https://sputnik-georgia.com/20260807/qartveli-mezgvauebi-msoplios-plotebshi-arian-dasaqmebuli-300003099.html
ქართველი მეზღვაურები მსოფლიოს სხვადასხვა ფლოტში არიან დასაქმებული - ბოლო ცნობები
ქართველი მეზღვაურები მსოფლიოს სხვადასხვა ფლოტში არიან დასაქმებული - ბოლო ცნობები
Sputnik საქართველო
2026 წლისთვის იმ ქვეყნების საერთო რაოდენობამ, რომლებიც ოფიციალურად აღიარებენ ქართველი მეზღვაურების კვალიფიკაციას, 75-ს მიაღწია, მათ შორისაა ევროკავშირის 20-ზე... 07.08.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-08-07T14:55+0400
2026-08-07T14:55+0400
2026-08-07T14:55+0400
საქართველო
აჭარა
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/06/19/288582224_0:107:2048:1259_1920x0_80_0_0_1bf6ce6a01b7f72fd8273a356e27f75b.jpg
თბილისი, 7 აგვისტო — Sputnik. ქართველი მეზღვაურები დასაქმებულები არიან გემებზე, რომლებიც მსოფლიო სავაჭრო ფლოტის დაახლოებით 80%-ს შეადგენს, განაცხადა საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორმა ივანე აბაშიძემ.საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო ახორციელებს ყველა იმ საჭირო სერტიფიკატის გაცემას, რომელიც მეზღვაურებს მთელ მსოფლიოში მუშაობისთვის ესაჭიროებათ.აბაშიძის თქმით, დღეს მსოფლიოს სხვადასხვა ფლოტში დაახლოებით 21 ათასი ქართველი მეზღვაური მუშაობს, საქართველოს მიერ გაცემული საზღვაო კომპეტენციების აღიარება კი მსოფლიოს საზღვაო დროშების დაახლოებით 90%-ზე ვრცელდება.მისი თქმით, საქართველოს საზღვაო სექტორის საერთაშორისო პოზიციების გაძლიერება პირდაპირ აისახება ქართველი მეზღვაურების დასაქმების შესაძლებლობებზე. სააგენტოს მიერ განხორციელებული აქტიური მუშაობის შედეგად, საქართველოს მეზღვაურთა კვალიფიკაციას აღიარებენ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები და მსოფლიოს წამყვანი საზღვაო დროშები.2019 წელს საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის (IMO) „თეთრ სიაში“ დაბრუნების შემდეგ, საქართველომ ორმხრივი შეთანხმებების მეშვეობით მეზღვაურთა დასაქმების გეოგრაფიის გეგმაზომიერი გაფართოება დაიწყო.2026 წლისთვის იმ ქვეყნების საერთო რაოდენობამ, რომლებიც ოფიციალურად აღიარებენ ქართველი მეზღვაურების კვალიფიკაციას, 75-ს მიაღწია, მათ შორისაა ევროკავშირის 20-ზე მეტი წევრი სახელმწიფო.
საქართველო
აჭარა
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/06/19/288582224_114:0:1934:1365_1920x0_80_0_0_7f2095107d1d889af306eb5c4fa00bee.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, აჭარა , საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, აჭარა , საზოგადოება, ახალი ამბები
ქართველი მეზღვაურები მსოფლიოს სხვადასხვა ფლოტში არიან დასაქმებული - ბოლო ცნობები
2026 წლისთვის იმ ქვეყნების საერთო რაოდენობამ, რომლებიც ოფიციალურად აღიარებენ ქართველი მეზღვაურების კვალიფიკაციას, 75-ს მიაღწია, მათ შორისაა ევროკავშირის 20-ზე მეტი წევრი სახელმწიფო.
თბილისი, 7 აგვისტო — Sputnik. ქართველი მეზღვაურები დასაქმებულები არიან გემებზე, რომლებიც მსოფლიო სავაჭრო ფლოტის დაახლოებით 80%-ს შეადგენს, განაცხადა საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორმა ივანე აბაშიძემ.
საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო ახორციელებს ყველა იმ საჭირო სერტიფიკატის გაცემას, რომელიც მეზღვაურებს მთელ მსოფლიოში მუშაობისთვის ესაჭიროებათ.
აბაშიძის თქმით, დღეს მსოფლიოს სხვადასხვა ფლოტში დაახლოებით 21 ათასი ქართველი მეზღვაური მუშაობს, საქართველოს მიერ გაცემული საზღვაო კომპეტენციების აღიარება კი მსოფლიოს საზღვაო დროშების დაახლოებით 90%-ზე ვრცელდება.
„დღეს საქართველოს 21 000-მდე მეზღვაური ჰყავს, რომლებიც დასაქმებული არიან მსოფლიო ტონაჟის დაახლოებით 80%-ზე. ასევე, საქართველოს მიერ დაფარულია მსოფლიოს საზღვაო დროშების საერთო რაოდენობის 90%-მდე, მათ შორის ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების და ძირითადი რეპუტაციული დროშები. ეს არის საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ გაწეული აქტიური მუშაობის შედეგი“, – განაცხადა აბაშიძემ.
მისი თქმით, საქართველოს საზღვაო სექტორის საერთაშორისო პოზიციების გაძლიერება პირდაპირ აისახება ქართველი მეზღვაურების დასაქმების შესაძლებლობებზე. სააგენტოს მიერ განხორციელებული აქტიური მუშაობის შედეგად, საქართველოს მეზღვაურთა კვალიფიკაციას აღიარებენ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები და მსოფლიოს წამყვანი საზღვაო დროშები.
2019 წელს საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის (IMO) „თეთრ სიაში“ დაბრუნების შემდეგ, საქართველომ ორმხრივი შეთანხმებების მეშვეობით მეზღვაურთა დასაქმების გეოგრაფიის გეგმაზომიერი გაფართოება დაიწყო.
2026 წლისთვის იმ ქვეყნების საერთო რაოდენობამ, რომლებიც ოფიციალურად აღიარებენ ქართველი მეზღვაურების კვალიფიკაციას, 75-ს მიაღწია, მათ შორისაა ევროკავშირის 20-ზე მეტი წევრი სახელმწიფო.