https://sputnik-georgia.com/20260807/agraruli-mimartuleba-soxumis-universitetshi-gadadis-300000749.html
ახალი სასწავლო წლიდან აგრარული მიმართულება სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში გადადის
ახალი სასწავლო წლიდან აგრარული მიმართულება სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში გადადის
Sputnik საქართველო
განათლების რეფორმის ფარგლებში, მთავრობა განსაზღვრავს იმ საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალს, რომელთა განხორციელების უფლება უნივერსიტეტებს მიენიჭება. 07.08.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-08-07T12:57+0400
2026-08-07T12:57+0400
2026-08-07T12:57+0400
საქართველო
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
განათლება საქართველოში
ახალი ამბები
საზოგადოება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24432/60/244326048_0:160:3072:1888_1920x0_80_0_0_576512e02e58eeae40b9fed8116f703c.jpg
თბილისი, 7 აგვისტო — Sputnik. ახალი სასწავლო წლიდან აგრარული მიმართულების საგანმანათლებლო პროგრამები მთლიანად გადადის სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში, შესაბამისად პირველკურსელებს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ნაცვლად უკვე სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი მიიღებს, განაცხადა განათლების მინისტრმა გივი მიქანაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე. საქართველოს მთავრობამ 2026 წელს საჯარო უმაღლესი განათლების რეფორმა დაიწყო - რამდენიმე ფაკულტეტზე კვოტები შეიცვალა, აბიტურიენტების განაცხადს პროფესიული განათლება დაემატა და სხვ. განათლების რეფორმის ფარგლებში, მთავრობა განსაზღვრავს იმ საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალს, რომელთა განხორციელების უფლება უნივერსიტეტებს მიენიჭება. გარდა ამისა, მთავრობას მიენიჭა სახელმწიფო უნივერსიტეტებში სტუდენტების ჩარიცხვის კვოტების დაწესების უფლებაც. საუბარია როგორც საბაკალავრო, ისე სამაგისტრო პროგრამებზე. განათლების განვითარების ეროვნულ ცენტრში აკრედიტაციის პროცესი წარმატებით დასრულდა და მომდევნო სასწავლო წლიდან სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი სტუდენტებს 25 ახალ პროგრამაზე მიიღებს. უმაღლესი განათლების მიმდინარე რეფორმის ფარგლებში, აგრარული მიმართულებით პირველკურსელებს ტექნიკური უნივერსიტეტის ნაცვლად სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი მიიღებს. თუმცა, ეს ცვლილება არ შეეხებათ იმ სტუდენტებს, რომლებიც ამ დროისთვის ტექნიკურ უნივერსიტეტში ირიცხებიან. მინისტრის ინფორმაციით, მიმდინარე რეფორმის ფარგლებში, ორმა რეგიონულმა უნივერსიტეტმა, შოთა მესხიას სახელობის ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტმა და სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტმა, გაიარეს აკრედიტაცია, რომ განახორციელონ ტურიზმის მიმართულებით საგანმანათლებლო პროგრამები. „რეფორმის ფარგლებში, რეგიონულ უნივერსიტეტებთან მიმართებით პრიორიტეტულ მიმართულებებად განისაზღვრა ვიწრო პროფილური მიმართულებები, მათ შორის პედაგოგიური, ტურიზმი და აგრარული საგანმანათლებლო პროგრამები. უნივერსიტეტებს, რომლებსაც ახალი მიმართულებები დაემატათ, რა თქმა უნდა, გაეზარდათ მიღების კვოტებიც“, – განაცხადა გივი მიქანაძემ. აღსანიშნავია, რომ აგრარული მიმართულება სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტისთვის ახალია და შესაბამისი საბაკალავრო პროგრამები უნივერსიტეტს ამ დრომდე არ ჰქონდა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24432/60/244326048_171:0:2902:2048_1920x0_80_0_0_499bdd3f21b954845a6d0239b7fb31f4.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო , განათლება საქართველოში , ახალი ამბები, საზოგადოება
საქართველო, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო , განათლება საქართველოში , ახალი ამბები, საზოგადოება
ახალი სასწავლო წლიდან აგრარული მიმართულება სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში გადადის
განათლების რეფორმის ფარგლებში, მთავრობა განსაზღვრავს იმ საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალს, რომელთა განხორციელების უფლება უნივერსიტეტებს მიენიჭება.
თბილისი, 7 აგვისტო — Sputnik. ახალი სასწავლო წლიდან აგრარული მიმართულების საგანმანათლებლო პროგრამები მთლიანად გადადის სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში, შესაბამისად პირველკურსელებს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ნაცვლად უკვე სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი მიიღებს, განაცხადა განათლების მინისტრმა გივი მიქანაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.
საქართველოს მთავრობამ 2026 წელს საჯარო უმაღლესი განათლების რეფორმა დაიწყო - რამდენიმე ფაკულტეტზე კვოტები შეიცვალა, აბიტურიენტების განაცხადს პროფესიული განათლება დაემატა და სხვ. განათლების რეფორმის ფარგლებში, მთავრობა განსაზღვრავს იმ საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალს, რომელთა განხორციელების უფლება უნივერსიტეტებს მიენიჭება. გარდა ამისა, მთავრობას მიენიჭა სახელმწიფო უნივერსიტეტებში სტუდენტების ჩარიცხვის კვოტების დაწესების უფლებაც.
საუბარია როგორც საბაკალავრო, ისე სამაგისტრო პროგრამებზე. განათლების განვითარების ეროვნულ ცენტრში აკრედიტაციის პროცესი წარმატებით დასრულდა და მომდევნო სასწავლო წლიდან სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი სტუდენტებს 25 ახალ პროგრამაზე მიიღებს.
„გარკვეული პერიოდი იყო საჭირო იმისთვის, რომ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის აგრარული მიმართულების საგანმანათლებლო პროგრამებს გაევლო შესაბამისი აკრედიტაცია განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში. ახლა კი, ეს პროცესი უკვე დასრულებულია“, - განაცხადა მიქანაძემ.
უმაღლესი განათლების მიმდინარე რეფორმის ფარგლებში, აგრარული მიმართულებით პირველკურსელებს ტექნიკური უნივერსიტეტის ნაცვლად სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი მიიღებს. თუმცა, ეს ცვლილება არ შეეხებათ იმ სტუდენტებს, რომლებიც ამ დროისთვის ტექნიკურ უნივერსიტეტში ირიცხებიან.
მინისტრის ინფორმაციით, მიმდინარე რეფორმის ფარგლებში, ორმა რეგიონულმა უნივერსიტეტმა, შოთა მესხიას სახელობის ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტმა და სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტმა, გაიარეს აკრედიტაცია, რომ განახორციელონ ტურიზმის მიმართულებით საგანმანათლებლო პროგრამები.
„რეფორმის ფარგლებში, რეგიონულ უნივერსიტეტებთან მიმართებით პრიორიტეტულ მიმართულებებად განისაზღვრა ვიწრო პროფილური მიმართულებები, მათ შორის პედაგოგიური, ტურიზმი და აგრარული საგანმანათლებლო პროგრამები. უნივერსიტეტებს, რომლებსაც ახალი მიმართულებები დაემატათ, რა თქმა უნდა, გაეზარდათ მიღების კვოტებიც“, – განაცხადა გივი მიქანაძემ.
აღსანიშნავია, რომ აგრარული მიმართულება სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტისთვის ახალია და შესაბამისი საბაკალავრო პროგრამები უნივერსიტეტს ამ დრომდე არ ჰქონდა.