რამდენი ადამიანი იღებს სოციალურ დახმარებას საქართველოში - მონაცემები განახლდა

© photo: Sputnik / SPUTNIK / LEVAN AVLABRELIასაკოვანი მამაკაცი
ასაკოვანი მამაკაცი - Sputnik საქართველო, 1920, 07.08.2026
გამოწერა
მიმდინარე წლის თებერვალში სააგენტომ სოციალურად დაუცველთა ბაზაში რეგისტრირებული მოსახლეობის გადამოწმება დაიწყო - თებერვლიდან ივლისამდე პერიოდში სტატუსი 35,5 ათასმა ოჯახმა დაკარგა
თბილისი, 7 აგვისტო — Sputnik. 2026 წლის 1-ელი აგვისტოს მონაცემებით, საქართველოში სახელმწიფო სოციალურ დახმარებას 109.079 ოჯახი იღებს, ნათქვამია სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
უწყების ცნობით, საანგარიშო პერიოდში სახელმწიფო დახმარება 413.034 პირზე გაიცა - საქართველოში სოციალური შემწეობის მიმღებთა თითქმის ნახევარს 18 წლამდე ბავშვები შეადგენენ. მარტო ივლისში სახელმწიფომ ბავშვთა სოციალური დახმარებისთვის 44,7 მლნ ლარი ჩარიცხა. სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი მოსახლეობის დახმარების საერთო მოცულობამ კი 317,4 მლნ ლარი შეადგინა.
მიმდინარე წლის თებერვალში სააგენტომ სოციალურად დაუცველთა ბაზაში რეგისტრირებული მოსახლეობის გადამოწმება დაიწყო, რომლის მიზანიც აღნიშნული სტატუსის მქონე ოჯახების ზუსტი რაოდენობის დადგენაა. თებერვლიდან ივლისამდე პერიოდში 35,5 ათასმა ოჯახმა დაკარგა სტატუსი, რომელთაგან მხოლოდ 8,5 ათასმა თქვა ნებაყოფლობით უარი დახმარების მიღებაზე.
მონიტორინგის პროცესი 2026 წლის ბოლომდე გაგრძელდება. პირველ ეტაპზე იმ ოჯახებს ამოწმებენ, რომელთა მიმართაც არსებობს ვარაუდი, რომ ისინი არ აკმაყოფილებენ სოციალურად დაუცველის სტატუსისთვის დადგენილ კრიტერიუმებს.
სტატუსის გაუქმების საფუძველი გახდება, მაგალითად, ოჯახის რომელიმე წევრის მიერ სამი თვის განმავლობაში ყოველთვიურად 2 000-ლარიანი შემოსავლის მიღება.
სოციალური დახმარება საქართველოში
სოციალურად დაუცველი მოქალაქეების ფინანსური დახმარების მოცულობა დამოკიდებულია სარეიტინგო ქულაზე, რომელიც გამოითვლება აგენტის მიერ ოჯახის ინდივიდუალური შემოწმების დროს შეფასების საფუძველზე.
შეფასებისას გათვალისწინებულია როგორც ოჯახის წევრების რაოდენობა, ისე მათი ყოველთვიური შემოსავალი, საცხოვრებელი პირობები და უძრავ-მოძრავი ქონება.
120 ათასზე ნაკლები ქულის მქონე ოჯახები იღებენ ფინანსურ დახმარებას, მათ შორის 250 ლარს თითოეულ ბავშვზე. გარდა ამისა სოციალურად დაუცველთათვის მოქმედებს რიგი შეღავათები, რომელთა შორისაა სამედიცინო მომსახურება, კომუნალური გადასახადები, საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა და ა.შ.
ყველა ახალი ამბავი
0