ8ის პირველი ნახევარში ქვეყნიდან 485 თურქი გააძევეს. მეორე ადგილზეა ინდოეთი - საანგარიშო პერიოდში საქართველოდან ინფოეთის 227 მოქალაქე გააძევეს, მესამე პოზიციას იკავებენ თურქმენეთის მოქალაქეები - 179 ადამიანი.
გაძევებული მოქალაქეთა რაოდენობით ლიდერი ქვეყნების ხუთეულშია ასევე რუსეთი (145 ადამიანი) და პაკისტანი (89).
დეპორტაციას დაქვემდებარებულ უცხო ქვეყნის მოქალაქეს ეძლევა 10-დან 30 დღემდე ვადა, რათა საკუთარი ხარჯებით დატოვოს ქვეყანა. თუ იგი ქვეყანას არ დატოვებს, მის მიმართ იძულებითი დეპორტაციის პროცედურა განხორციელდება - ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა არ ვრცელდება იმ პირებზე, რომლებმაც საქართველო ნებაყოფლობით დატოვეს.
საქართველოდან გაძევებულ უცხოელს ეკრძალება საქართველოში შემოსვლა 2-დან 5 წლამდე ვადით - საქართველოში შემოსვლის აკრძალვის ვადას განსაზღვრავს უცხოელის საქართველოდან გაძევების თაობაზე გადაწყვეტილების მიმღები ორგანო.
ბოლო პერიოდში ქვეყნის მასშტაბით ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარე საიმიგრაციო კონტროლის ღონისძიებებმა ერთგვარი პრევენციული ხასიათის დატვირთვა მიიღო, რამაც საქართველოში მყოფი უცხოელი არალეგალების მხრიდან ქვეყნის ნებაყოფლობით დატოვება გამოიწვია.
ბოლო ერთი წლის განმავლობაში საქართველოს ხელისუფლებამ გაამკაცრა ზომები ქვეყანაში არალეგალურად მცხოვრები უცხოელების გამოსავლენად. პოლიცია უცხო ქვეყნის მოქალაქეების შემოწმებას ახორციელებს როგორც ქუჩაში, ისე სხვადასხვა დაწესებულებებში.
გარდა ამისა, გამკაცრდა ქვეყანაში უცხოელთა ლეგალიზაციის პირობები. საქართველოში მუშაობისთვის უცხოელებმა უნდა მიიღონ მუშაობის ნებართვა, რაც ბინადრობის ნებართვის მიღების უფლებას იძლევა. ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის შემთხვევაში, უცხოელი საქართველოში მუშაობას ვერ შეძლებს. ამასთან, უარის თქმის მიზეზი შეიძლება გახდეს ისეთი ადმინისტრაციული სამართალდარღვევები, როგორიცაა ნარკოტიკების მოხმარება, ცივი იარაღის ტარება ან ნასვამ მდგომარეობაში ავტომობილის მართვა.
1-ელი სექტემბრიდან უცხოელთა გაძევების საფუძველი ასევე გახდება არალეგალური შრომითი საქმიანობა ან არასაკმარისი აკადემიური მოსწრება საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში სწავლისას.