თბილისსა და რეგიონებში იარაღის არსენალი ამოიღეს: დაკავებულია 5 პირი

© photo: Sputnik / Mikhail Voskresenskiy / გადასვლა მედიაბანკშიდაკავება
დაკავება - Sputnik საქართველო, 1920, 09.08.2026
გამოწერა
დანაშაული 7-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
თბილისი, 9 აგვისტო — Sputnik. სამართალდამცველებმა ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და გასაღების ბრალდებით 5 პირი დააკავეს, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ცნობით, საპოლიციო ღონისძიებები თბილისში, ქვემო ქართლში, შიდა ქართლში, სამცხე-ჯავახეთსა და იმერეთში ჩატარდა.
პოლიციის მიერ ბრალდებულების პირადი, ავტომანქანისა და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოღებულია სხვადასხვა მოდელის ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა, მათ შორი: 2 ავტომატი, 3 პისტოლეტი, 6 მჭიდი, მაყუჩი და 41 ვაზნა.
გამოძიება სსკ-ის 236-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 7-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ყველა ახალი ამბავი
0