უცხოელის ანგარიშიდან 58 ათასი დოლარი მიითვისეს: 1 პირი დააკავეს, მეორეზე ძებნა გამოცხადდა

© photo: Sputnik / Stringerსაპატრულო პოლიცია
საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო, 1920, 07.08.2026
გამოწერა
დანაშაული 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
თბილისი, 7 აგვისტო — Sputnik. სამართალდამცველებმა აჭარაში ფინანსური სარგებლის მიზნით წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ კომპიუტერული მონაცემების ხელყოფის ბრალდებით 1 პირი დააკავეს, მეორე პირის მიმართ კი ძებნა გამოცხადდა, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა უნებართვოდ შეაღწიეს უცხო ქვეყნის მოქალაქის საბანკო ანგარიშზე და 58 ათასი აშშ დოლარი მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისეს.
პოლიციამ დანაშაულის ჩამდენი ერთი პირი მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავა, მეორეს მიმართ კი სისხლისსამართლებრივი დევნა დაუსწრებლად დაიწყო და მასზე ძებნა გამოცხადდა.
გამოძიება სსკ-ის 286-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს, რაც 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ყველა ახალი ამბავი
0