ბათუმში კაფე-ბარების მეპატრონეები ტროტუარის უნებართვოდ შეზღუდვის ფაქტზე გააფრთხილეს

კაფე - Sputnik საქართველო, 1920, 07.08.2026
გამოწერა
ბათუმის ტერიტორიაზე გარევაჭრობისა და ტროტუარის შეზღუდვის წესი მკაფიოდ არის განსაზღვრული.
თბილისი, 7 აგვისტო — Sputnik. ბათუმის მუნიციპალურმა ინსპექციამ კაფე-ბარების მიერ საზოგადოებრივი ადგილების თვითნებური შეზღუდვის ფაქტზე კომერციული ობიექტები გააფრთხილა. ამის შესახებ ინფორმაციას შპს „ბათუმის წყალი“ ავრცელებს.
უწყების ცნობით, ადმინისტრაციული ზედამხედველობის სამსახურმა პირველი კლასის კონსტრუქციისა და მაგიდა-სკამების განთავსების ნებართვის შესაბამისობა ადგილზე გადაამოწმა და კონკრეტულ დარღვევებზე სამართლებრივი ღონისძიებები გაატარა.
„საზოგადოებრივ სივრცეში უნებართვოდ განთავსებული კონსტრუქციები ტურისტულ ზონაში მოქალაქეების უსაფრთხო გადაადგილებას უშლის ხელს და ქალაქის იერსახეს ამახინჯებს“, - ნათქვამია განცხადებაში.
საზოგადოებრივი ადგილების შეზღუდვის ფაქტზე შესაბამისი ნებართვის არქონის შემთხვევაში ობიექტები ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის დაჯარიმდებიან, რაც ითვალისწინებს ფიზიკურ პირზე 500, იურიდიულ პირზე კი 1,5 ათასი ლარის ოდენობით ჯარიმას.
ბათუმის საკრებულოს დადგენილებით, ქალაქის ტერიტორიაზე საზოგადოებრივი სივრცეების გამტარუნარიანობის მიზნით გარე ვაჭრობისა და ტროტუარის შეზღუდვის წესი მკაფიოდ არის განსაზღვრული.
ბათუმის მუნიციპალური ინსპექცია პარალელურ რეჟიმში საპარკინგე სივრცეებს შემზღუდავი ბარიერებისგან ათავისუფლებს. სამართალდარღვევებზე მონიტორინგი 24-საათიან რეჟიმში ხორციელდება.
ყველა ახალი ამბავი
0