თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები ამოიღეს

© photo: Sputnik / Stringerსაპატრულო პოლიცია
საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო, 1920, 06.08.2026
გამოწერა
დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
თბილისი, 6 აგვისტო — Sputnik. სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით თბილისში სხვადასხვა დროს 3 პირი დააკავეს, მათ შორის ერთი უცხო ქვეყნის მოქალაქეა, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
დაკავებულებს ბრალი ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვაში, რეალიზაციასა და რეალიზაციის ხელშეწყობაში ედებათ.
სამართალდამცველებმა მოსამართლის განჩინების საფუძველზე ერთ-ერთი ბრალდებულისგან, რომელიც უცხო ქვეყნის მოქალაქეა, რამდენჯერმე განახორციელეს ნარკოტიკული საშუალების საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვის ფარული აუდიო და ვიდეო ჩაწერა.
სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი ჩხრეკისას, ასევე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად სხვადასხვა ადგილიდან ნივთმტკიცებად ამოიღეს სარეალიზაციოდ გამზადებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები, მათ შორის: „ალფა-პვპ“ და „მარიხუანა“.
გამოძიება სსკ-ის 260-ე, 260-ე ტერცია, 260-ე კვარტა და 273-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ყველა ახალი ამბავი
0