სამეგრელოსა და იმერეთში ნარკოდანაშაულის ბრალდებით 3 პირი დააკავეს

© photo: Sputnik / Mikhail Voskresenskiy / გადასვლა მედიაბანკშიხელბორკილი
ხელბორკილი - Sputnik საქართველო, 1920, 07.08.2026
გამოწერა
დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
თბილისი, 7 აგვისტო — Sputnik. სამართალდამცველებმა სამეგრელოსა და იმერეთში ნარკოდანაშაულის ბრალდებით 3 პირი დააკავეს, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
დაკავებულებს ბრალი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვასა და რეალიზაციის ხელშეწყობაში, ასევე ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მცენარის დათესვა-მოყვანაში ედებათ.
სამართალდამცველებმა წალენჯიხის, ჭიათურისა და წყალტუბოს მუნიციპალიტეტებში ბრალდებულების საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად ნივთმტკიცებად ამოიღეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკი, მათ შორის „მეთადონი“, „მარიხუანა“ და 33 კგ-მდე მცენარე „კანაფი“.
ერთ-ერთი დაკავებულის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის შედეგად ნივთმტკიცებად, ასევე ამოღებულია ნარკოტიკული საშუალებების დაფასოებისთვის საჭირო მასალები და სავარაუდოდ ნარკოტიკების რეალიზაციის შედეგად მიღებული ფული.
გამოძიება სსკ-ის 260-ე, 260-ე კვარტა და 265-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ყველა ახალი ამბავი
0