პირველკლასელებისთვის ფორმები 1–14 სექტემბრის პერიოდში გაიყიდება

სკოლის ფორმა
სკოლის ფორმა - Sputnik საქართველო, 1920, 07.08.2026
გამოწერა
სასკოლო ფორმის ტანსაცმლის საფასური ფიქსირებულია და მისი განსხვავებული საფასურით რეალიზაცია დაუშვებელია.
თბილისი, 7 აგვისტო — Sputnik. სასკოლო ფორმების ჩინეთიდან საქართველოში მოწოდება სამ ეტაპად მოხდება - ფორმების რეალიზაცია პირველი კლასის მოსწავლეებისთვის 1–14 სექტემბრის პერიოდში, ხოლო მეორე და მესამე ეტაპებზე - ოქტომბრიდან დეკემბრის ჩათვლით განხორციელდება. ამის შესახებ ინფორმაციას განათლების სამინისტროს მფლობელობაში არსებული შპს „საგანმანათლებლო რესურსები" ავრცელებს.
ზოგადი განათლების რეფორმის ფარგლებში, 2026-2027 სასწავლო წლიდან სკოლებში დაწყებით საფეხურზე, I–VI კლასებში სავალდებულო ხდება სასკოლო ფორმის ტარება. მოსწავლეებისთვის სასკოლო ფორმების შეკერვის მიზნით, ბაზრის კვლევა გამოცხადდა, რომლის შედეგადაც გამარჯვებულად საქართველოში რეგისტრირებული ჩინური კომპანია Glory Textile Industry გამოვლინდა.
სასკოლო ფორმების ჩინეთიდან საქართველოში მოწოდება სამ ეტაპად განხორციელდება:
I ეტაპი – 25 აგვისტო;
II ეტაპი – 15 ოქტომბერი;
II ეტაპი – 30 ნოემბერი.
სკოლის ფორმები ხელმისაწვდომი იქნება როგორც საცალო, ისე ონლაინ-რეჟიმში, კონკრეტული ბანკის ბარათით შეძენის შემთხვევაში კი იქნება შეღავათები.
სასკოლო ფორმები
სასკოლო პიჯაკის ღირებულება – 45 ლარით, შარვლისა და ქვედაკაბის ღირებულება კი 25 ლარით არის განსაზღვრული.
განათლების მინისტრის ბრძანების თანახმად, განისაზღვრა სასკოლო ფორმის ტანსაცმლის თითოეული ერთეულის რეალიზაციის კონკრეტული საფასური:
სასკოლო პიჯაკი (ბიჭისთვის) - 45 ლარი;
სასკოლო შარვალი (ბიჭისთვის) - 25 ლარი;
სასკოლო პიჯაკი (გოგოსთვის) - 45 ლარი;
სასკოლო შარვალი (გოგოსთვის) - 25 ლარი;
სასკოლო ქვედაკაბა (როგორც მოკლე, ისე გრძელი) - 25 ლარი.
ბრძანებაში აღნიშნულია, რომ დადგენილი სასკოლო ფორმის ტანსაცმლის საფასური ფიქსირებულია და მისი განსხვავებული საფასურით რეალიზაცია დაუშვებელია.
სასკოლო ფორმებს მოსწავლეების 6 კატეგორია უფასოდ მიიღებს. კერძოდ, ფორმები უსასყიდლოდ გადაეცემათ საჯარო სკოლების დაწყებითი საფეხურების იმ მოსწავლეებს, რომლებიც:
1.
რეგისტრირებულნი არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მათი ოჯახების სარეიტინგო ქულა 65001 ქულაზე ნაკლებია;
2.
ჩართულნი არიან მინდობით აღზრდის სახელმწიფო პროგრამაში;
3.
განთავსებულნი არიან მცირე საოჯახო ტიპის სახლებში;
4.
ჩართულნი არიან მიუსაფარ ბავშვთა თავშესაფრების მომსახურებაში;
5.
განთავსებულნი არიან თბილისის ბავშვთა სახლში;
6.
2022 წლის 24 თებერვალს უკრაინაში დაწყებული საომარი მოქმედებების შედეგად, ვერ ახერხებენ უკრაინის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში ზოგადი განათლების მიღების გაგრძელებას და ჩარიცხულნი არიან საქართველოს საჯარო სკოლებში.
2026-2027 სასწავლო წელს სკოლებში ფორმების მიწოდება სამ ეტაპად განხორციელდება. 15 სექტემბერს ყველა პირველკლასელი სკოლაში მივა ახალი ქართული ფორმით, რომლის მარცხენა მხარეს საქართველოს სახელმწიფო გერბი იქნება გამოსახული.
პირველი სემესტრის განმავლობაში პირველიდან მეექვსე კლასის ჩათვლით ყველა ბავშვი უზრუნველყოფილი იქნება სასკოლო ფორმით.
წელს თუ პირველიდან მეექვსე კლასის ჩათვლით შედის ფორმები სკოლებში, მას ყოველ წელს თითო კლასი დაემატება. მინისტრის განმარტებით, მეექვსე კლასელი, რომელიც წელს ფორმას ჩაიცვამს, მომავალ წელს უკვე მეშვიდე კლასში გადავა და მეშვიდე კლასშიც მოუწევს ფორმის ჩაცმა.
ყველა ახალი ამბავი
0