https://sputnik-georgia.com/20260807/acharashi-3-piri-daakaves-300002407.html
აჭარის რეგიონში ფალსიფიცირებული ალკოჰოლური სასმელი იყიდებოდა: დაკავებულია 3 პირი
აჭარის რეგიონში ფალსიფიცირებული ალკოჰოლური სასმელი იყიდებოდა: დაკავებულია 3 პირი
Sputnik საქართველო
უწყების ცნობით, ბრალდებულები სისტემატურად ამზადებდნენ ცნობილი ბრენდების ფალსიფიცირებულ ვისკისა და სხვა ალკოჰოლურ სასმელებს. 07.08.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-08-07T15:21+0400
2026-08-07T15:21+0400
2026-08-07T15:21+0400
საქართველო
კრიმინალი საქართველოში
სპეციალური საგამოძიებო სამსახური
აჭარა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23651/60/236516090_0:128:3000:1816_1920x0_80_0_0_19fead8cbaac07f15f0f0cf99e7adf84.jpg
თბილისი, 7 აგვისტო — Sputnik. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ალკოჰოლური სასმელების ფალსიფიკაციის ფაქტზე 3 პირი დააკავა.უწყების ცნობით, საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ალკოჰოლური სასმელების ფალსიფიკაციისა და ყალბი აქციზური მარკების დამზადება-გასაღების ფაქტი ბათუმში გამოავლინეს. სისხლისსამართლებრივი დევნა 7 პირის მიმართ დაიწყო, მათგან 3 დაკავებულია. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები კუსტარულად მოწყობილ საწარმოებში სპირტისა და სპეციალური დანამატების გამოყენებით სისტემატურად ამზადებდნენ ცნობილი ბრენდების ფალსიფიცირებულ ვისკისა და სხვა ალკოჰოლურ სასმელებს. აღნიშნული პროდუქცია ყალბი აქციზური მარკებით აჭარის რეგიონში მაღაზიებსა და ბარებში იყიდებოდა. კუსტარული საწარმოებიდან და სარეალიზაციო ობიექტებიდან ამოღებულია ფალსიფიცირებული ვისკი და არაყი, დიდი ოდენობით სხვადასხვა ბრენდის მეორადი ბოთლები, გაურკვეველი წარმოშობის სპირტიანი სასმელი, ყალბი აქციზური მარკები, ასევე მათი დასამზადებელი ტექნიკა. ამ ეტაპზე მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები სარეალიზაციო ქსელიდან ფალსიფიცირებული ალკოჰოლური სასმელების ამოღებისა და დანაშაულში მონაწილე სხვა პირების გამოვლენის მიზნით. გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 197-ე, 197¹ და მე- 200¹ მუხლებით, რაც სასჯელის სახით 4-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
საქართველო
აჭარა
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23651/60/236516090_204:0:2796:1944_1920x0_80_0_0_837ca76102bc6f6fc34c04310f5eb61f.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, კრიმინალი საქართველოში, სპეციალური საგამოძიებო სამსახური , აჭარა , ახალი ამბები
საქართველო, კრიმინალი საქართველოში, სპეციალური საგამოძიებო სამსახური , აჭარა , ახალი ამბები
აჭარის რეგიონში ფალსიფიცირებული ალკოჰოლური სასმელი იყიდებოდა: დაკავებულია 3 პირი
უწყების ცნობით, ბრალდებულები სისტემატურად ამზადებდნენ ცნობილი ბრენდების ფალსიფიცირებულ ვისკისა და სხვა ალკოჰოლურ სასმელებს.
თბილისი, 7 აგვისტო — Sputnik. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ალკოჰოლური სასმელების ფალსიფიკაციის ფაქტზე 3 პირი დააკავა.
უწყების ცნობით, საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ალკოჰოლური სასმელების ფალსიფიკაციისა და ყალბი აქციზური მარკების დამზადება-გასაღების ფაქტი ბათუმში გამოავლინეს. სისხლისსამართლებრივი დევნა 7 პირის მიმართ დაიწყო, მათგან 3 დაკავებულია.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები კუსტარულად მოწყობილ საწარმოებში სპირტისა და სპეციალური დანამატების გამოყენებით სისტემატურად ამზადებდნენ ცნობილი ბრენდების ფალსიფიცირებულ ვისკისა და სხვა ალკოჰოლურ სასმელებს.
აღნიშნული პროდუქცია ყალბი აქციზური მარკებით აჭარის რეგიონში მაღაზიებსა და ბარებში იყიდებოდა.
კუსტარული საწარმოებიდან და სარეალიზაციო ობიექტებიდან ამოღებულია ფალსიფიცირებული ვისკი და არაყი, დიდი ოდენობით სხვადასხვა ბრენდის მეორადი ბოთლები, გაურკვეველი წარმოშობის სპირტიანი სასმელი, ყალბი აქციზური მარკები, ასევე მათი დასამზადებელი ტექნიკა.
ამ ეტაპზე მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები სარეალიზაციო ქსელიდან ფალსიფიცირებული ალკოჰოლური სასმელების ამოღებისა და დანაშაულში მონაწილე სხვა პირების გამოვლენის მიზნით.
გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 197-ე, 197¹ და მე- 200¹ მუხლებით, რაც სასჯელის სახით 4-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.