https://sputnik-georgia.com/20260806/shromis-inspeqciam-monitoringi-daicko-299985814.html
შრომის ინსპექციამ მაღალი ტემპერატურის პირობებში ღია ცის ქვეშ მომუშავეთა მონიტორინგი დაიწყო
შრომის ინსპექციამ მაღალი ტემპერატურის პირობებში ღია ცის ქვეშ მომუშავეთა მონიტორინგი დაიწყო
Sputnik საქართველო
მონიტორინგისას განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ისეთ სექტორებსა და სამუშაოებს, რომლებიც ღია სივრცეში, სიმაღლეზე ან მაღალი რისკის შემცველ ტექნიკასთან სრულდება. 06.08.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-08-06T13:49+0400
2026-08-06T13:49+0400
2026-08-06T13:49+0400
საქართველო
დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/07/1f/269050216_0:0:3284:1847_1920x0_80_0_0_6cd0bbe938ecbbc1af61a64ad0cfdb73.jpg
თბილისი, 6 აგვისტო — Sputnik. ზაფხულის სეზონზე ღია ცის ქვეშ მუშაობასთან დაკავშირებული პროფესიული რისკების შემცირების მიზნით შრომის ინსპექციის სამსახური მთელი ქვეყნის მასშტაბით მონიტორინგს ახორციელებს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, ზაფხულის სეზონზე ღია ცის ქვეშ მუშაობა სერიოზულ პროფესიულ რისკებთან არის დაკავშირებული. სიცხე მნიშვნელოვნად ამცირებს შრომისუნარიანობასა და კონცენტრაციის უნარს, რაც პირდაპირ ზრდის სამუშაო ადგილზე უბედური შემთხვევების წარმოშობის საფრთხეს. აღნიშნული რისკების პრევენციის მიზნით, შრომის ინსპექციის სამსახური კომპლექსურ ღონისძიებებს ახორციელებს. მონიტორინგისას განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ისეთ სექტორებსა და სამუშაოებს, რომლებიც ღია სივრცეში, სიმაღლეზე ან მაღალი რისკის შემცველ ტექნიკასთან სრულდება. ინსპექტირებისას შეფასდება: როგორც განცხადებაშია აღნოშნული, შრომის ინსპექციის სამსახურის საქმიანობის მთავარი მიზანი პრევენციული ზომების მიღება, უსაფრთხო სამუშაო გარემოს შექმნა და სამუშაო ადგილებზე უბედური შემთხვევების თავიდან აცილებაა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/07/1f/269050216_483:0:3214:2048_1920x0_80_0_0_cc561ce8d2179f2b07aa283db43e955c.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო , საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო , საზოგადოება, ახალი ამბები
შრომის ინსპექციამ მაღალი ტემპერატურის პირობებში ღია ცის ქვეშ მომუშავეთა მონიტორინგი დაიწყო
მონიტორინგისას განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ისეთ სექტორებსა და სამუშაოებს, რომლებიც ღია სივრცეში, სიმაღლეზე ან მაღალი რისკის შემცველ ტექნიკასთან სრულდება.
თბილისი, 6 აგვისტო — Sputnik. ზაფხულის სეზონზე ღია ცის ქვეშ მუშაობასთან დაკავშირებული პროფესიული რისკების შემცირების მიზნით შრომის ინსპექციის სამსახური მთელი ქვეყნის მასშტაბით მონიტორინგს ახორციელებს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, ზაფხულის სეზონზე ღია ცის ქვეშ მუშაობა სერიოზულ პროფესიულ რისკებთან არის დაკავშირებული. სიცხე მნიშვნელოვნად ამცირებს შრომისუნარიანობასა და კონცენტრაციის უნარს, რაც პირდაპირ ზრდის სამუშაო ადგილზე უბედური შემთხვევების წარმოშობის საფრთხეს.
აღნიშნული რისკების პრევენციის მიზნით, შრომის ინსპექციის სამსახური კომპლექსურ ღონისძიებებს ახორციელებს.
პრევენციული ღონისძიებები ორ ეტაპად მიმდინარეობს - პირველ ეტაპზე ცნობიერების ამაღლების მიზნით ინსპექტორები საინფორმაციო შეხვედრებს მართავენ როგორც დამსაქმებლებთან, ისე დასაქმებულებთან, სადაც მათ დეტალურად აცნობენ მაღალ ტემპერატურასთან დაკავშირებულ საფრთხეებსა და რეკომენდაციებს. საინფორმაციო-საკონსულტაციო ეტაპის შემდეგ კი უწყება ინტენსიურად დაიწყებს ინსპექტირების პროცესს.
მონიტორინგისას განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ისეთ სექტორებსა და სამუშაოებს, რომლებიც ღია სივრცეში, სიმაღლეზე ან მაღალი რისკის შემცველ ტექნიკასთან სრულდება.
ინსპექტირებისას შეფასდება:
კომპანიების მიერ რისკების შეფასებისა და სამუშაო პროცესის სწორად დაგეგმვის ხარისხი;
დასაქმებულთა უზრუნველყოფა სასმელი წყლითა და დასვენებისთვის საჭირო სათანადო პირობებით;
ინდივიდუალური დაცვის საშუალებების გამოყენება;
დასაქმებულთა სათანადო ინფორმირებულობა და პრევენციული ღონისძიებების გატარება.
როგორც განცხადებაშია აღნოშნული, შრომის ინსპექციის სამსახურის საქმიანობის მთავარი მიზანი პრევენციული ზომების მიღება, უსაფრთხო სამუშაო გარემოს შექმნა და სამუშაო ადგილებზე უბედური შემთხვევების თავიდან აცილებაა.